გვწამს, რომ პარლამენტი უნდა გახდეს ქართული პოლიტიკის ძლიერი ხმა, რაც თავიდან აგვარიდებს ავტორიტარიზმის განმეორების საფრთხეს გრძელვადიან პერსპექტივაში, მოახდენს პოლიტიკური პოლარიზაციის და რადიკალიზაციის პრევენციას, ხელს შეუწყობს პარტიული პოლიტიკის ინსტიტუციონალიზაციას და პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებას, ასევე, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საკანონმდებლო ზედამხედველობის გაძლიერებას.
საქართველოს პარლამენტი ძალისხმევას არ იშურებს, რათა უკეთ ემსახუროს მოქალაქეებს პარლამენტის ღიაობის და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების, მოქალაქეთა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობით და მათზე ორიენტირებული და ინოვაციებზე დაფუძნებული ეფექტური მმართველობის გაძლიერებით.
სერბეთში საქართველოს საკონსულო გაიხსნა. ირაკლი კობახიძის თქმთ, სერბეთი არის პრიორიტეტული ქვეყანა საქართელოსთვის და მასთან მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაღრმავოთ კიდევ უფრო მეტად პოლიტიკური ურთიერთობები ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ასევე, არის ძალიან დიდი პერსპექტივა ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით, ასევე, კულტურის, განათლების, მეცნიერების სფეროში შეგვიძლია ურთიერთობების გაღრმავება და ბუნებრივია, დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნას ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მისი ვიზიტის ფარგლებში, სერბეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე, გადაწყდა, რომ დაიწყება მუშაობა უახლოეს თვეებში, თბილისში, სერბეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის გასახსნელად.
კითხვაზე - მიიღებს თუ არა საკონსულო საელჩოს სახეს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ წარმომადგენლობის გახსნა პირველი ნაბიჯია დიპლომატიური ურთიერთობების თანდათან განსავითარებლად.
ერთი აზრი დამებადა და თუ ჭკვიანურად ჩათვლით, თავი მოვაბათ მოსახლეობამ თუ ხელისუფალმა არ ითავა საპატრიარქოსთან ერთად!
LGBT თემი 17 მაისს და ივნისში (რიცხვი არ ვიცი ზუსტად) აპირებენ აღლუმის გამართვას (სიმართლე გითხრათ, რას ზეიმობენ, ძნელი გასაგებია).
წინა წლებში მავანნი ამბობდნენ, საერთოდ იგნორი უნდა გავუკეთოთ იმიტომ, რომ მერე აურზაურებისთვის აფინანსებენ ამ ავადმყოფების მხარდამჭერ არასამთავრობოებსო!
არის სიმართლის რაღაც მარცვალი, მაგრამ არა მგონია, რომ სახლიდან უყუროს ამ უმსგავსობას, ქალაქის ცენტრში უზნეობის პროპაგანდას ქართველმა და ღირსეულმა ერებმა!
უბრალოდ, სახალხო სეირნობა რომ მოეწყოს ამ დაძაბულ დღეებში, ყველანაირ ექსცესს ავარიდებდით საზოგადოებას და მსოფლიოც ნახავდა, რა აზრისააა ქართველი ხალხი ოჯახის სიწმინდეზე
თვენახევრის თუ ორი თვის წინ ფანჯარა იყო ჩატეხილი და ამის შესახებ ვთქვი. პოლიციამ გაიგო თუ ვერ გაიგო ამის თაობაზე ნამდვილად ვერ გეტყვით. შეიძლება ქვა არის ნასროლი, ან შეიძლება ბავშვმა ჩატეხა ფანჯარა, ღიაა იქ ეზოს კარიც და ადვილია და ამის გამო განცხადებების წერა და პოლიციის ფეხზე დაყენება ამპარტავნულად მომეჩვენა.
სამშობლო ძალიან კარგად მოგეხსენებათ თქვენც, ეს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის შვილებისთვის განსაკუთრებული დატვირთვის და მნიშვნელობის მატარებელი სიტყვაა, ჯერ კიდევ დიდი ილიადან მოყოლებული და ამ სიტყვისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს. ჩვენ ამ ბოლო დროს ხშირად გვსაყვედურობენ და ვფიქრობ სამართლიანად, რომ რაღაცანაირად მივიწყებულია ეს სიტყვა, გაუფერულებული თუ გაუფასურებულია. ჩვენ თუ გვინდა საქართელო მომავალში იყოს ძლიერი განვითარებული ქვეყანა ჩვენ უბრალოდ ბავშვებამდე უნდა მივიტანოთ ის, რომ მათ უყვარდეთ საკუთარი სამშობლო, უყვარდეთ მისი ქვეყანა და ენა ფასეულობები, როგორც ეს ჩვენ გადმოგვცეს ჩვენმა წინაპრებმა, მე მგონია, რომ პოლიტიკის განსაზღვრის დონეზე მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობაში შემოვიტანოთ ეს სიტყვა და ამით ახალი სული შთავბეროთ, იმიტომ რომ საზოგადოების დიდი ნაწილისგან იყო ეს მოთხოვნა.
თუ ჩვენ თავიდანვე ბავშვებში არ ჩავდეთ რომ უყვარდეთ სამშობლო ეს ბავშვები წავლენ სხვა ქვეყანაში და ეყვარებათ სხვა ქვეყანა. ეს არ დარჩება მხოლოდ და მხოლოდ ქაღალდზე მთელი რიგი პროგრამებია განათლების კუთხით განსაზღვრული, სადაც ბავშვებს გრძნობები რასაც ქვია სამშობლოს სიყვარული, ტრადიციების, მშობლიური ენის და ფასეულობების სიყვარული უნდა განვუვითაროთ და გავუძლიეროთ. ამის შესაბამისი გამოცდილებაც არსებობს და ჩვენ ეს შეგვიძლია.
კანონპროექტის მიზანი არის, რომ მაგალითად რომელიმე არასამთავრობომ თუ გადაწყვიტა რომ გააკეთოს არაფორმალური განათლების ფარგლებში სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები, იყოს მშობლის თანხმობა. ან ბანაკში, სადაც ეს ბავშვები მიდიან მშობლის მეთვალყურეობის გარეშე - რომ არ მოხდეს ასეთი შემთხვევა. თუ რომელიმე არასამთავრობომ ან ექსპერტმა შემოიტანა ასეთი გაკვეთილები, ამის აღკვეთა რომ მოხდეს და თუ იქნება შემოთავაზება მშობლის ფილტრი გაიაროს.
სამხრეთ აფრიკელმა ფოტოგრაფმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იმოგზაურა, რათა იქ მცხოვრები ადამიანების საძინებლები გადაეღო. ის კამერას ჭერზე ამაგრებდა რათა აღებეჭდა ადამიანების ცხოვრების სტილი და კულტურული მახასიათებლები.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა პრემიერმინისტრ ტერეზა მეის ბრექსითის გეგმა მესამედაც ჩააგდო.
344 ხმით 286 ხმის წინააღმდეგ გადაწყვეტილება პარლამენტმა 29 მარტს მიიღო.
გეგმის მეორედ დამარცხების შემდეგ პარლამენტის სპიკერმა ჯონ ბერკოუმ თქვა, რომ ცვლილებების შეტანის გარეშე პარლამენტი ტერეზა მეის ბრექსითის გეგმას ხელახლა ვეღარ განიხილავდა.
ამის საპასუხოდ მეიმ ბრექსითის შეთანხმებიდან 26 გვერდი ამოიღო, რომელიც ევროკავშირთან სამომავლო ურთიერთობების პოლიტიკურ დეკლარაციას წარმოადგენდა.
შეგახსენებთ, რომ ბრექსითის გადავადებამდე ბრიტანეთს ევროკავშირი სწორედ დღეს, 29 მარტს უნდა დაეტოვებინა. მას შემდეგ, რაც მეის გეგმა პარლამენტში ორჯერ ჩავარდა, პრემიერმინისტრმა ევროკავშირის ლიდერებთან შეთანხმებას მიაღწია ბრექსითის ვადის 12 აპრილამდე გადაწევის შესახებ. ამასთან ერთად, თუ პარლამენტი მეის გეგმას მხარს დაუჭერს ვადა 22 მაისამდე გადაიწევს, რათა ქვეყანამ შეთანხმების პირობები დააკმაყოფილოს.
ტერეზა მეიმ თქვა, რომ გადადგება, როდესაც მის ბრექსითის შეთანხმებას შეასრულებს.
"მზად ვარ დავტოვო ეს თანამდებობა იმაზე ადრე, ვიდრე ვაპირებდი, რათა გავაკეთო ის, რაც ქვეყნის და ჩვენი პარტიისათვის უკეთესია. ვიცი, რომ არის ახალი მიდგომისადმი მოთხოვნა, ახალი ლიდერისადმი, ბრექსითის მოლაპარაკებების მეორე ფაზაში, და მე ამას არ გადავეღობები."თქვა მან.
მეის განცხადებიდან რამდენიმე საათში პარლამენტმა კენჭი უყარა მისი შეთანხმების ალტერნატივებს, თუმცა მხარდაჭერა ვერცერთმა ვერ მოიპოვა.
გადადგომის პირობის დადების შემდეგ რამდენიმე პარლამენტარმა, ვინც ამ დრომდე მეის შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდა, თქვა, რომ მხარს დაუჭერენ მას.
კენჭისყრის მიმდინარეობისას ლონდონში ნაიჯელ ფარაჟის ლიდერობით საპროტესტო აქცია იგეგმება. მათ მეის გეგმა "ბრექსითის ღალატად"მიაჩნიათ.
გასულ კვირას ლონდონში ევროკავშირში დარჩენის მომხრეთა მასშტაბური აქცია გაიმართა. ორგანიზატორების თქმით ხელახალი რეფერენდუმის მოთხოვნით ქუჩაში მილიონამდე ადამიანი გამოვიდა, თუმცა პარლამენტმა რეფერენდუმის ხელახლა ჩატარებას მხარი არ დაუჭირა.
სიმღერის პრემიერა ფილარმონიაში დაგეგმილ კონცერტის ფარგლებში შედგება, რომლის ორგანიზატორი გიორგი ტეტიაშვილიდა სტუდია "1, 2, 3"არიან. კონცერტის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილია.
ტეტიაშვილიტაბულასთანამბობს, რომ ღონისძიების ტექნიკური მხარდამჭერი თბილისის მერიაა, ხოლო ფინანსური კულტურის სამინისტრო. მისი განმარტებით, კულტურის სამინისტროსგან სიტყვიერი თანხმობა უკვე აქვს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის - უწყებას წერილითაც მიმართა და პასუხს ელოდება.
რაც შეეხება ჯემალ სეფიაშვილის ჰონორარს და სიმღერის "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" ხელახალი ჩაწერის ხარჯებს, ამასთან დაკავშირებით კითხვას გიორგი ტეტიაშვილიპასუხს არ სცემს, თუმცა დასძენს, რომ "მიზერული თანხაა".
ღონისძიების ტექნიკურ მხარდაჭერას ადასტურებენ მერიაში. უწყებაში განმარტავენ, რომ ფინანსურ ნაწილში არ ეხმარებიან, თუმცა გახმოვანების, განათების, ეკრანის, სცენის მოწყობილობების და ა.შ. კუთხით ორგანიზატორებს მათი მხარდაჭერა აქვთ.
განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ დაფინანსების მოთხოვნის შესახებ წერილი მათთან ამ ეტაპზე შესული არ არის.
ღონისძიების რეჟისორ ბასა ფოცხიშვილის თქმით, ის, რომ "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" მხოლოდ კაცებმა უნდა შეასრულონ, "ალბათ მხატვრული გადაწყვეტაა".
ფოცხიშვილი აღნიშნავს, რომ სეფიაშვილის გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა.
"მე მხატვრულ გადაწყვეტაში ვერაფრით ვერ ჩავერევი ბატონ ჯემალს, ეს არის მისი სიმღერა, ეს არის მისი პროექტი და ის, რომ კაცებს ამღერა, ალბათ განსხვავებული რომ ყოფილიყო პირველი ვერსიისგან... ალბათ მხატვრული გადაწყვეტაა, მე ასე ვფიქრობ", - ამბობს ბასა ფოცხიშვილი ტაბულასთან.
როცა ტაბულამმას ჰკითხა, დაინტერესდა თუ არა ჯემალ სეფიაშვილის პროექტის შინაარსით და ნახა თუ არა მისი კომენტარი, სადაც კომპოზიტორი ამბობს, რომ ქვეყნის დამცველი და სიძლიერე არის მამაკაცი, ბასა ფოცხიშვილი პასუხობს.
"თუ შეკითხვას მაძლევთ მაძლევთ ქვეყნის დამცველი ვინ არის, [გეტყვით, რომ] ქვეყნის დამცველი არის ქალიც, კაციც, მოხუცებულიცდა სულ ყველანი, საქართველოს ყველა მოქალაქე მიმაჩნია, რომ ვართ ქვეყნის დამცველები. მხატვრულ საკითხს რაც შეეხება, ის, რომ ბიჭებმა იმღერონ, ან მარტო გოგოებს ემღერათ, ან მარტო ბავშვებს ემღერათ, ეს არის სიმღერის ავტორის მხატვრული გადაწყვეტილება, მე ასე ვფიქრობ".
რაც შეეხება ღონისძიების დაფინანსებას, ბასა ფოცხიშვილიცირწმუნება, რომ მხარდაჭერა მერიისგან და კულტურის სამინისტროსგან აქვთ.
ინფორმაცია "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტების"ხელახალ ჩაწერასთანდაკავშირებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა. სწორედ ამ ინტერვიუში ჯემალ სეფიაშვილმა თქვა, რომ პროექტში მხოლოდ კაცები მიიღებენ მონაწილეობას. კრიტიკის პასუხად კი აღნიშნა:
"ვთვლი, რომ ოჯახის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის დამცველი არის მამაკაცი და სწორედ ამიტომ აი ეს 25 მამაკაცი იმღერებს ამ სიმღერას".
ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით განცხადებაგაავრცელა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და აღნიშნა, რომ კომპოზიტორის ეს კომენტარი გამოხატავს მხოლოდ მის მოსაზრებას და არა არხის პოზიციას. ამასთან, მაუწყებელი ამბობს, რომ პირველ არხზე იგეგმება არა ამ სიმღერის ან კლიპის პრემიერა, არამედ 9 აპრილის ტრაგედიის 30 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება-კონცერტის დიდი საკონცერტო დარბაზიდან ტრანსლაცია, რომლის პროგრამასა და შინაარსობრივ ნაწილზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ ღონისძიების ორგანიზატორი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილე, თიკო ბერძენიშვილი ტაბულასთანამბობს, რომ ტელევიზია სიმღერის ხელახალ ჩაწერას არ აფინანსებს.
"არ ვაფინანსებთ არანაირად. საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონი აქვს, 66-ე პრიმა მუხლი, რომლის მიხედვით საერთოდ ვერ დააფინანსებს ვერანაირ სახელმწიფო ღონისძიებას, როგორც სახელმწიფო ვერ დააფინანსებს. არანაირი კონტრიბუცია ჩვენი არ არის ამ ღონისძიებაში, მათ შორის არც ფინანსური. ჩვენ ვაშუქებთ ღონისძიებას ყველას, რომელიც არის 9 აპრილთან დაკავშირებით და იქნება. ამ შემთხვევაში გვაქვს ფილარმონიიდანტრანსლაცია-კონცერტი. კონცერტის განმავლობაში რა მოხდება, ამაზე ინფორმაცია წვრილად არ გვაქვს, პროგრამა ჯერ არ მოგვსვლია", - თქვა თიკო ბერძენიშვილმა.
1989 წლის გაზაფხულზე რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ასეულობით ადამიანს შორის ბევრი ქალი იყო. 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა უმეტესობაც ქალია.
ნიჩბებითა და დღემდე დაუდგენელი შემადგენლობის გაზის ბალონებით შეიარაღებულმა რუსმა ჯარისკაცებმა აქციის დარბევა დილის სამ საათზე დაიწყეს. უშუალოდ 9 აპრილის ღამეს 20 ადამიანი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი, რუსმა ჯარისკაცებმა კომენდანტის საათის დროს იმსხვერპლეს. დაღუპულთა შორის სამი არასრულწლოვანი იყო.
აშშ-ს ჯორჯიის შტატში 17 წლის ჯაკელია ბეიქერმა 65 კლეჯში შეიტანა განცხადება, აქედან 50-მა მიიღო და ჯამში დაახლოებით 1 300 000 დოლარის სტიპენდია მოაგროვა.
„მოგებამ თავდაჯერებულობა შემმატა, რადგან არ მეგონა თუ ასეთი დიდი მიზნის მიღწევა შემეძლო,“ - აღნიშნა ბეიქერმა.
ლუსი ლეინის სკოლაში ბეიქერის GPA 4.1 არის, რაც საუკეთესო ჯამური ნიშანია. ბეიქერის თქმით, სწავლის გარდა ის თამაშობს ფრენბურთს, კალათბურთს, გოლფს, ტენისსა და ფეხბურთს. ის ასევე სკოლის ბენდის, მატემატიკის გუნდის, სტუდენტთა საბჭოს, ეროვნული ღირსების საზოგადოებისა და აკადემიური დეკათლონის წევრი არის. მან თავი დაანება სოციალურ ცხოვრებას და სხვადასხვა წვეულებებში მონაწილეობას არ იღებს.
ბეიქერის მთავარი მოტივატორი მისი დედაა. “ის მორცხვიც არის და ამავდროულად მეგობრული, აქტიური… მას არ უნდა, რომ რაიმე ინანოს, ამიტომ რა მიზანსაც დაისახავს აღწევს,” - აღნიშნა ჯაკელიას დედამ დენის ბეიქერმა.
ბეიქერი მომავალ სტუდენტებს ურჩევს, რომ თუ მუშაობას გააგრძელებენ, სირთულის მიუხედავად, მიზანს მიაღწევენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხრიდან ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება 1261 (ოჯახში ძალადობის) მუხლით დაიწყო. შსს ასევე იმასაც ამბობს, რომ მანამდე ძალადობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონიათ, რადგან ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ყოფილი ქმრის წინააღმდეგ სამართალდამცვებისთვის არ მიუმართავს.
თავდაპირველად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ყოფილ ცოლზე ძალადობდა რუსთავი 2-ზე "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში"ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა, ლევან გორელიშვილმა, გაავრცელა.
დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ძალადობას უარყოფს და ამას "სამეფო ოჯახის"ტიტულებისთვის ბრძოლას უკავშირებს.
"ქალბატონი ანა გამოცხადდა საექსპერტო დაწესებულებაში 2014 წელს და განაცხადა მაისის თვეში, რომ ბატონმა დავითმა მიაყენა მას შეურაცხყოფა. ისმის შეკითხვა, რატომ არ განაცხადა ექსპერტმა პოლიციაში, თუკი დაინახა მან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. რატომ გახდა აღნიშნული აქტუალური დღეს, მაშინ, როცა ქალბატონ ანას გაახსენდა, რომ ტიტული აქვს თურმე თავის ყოფილ მეუღლესთან გასაყოფი და თურმე მის მეუღლეს მისთვის მართებს 90 ათასი ლარის გადახდა და ამ დროს ამოიღო აღნიშნული დოკუმენტი,"- თქვა ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ პრესკლუბში "მთავარი".
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი ლევან გორელიშვილი ტაბულასთან ვრცლად საუბრობს და ამბობს, რომ ყოფილმა ქმრის მხრიდან ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე ძალადობას სისტემატიური ხასიათი ჰქონდა. გორელიშვილის თქმითვე, ეს მინიმუმ ერთხელ მათი მცირეწლოვანი შვილის, გიორგი ბაგრატიონის, თანდასწრებითაც მოხდა.
ტაბულასთან საუბრისას გორელიშვილი სიცრუეს უწოდებს დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ანა და დავითი 2013 წლიდან ერთად არ ცხოვრობდნენ. გორელიშვილი განმარტავს, რომ ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ცოტა ხნით მამასთან, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკისთან, ერთად თბილისში ცხოვრობდა, რადგანაც საგურამოს სახლში, სადაც წყვილი ცხოვრობდა, რემონტი მიმდინარეობდა.
"რემონტის დამთავრების შემდეგ წყვილმა გარკვეული დრო გაატარა საგურამოშიც. თუმცა, ეს არ ყოფილა ისე, რომ 24 საათი ანა საგურამოში ყოფილიყო, რადგანაც ანას პირველი ქორწინებიდან ჰყავს შვილები, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ, ის ბავშვები სკოლაშიც თბილისში დადიოდნენ და ერთი სიტყვით, მათ მიხედვა სჭირდებოდათ. პერიოდულად თბილისშიც რჩებოდა, კვირაში 3-4 დღე, როგორც ვიცი. დანარჩენ დროს საგურამოში ატარებდა. ის, რომ 2013 წლიდან წყვილს ერთად არ უცხოვრია, ეს სიმართლე არ არის. ანუ ერთად ცხოვრობდნენ, უბრალოდ, ანა პერიოდულად ვერ რჩებოდა საგურამოში იმის გამო, რომ შვილები ჰყავდა თბილისში,"- ამბობს ლევან გორელიშვილი.
ტაბულას კითხვაზე, თუ რატომ გახდა ცნობილი ეს ფაქტი მაინცდამაინც ახლა, გორელიშვილი პასუხობს, რომ როდესაც სასამართლო დავაზე პირველი სიუჟეტები გავიდა, მაშინ მან პირველი არხის ჟურნალისტთან ისაუბრა ძალადობის შემთხვევებზე. მისი თქმით, ძალადობის შესახებ მტკიცებულება საქმეში 1 წელიწადზე მეტია დევს და, შესაბამისად, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხარეს ერთ წელზე მეტია აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომჩივანი მხარე ამას ამტკიცებს.
"თვითონ დავითისთვის ის ფაქტი, რომ ექსპერტიზის დასკვნა არსებობდა, თავიდანვე იყო ცნობილი. აი, რამდენიმე დღით სახლში დატოვაო, რომ ვამბობთ, სწორედ იმიტომ დატოვა, რომ ცოტა ჩაცხრომოდა სახე და იმ სახით არ გასულიყო სახლიდან. დავით ბაგრატიონმა თავის ნათლულს სთხოვა, რომ თბილისიდან მედიკამენტები წაეღო, რომ ჩალურჯებები ჩაეცხრო ანასთვის და ეს დანახვადი არ ყოფილიყო ერთი სიტყვით,"- ამბობს გორელიშვილი.
ლევან გორელიშვილმა ტაბულას მიაწოდა სამხარაულის ექსპერტიზის მიერ 2014 წლის მაისში გამოტანილი დასკვნა.
დასკვნის მიხედვით, "ანა ბაგრატიონი-გრუზინსკის 14.05.2014 წლის პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა ნაჭდევი მარცხენა მუხლის სახსრის საპროექციოდ წინა ზედაპირზე და ზედაპირზე აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები. სახეზე და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით".
ამავე დასკვნაში წერია, რომ სისხლნაჟღენთები ხანდაზმულობით შეესაბამება იმ თარიღს, რომელიც ანა ბაგრატიონი-გრუზინსკიმ ტრავმის მიღების თარიღად დაასახელა.
ტაბულას კიდევ ერთ შეკითხვაზე, თუ რატომ არ მიმართა ანამ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ლევან გორელიშვილი პასუხობს, რომ ანა ბაგრატიონი-გრუზინსკის თვითმიზანი "შვილის მამის პასუხისგებაში მიცემა არ არის". გორელიშვილის თქმით, ეს მტკიცებულება საქმეში ამ მიზნით არ მოხვედრილა.
"ეს მტკიცებულება ჯერ ერთი მოხვდა სამოქალაქო დავაში და სამოქალაქო დავაში ამას აქვს თავისი დატვირთვა, რომ რეალურად ჩვენთვის მნიშვნელოვანია დადასტურდეს, რის გამო ძალადობდა ეს ადამიანი ანაზე. ამ კონტექსტში გვაქვს ჩვენ ექსპერტიზის დასკვნა წარდგენილი. და ძალადობის მოტივი იყო ამ შემთხვევაში იყო ის, რომ დავითს ქორწინების პირველივე დღიდან ასე ვთქვათ გაცისკროვნებული ჰქონდა, რომ მას უნდა მიეღო ნუგზარ ბაგრატიონისგან აღიარება, რომ იგი წარმოადგენდა უპირატეს შტოს ბაგრატიონებისას და მას ეკუთვნოდა სამეფო სახლის მეთაურის ტიტული. იგი თვლიდა, რომ თუ ვთქვათ, ასეთი მოქმედებებით ანას თანაცხოვრება დავითთან გაუსაძლისი გახდებოდა, მამას ამოუვიდოდა ყელში და დათანხმდებოდა მის მოთხოვნას,"- ამბობს გორელიშვილი.
გორელიშვილი ამბობს, რომ პირველი ძალადობა ქორწინებიდან 1-თვენახევარში, 2009 წლის მარტში მოხდა.
"28 მარტს იყო ანას ბაბუას, პეტრე გრუზინსკის დაბადების დღე და იმ დაბადების დღეზე მივიდა ანა და ეტყობოდა ჯერ კიდევ ძალადობის კვალი სახეზე. მერე ძალადობას ესპანეთშიც ჰქონდა ადგილი. ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგაც. რამდენჯერმე მოხდა ძალადობა,"- ყვება გორელიშვილი.
ადვოკატის თქმით, წყვილის არც დაოჯახება და არც განქორწინება თავიდან ბოლომდე მათ სურვილებზე არ ყოფილა დამოკიდებული, ვინაიდან ამ ოჯახის შექმნაში ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.
"მე დავითის ადვოკატს სულ ვეუბნები, არ გინდათ ამ ფაქტის უარყოფა, სცადეთ რაღაც სხვა მოტივის ჩადება. იმიტომ, რომ როდესაც უარყოფისკენ მიდიან, მე იძულებული ვარ, რომ დავამტკიცო, რომ ამ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავიანთ მცირეწლოვან ბავშვს დღემდე ახსოვს, თვითონ არის შესწრებული ამას და დღემდე ახსოვს. რა ვქნათ, შევეკითხოთ ახლა გიორგის? ჩემი აზრით, აქეთკენ არ უნდა წაიყვანოს ლევან ჩხეიძემ ეს საქმე, მაგრამ თავისი გადასაწყვეტია,"- ამბობს გორელიშვილი.
2012 წელს გადაცემა "სიმართლის დროში"მსახიობმა შორენა ბეგაშვილმა თქვა, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი მასზე ძალადობდა.
ანა ბაგრტიონ-გრუზინსკიმ და დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა 2009 წლის თებერვალში იქორწინეს. მათი ოჯახის შექმნაში აქტიურად მონაწილეობდა კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. მიზანი "ტახტის მემკვიდრის"გაჩენა იყო. მათ ერთი შვილი ჰყავთ, გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი.
2019 წლის მარტში სასამართლო დავის არსებითი განხილვა დაიწყო. ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს უჩივლეს. ისინი სასამართლოს სთხოვენ, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს საქართველოს სამეფო სახლის სახელით სარგებლობა აეკრძალოს. ბაგრატიონების ორივე შტოს ერთმანეთის წარმომავლობაში ეჭვი შეაქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში წერია, რომ მოსამართლეს არ შეიძლება კონკრეტულ საქმეზე ანგარიში მოეთხოვოს, მე ჩემი ნებით მზად ვარ, რომ ვისაუბროთ ამ საქმეებზე [სანდრო გირგვლიანის და გოჩა ენუქიძის საქმე, ტურავას საქმე, სულხან მოლაშვილის საქმე, გიორგი მიქიაშვილის საქმე, პაატა როსტომაშვილის საქმე]. მე ამ საქმეებზე რამდენჯერმე მისაუბრია. ევროპაში მე დაგისახელებთ ჩვენზე გაცილებით განვითარებულ ქვეყნებს, სადაც ჩვენზე მეტ საქმეებს აგებს თუნდაც გერმანია, თუნდაც დიდი ბრიტანეთი და იქ ასეთი კითხვები არ არის
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ცნობით, მთავრობა საპატრიარქოსთვის დიდი ოდენობით უძრავი ქონების გადაცემის პრაქტიკას აგრძელებს.
ამის შესახებ 29 მარტს გამოქვეყნებულ დასკვნაშივკითხულობთ.
არასამთავრობო ორგანიზაციამ 2016-18 წლებში ყოველწლიური სუბსიდირების მიღმა სახელმწიფოს მხრიდან საპატრიარქოსთვის ფინანსური და ქონებრივი რესურსის გაცემის პრაქტიკა შეისწავლა. EMC-ის ცნობით, მონაცემების შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ 2016-17 წლებთან შედარებით, 2018 წელს საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონების მასშტაბმა მოიმატა, რასაც ორგანიზაცია სავარაუდოდ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტს უკავშირებს.
"ამ წლების პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ მთავრობა ლეგიტიმური საჯარო მიზნის გარეშე აგრძელებს საპატრიარქოსთვის ფინანსური და მატერიალური რესურსების გადაცემის პრაქტიკას. საპატრიარქოსთვის ამ უძრავი ქონების გადაცემა, როგორც წესი, არ უკავშირდება საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ისტორიული საეკლესიო ქონების დაბრუნების ვალდებულებას,"- წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.
EMC სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ 2016-18 წლებში საპატრიარქოს საკუთრებაში არამხოლოდ ის მიწის ნაკვეთები გადაეცემა, რომელიც მის ისტორიულ საკუთრებას წარმოადგენდა, არამედ სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული სხვა მიწის ნაკვეთებიც. ორგანიზაციის ცნობით, საპატრიარქოს უძრავი ქონება საკუთრებაში სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, ან სრულად უსასყიდლოდ გადაეცემა.
"სახელმწიფო, როგორც წესი, არასოდეს უთითებს, რა მიზნით გადასცემს ქონებას და გადაცემამდე არც საბაზრო ღირებულებას განსაზღვრავს. შესაბამისად, უცნობია, რა ღირებულების უძრავი ქონება გადაეცემა საქართველოს საპატრიარქოს ყოველწლიურად,"- წერს EMC.
მათივე ინფორმაციით, მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ:
"2016 წელს საქართველოს საპატრიარქოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა 19 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 236 705 კვ.მ, რომელზეც განთავსებული იყო 3 768.7 კვ.მ ფართობის შენობა ნაგებობები.
2017 წელს გადაეცა 21 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 87 984 კვ.მ, რომელზეც განთავსებული იყო 3 031.8 კვ.მ ფართობის შენობა ნაგებობები.
2018 წელს გადაეცა, 22 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 420 102 კვ.მ, მათ შორის 300 245 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო და 119 857 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო 2 750.35 კვ.მ ფართობის შენობა ნაგებობები.
მთლიანობაში, 2016-2018 წლებში საპატრიარქოს სახელმწიფომ 801 308 კვ. მ ფართობის უძრავი ქონება გადასცა.
წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით[1] კი, მთლიანობაში 2014-2018 წლებში საპატრიარქოსთვის გადაცემული უძრავი ქონება 1 714 822.83 კვ.მ მიწის ფართობს აღწევს".
არასამთავრობო ორგანიზაცია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ საპატრიარქოსთვის გადაცემული უძრავი ქონების მიღმა 2016-18 წლებში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს სამების საკათედრო ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაცია-აღდგენისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით 1 379 700 ლარი გამოეყო.
EMC-ის შეფასებით, საპატრიარქოსთვის უძრავი ქონების გადაცემისა და სუბსიდირების არსებული გამოცდილება სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპს არღვევს და კონკრეტული რელიგიური ორგანიზაციის გაუმართლებელი პრივილეგირების და მხარდაჭერის პრაქტიკას ქმნის.
"ამგვარი მხარდაჭერის პრაქტიკა თვითნებობის და რელიგიური საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების რისკებს აჩენს და მთლიანობაში ნეგატიურ გავლენას ახდენს დემოკრატიულ პროცესებზე და თავად საპატრიარქოს მიმართ საზოგადოებრივ ნდობაზე. ამასთან, კონკრეტული რელიგიური ორგანიზაციის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებასხვა რელიგიური თემებისა და ორგანიზაციების იერარქიზებას იწვევს და დისკრიმინაციული შინაარსისაა,"- წერია EMC-ის დასკვნაში.
უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი იულია ტიმოშენკო ერთადერთი აღმოჩნდა იმ სამ წამყვან კანდიდატს შორის, რომელიც ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელზე საპრეზიდენტო დებატებზე მისვლას დათანხმდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად არც ის აპირებდა დებატებზე მისვლას.
ტიმოშენკომ გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მას შემდეგ შეცვალა, რაც მედიაში დაიწერა, რომ მისი ოპონენტები მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერი, მსახიობი ვლადიმირ ზელენსკი დებატებზე არ მივიდოდნენ.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხების გაცემაზე უარი თქვა და დარბაზი ეთერი იმ მიზეზით დატოვა, რომ მას ოპონენტებთან დებატები სურდა.
"მე სადებატოდ მოვედი, თუმცა არავინაა, ვისაც შეიძლება, ვედებატო,"- ამ განცხადებით ტიმოშენკომ ტელევიზიის სტუდია დატოვა.
უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერში სადებატოდ კვლევების მიხედვით 3 წამყვანი კანდიდატი მიიწვია - იულია ტიმოშენკო, პეტრო პოროშენკო და ვლადიმირ ზელენსკი.
გადაცემა უკრაინის დროით 18:30 საათზე დაიწყო. გეგმის მიხედვით, მაყურებლებს ონლაინ რეჟიმში გადაცემის ყურების პარალელურად თავიანთი რჩეული კანდიდატისთვის ხმა უნდა მიეცათ. როგორც უკრაინული მედია წერს, მაუწყებელმა ბოლო დღემდე არ იცოდა, თუ რომელი კანდიდატი მივიდოდა დებატებზე, სადაც მათ თავიანთი სტრატეგია უნდა წარედგინათ და წამყვანების, ექსპერტებისა და აუდიტორიის შეკითხვებისთვის ეპასუხათ.
30 მარტს უკრაინაში დუმილის დღეა გამოცხადებული, რომლის დროსაც პრეზიდენტობის კანდიდატებს საარჩევნო აგიტაცია აკრძალული აქვთ, ხოლო 31 მარტს ქვეყანა ახალ პრეზიდენტს აირჩევს.
ბოლო სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი 23%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზე ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოა, რომელსაც 16.40% აქვს, ხოლო იულია ტიმოშენკოს მასზე თითქმის 1%-ით ნაკლები - 15.70% აქვს.
ბოლო რამდენიმე კვირის პოლიტიკური სურვილები რომ ახდეს, ასეთ საერთო სურათს მივიღებთ:
პოლიტიკოსები მასობრივად დაიწყებენ წმინდა სისხლის ქართველობის ტესტის ჩატარებას, ხოლო სასამართლო დაადგენს, ვინ არის მეფე და ვინ - სიხარულიძე მას შემდეგ, რაც ამოთხრიან ბაგრატიონებს და მათაც გატესტავენ. ყველაფერი მძიმე შედეგით დასრულდება; ამიტომ, უჯიშოთაგან დასაზღვევად მარტო სუფთა ჯიშის ნაღდი ქართველები და მათი შვილიშვილები მიიღებენ მემკვიდრეობას. ასე რომ, მიშაც დაბრუნდება;
მართლმადიდებლების გარდა, ყველა მღვდელი ჯარში წავა. შედეგად, გირჩი მამაოები, რაბინები, მოლები, პადრეები, პასტორები და გურუები, ცეცხლით და მახვილით, დაიცავენ სამშობლოს. საპატრიარქოს კლიროსი კი ბრძოლის ველზე თავგანწირვის შესახებ დამოძღვრავს თავიანთ კოლეგებს - ოღონდ ფრიად იშვიათად.
იშვიათად იმიტომ, რომ ჯარში წასვლისა და მამულის დაცვის მაგივრად, საპატრიარქოელი იერარქები სექსუალური აღზრდის გაკვეთილებს დაესწრებიან და თუ პედაგოგმა გააცდინა, თვითონ გადაიბარებენ პასუხისმგებლობას იმის ახნსისა, რატომ ხდება, რაც ხდება (მუწუკები, თმები იღლიაში, სპერმატოზოიდთა მიმორბენები).
ამ რეფორმის შემდეგ მოზარდები მხოლოდ დილის 10 დან 18 საათამდე ივლიან ღამის კლუბში მარტონი, ხოლო როცა რეალურად დაღამდება და მთვარე ამოვა, მათი მშობლებიც, რასაკვირველია, მამაოებთან ერთად, შეიქროლებენ ბასიანის მინდორ - ველებზე თავიანთი შუბებით, ზუჩებითა და მუზარადებით;
ამასობაში, რელიგიის სააგენტო სამინისტროდ გადაკეთდება და მღვდლების გარეშე დარჩენილ მრევლს, მათ შორის, გირჩებს, ხელში დიდი სამინისტრო კელაპტრით, მინისტრი ზაზა წაუძღვება მარადიული ნეტარებისკენ მიმავალ გზაზე;
ყოველივე ამასთან ერთად, ანტიდისკრიმინაციულ კანონში შევა ცვლილება, რომ ყაჩაღებისა და ქურდების წინაშე ყველა თანასწორია, ხოლო მთავრობის ბინების გატეხვის გამო თუ უნებლიედ ვინმე გადაიხარხარებს, თანასწორობის კანონს დაარღვს და მას ქურდები უმალ მიაკითხავენ - გასათანაბრებლად;
ყველაფერი იმით დასრულდება, რომ საქართველოში დარჩებიან მხოლოდ ეს ქურდები და მღვდლები, რომლებიც ერთმანეთთან ეროვნულობის ტესტით იკაჩავებენ და კარგი სექსუალური აღზრდით დაკავდებიან კვიციანის სახელობის შეყვარებულთა აღრიცხვის საზოგადოებაში.
თვითონ კვიციანი კი, თავზე მის მიერვე ოდესღაც აკრძალული შინდისფერი ჰიჯაბით, შორს, ჰორიზონტს მიღმა, სხვა დედის საშო გამოვლილ ნაყოფებთან ერთად, ისევ იმ ბრძენი კაცის ხესთან მიცურდება და ასომთავრულად იტყვის: აი, ია
ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ის ინფორმაცია საქართველოს შესახებ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 29 მარტის ანგარიშში ეწერა, მცდარია.
მდინარაძის თქმით, არასწორი ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიაწოდეს, რითიც საქართველოს "სტრატეგიული პარტნიორები უხერხულ მდგომარეობაში აღმოაჩინეს".
"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის წყარო შეიძლება იყოს მხოლოდ 2 მიმართულებიდან. ერთი ეს შეიძლება იყოს ხელისუფლება, მეორე ეს შეიძლება იყოს არასამთავრობო ორგანიზაცია. ხელისუფლება არ შეიძლება იყოს ამ არასწორი ინფორმაციის წყარო და ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოაჩინეს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორები ასეთი უზუსტობებით იმ ადამიანებმა, იმ ორგანიზაციებმა, რომლებმაც ასეთი არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს,"- თქვა მდინარაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს წარუდგინა 2019 წლის საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის ანგარიში, რომელიც ასახავს აშშ-სათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას ნარკოტიკებთან ბრძოლის კუთხით. ანგარიშის პირველი თავი ნარკოტიკების კონტროლის კუთხით განხორციელებულ აქტივობებს მოიცავს, ხოლო მეორე თავი ფულის გათეთრებას და ფინანსურ დანაშაულებს შეეხება.
ანგარიშში საუბარია საქართველოზეც:
"საქართველოში არალეგალური შემოსავლების დიდი ნაწილი საბანკო თაღლითობას, კიბერდანაშაულს და თანხების მითვისებას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ პარალელური ფინანსური გამოძიებები ნარკოდანაშაულის შემთხვევებში, ცოტა მყარი მტკიცებულებაა იმისა, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობიდან მიღებული არალეგალური შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ოფიციალური ფინანსური სისტემის გავლით თეთრდება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო მდებარეობს ტრეფიკინგისათვის მნიშვნელოვან და კარგად ჩამოყალიბებულ დერეფანში, მაღალი ალბათობაა იმისა, რომ ნაღდი ფულის კონტრაბანდა და გათეთრება ხდება. რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიები საქართველოს ხელისუფლების კონტროლის გარეთაა და მონიტორინგის საგანი არაა."
ანგარიშში გაცემულია რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვისაც:
"საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა მეტი აქცენტი უნდა გააკეთონ ორგანიზებულ დანაშაულსა და ფულის გათეთრებას შორის კავშირების გამოძიებაზე. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა ჩამოაყალიბონ სპეციალური მიდგომა რათა უზრუნველყონ შესაბამის ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლის და თანამშრომლობის გაზრდა, დაზვერვისა და რესურსების გაერთიანება ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლისათვის. საქართველომ ასევე უნდა გადადგას ნაბიჯები სათამაშო ინდუსტრიის ზედამხედველობისათვის."
1. ვინსენტ ვან გოგი, შესაძლოა, არასდროს ყოფილიყო მხატვარი
წარმოგიდგენიათ სამყარო ვან გოგის "მზესუმზირებისა"და "ვარსკვლავებიანი ღამის"გარეშე? ასეთი სამყარო არც ისე შორს იყო. თავდაპირველად ვან გოგოს მღვდლობა სურდა და ის მოძღვრად მუშაობდა ბორინაჟში, ბელგიაში. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის სამსახურიდან გაათავისუფლეს, ვან გოგმა გადაწყვიტა, რომ მისი მომავალი მხატვრობაში იყო. ვან გოგოს ხატვა 27 წლამდე არ დაუწყია და არასდროს მიუღია ამ კუთხით ფორმალური განათლება.
2. აღმოსავლური შთაგონება
ვან გოგს მრავალი სხვადასხვა შთაგონების წყარო ჰყავდა, მათ შორის მხატვრობის ჰოლანდიური ჟანრი და მილეს რეალისტური ნახატები, მაგრამ ის იაპონური Woodblock-ის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. რამდენიმე შემთხვევაში მან ჰიროშიგესა და კესაი ეისენის ნახატების ასლებიც კი შექმნა თავის სტილში.
3. ახალი ნამუშევარი ყოველ 36 საათში ერთხელ
მიუხედავად იმისა, რომ ვან გოგი ჯამში მხოლოდ 10 წლის განმავლობაში - 27-დან 37 წლამდე ხატავდა, მან ძალიან ბევრი ნამუშევარი დააგროვა. მან 900-ზე მეტი ნახატი შექმნა და კიდევ უფრო მეტი ჩანახატი და სკეტჩი, რაც ყოველ 36 საათში ახალ ნამუშევარს ნიშნავს.
4. წერილების მწერალი
ვან გოგს თითქმის იმდენივე წერილი აქვს დაწერილი, რამდენი ნახატიც შექმნილი. ამ წერილებში ხშირად ის თავისი მომდევნო ნახატის მონახაზებს ხატავდა.
5. მეგობრები
ვან გოგს რამდენიმე სხვა მხატვართან ახლო ურთიერთობა აკავშირებდა, მათ შორის იყო პოლ გოგენიც. ვან გოგი, გოგენი და ემილე ბერნარი მხატვრების შემჭიდროებული საზოგადოების ჩამოყალიბებას გეგმავდნენ სამხრეთ საფრანგეთში, სადაც ისინი ერთად ცხოვრებასა და ხატვას გეგმავდნენ. ვან გოგის ინიციატივით, მათ ერთმანეთში ავტოპორტრეტები გაცვალეს.
6. ის საკუთარი თავის მოდელად თავად მუშაობდა
იმ დროისთვის უცნობ და დაუფასებელ მხატვარს, საკმარისი ფული არ ჰქონდა, რომ მოდელებისთვის გადაეხადა, ამიტომაც, ის საკუთარ თავს ხატავდა. ფულის დაზოგვის მის ხერხებში ასევე შედის საკუთარსავე ნახატზე გადახატვის პრაქტიკაც, რადგან ტილოზე ფული დაეზოგა. წარმოგიდგენიათ, კიდევ რამდენი შედევრია იმალება ცნობილი ნახატების უკან?
7. ჩავარდნა?
როდესაც ვან გოგმა თავისი ყველაზე ცნობილი ნახატი "ვარსკვლავებიანი ღამე"შექმნა, ის არცკი ფიქრობდა, რომ ეს ნახატი კარგი იყო. საერთოდაც, ვან გოგი საკუთარ თავსაც და თავისი ნახატების უმეტესობასაც ჩავარდნად თვლიდა.
8. მან ყური სავარაუდოდ გოგენთან კამათის დროს მოიჭრა.
ის, რომ 1888 წელს ვან გოგმა ყური მოიჭრა, ყველასთვის ცნობილი ფაქტია. თუმცა, შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, რატომ გააკეთა ეს.
მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ბუნდოვანია ის გარემოებები, რომლის დროსაც ვან გოგმა ყური მოიჭრა, თუმცა არაერთ ექსპერტს ეს სჯერა, რომ ეს არლის ყვითელ სახლში პოლ გოგენთან ცხარე კამათის შედეგად მოხდა. ზოგიერთ ისტორიკოსს ასევე სჯერა, რომ ვან გოგს ყური გოგენმა მოაჭრა და შემდეგ მათ ვან გოგისთვის დაბრალებაზე გადაწყვიტეს, რადგან ასე გოგენი პოლიციისგან თავის დახსნას შეძლებდა.
საბოლოოდ, ვან გოგმა თავისი მოჭრილი ყური კოხტად გაახვია და უახლოეს ბორდელში ერთერთ სექსმუშაკს აჩუქა.
9. მან ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა
ვან გოგი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით ბევრი წლის განმავლობაში იტანჯებოდა. 1889 წლის აპრილში ის თავად მივიდა ერთერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სადაც 1 წელი გაატარა. სწორედ ამ პერიოდში შექმნა თავისი ყველაზე ცნობილი ნახატები, მათ შორის "ვარსკვლავებიანი ღამე".
თავშესაფრის დატოვების შემდეგ ვან გოგი პარიზთან ახლოს მდებარე სოფელში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან ახლოს ყოფილიყო თავის ძმა თეოსთან. თუმცა, მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა გაუარესებას განაგრძობდა. 1890 წლის 29 ივლისს მან მკერდში იარაღი ისროლა. ის 2 დღის შემდეგ გარდაიცვალა. მისი ძმის თქმით, ვან გოგის ბოლო სიტყვები იყო "სევდა სამუდამოდ გაგრძელდება".
ასევე მოუსმინეთ ძალიან კარგ სიმღერას ვინსენტ ვან გოგზე:
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა გახდა მამაკაცის დაღუპვის მიზეზი.
შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.