იაპონელმა არტისტმა, რომელსაც სხვადასხვა სოციალურ ქსელში ფსევდონიმით Ariduka55 შეხვდებით, ილუსტრაციები შექმნა, რომლებიც წარმოსახვით სამყაროს გამოსახავენ. ამ სამყაროში ადამიანების გვერდით გიგნატური ცხოველები ცხოვრებენ. ილუსტრაციები რეალური ყოფითაა შთაგონებული, იმ განსხვავებით, რომ აქ ძაღლები, კატები, კურდღლები და სხვა ცხოველები რამდენიმე სართულიანი შენობების ტოლი არიან.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა მოინახულა და სამშენებლო სამუშაოების დასრულებაში დახმარება აღუთქვა.
"ჩვენს ეკლესიას ისტორია აქვს და ეს ეკლესია ულამაზესია. ამაში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ. შიგნითაც, რაც დაგაკლდებათ, ერთი მილიონი ვთქვი, მაგრამ არ შევჩერდები, ამაში მონაწილეობას სიამაყითაც მივიღებ" - ამბობს ივანიშვილი გავრცელებულ ვიდეოში.
19 მაისს ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.
"მე მახსენდება ჩვენი შეხვედრა პრემიერმინისტრთან. მე მას ვთხოვე, რომ საშუალო სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა. პრემიერმინისტრი შემპირდა, რომ ეს იქნებოდა", - თქვა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ქართული გალობის ანთოლოგიის პრეზენტაციაზე, რომელიც 29 მარტს საპატრიარქოში გაიმართა.
"ქართული სიმღერა და გალობა ეს არის დიდი ნაწილი ქართული კულტურისა. ღმერთმა დაგლოცოთ და მე მჯერა, რომ ეს ნაბიჯი არ იქნება ერთი ნაბიჯი და მას მომავალი ნაბიჯებიც მიჰყვება ამას", - აღნიშნა ილია II-მ.
პრეზენტაციას საქართველოს პრემიერმინისტრიც ესწრებოდა. სიტყვის გამოსვლილსას მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ფოლკლორის ცენტრი საქართველოს მასშტაბით 800-მდე ბავშვს აძლევს შესაძლებლობას, შეისწავლოს ქართული გალობა. წელს ამ რიცხვს შვიდი ახალი სკოლა დაემატება.
"ქართული გალობა და ზოგადად, პოლიფონია ეს არის ჩვენი უნიკალური შენატანი ქრისტიანულ ცივილიზაციაში და ზოგადად, მსოფლიო ცივილიზაციაში", - თქვა მამუკა ბახტაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
საპატრიარქოს ინფორმაციით, ანთოლოგია "ქართული გალობა" მიზნად ისახავს XIX-XX საუკუნეებში ნოტირებული ქართული ტრადიციული საგალობლების ნიმუშების სრულ აკადემიურ პუბლიკაციას.
Rolling Stones-მა ამერიკისა და კანადის ტურნეს თარიღები გადადო, რადგან მათ ვოკალისტს მიკ ჯაგერს მკურნალობა სჭირდება.
"მიკს უთხრეს ექიმებმა, რომ ახლა ის ვერ წავა ტურნეში, რადგან მკურნალობა სჭირდება. ექიმებმა ასევე ურჩიეს მიკ ჯაგერს, რომ სრულად გამოჯანმრთელდეს, რათა რაც შეიძლება მალე შეძლოს სცენაზე დაბრუნება", - დაწერა ტვიტერზე Rolling Stones-მა.
ტურნეს ფარგლებში მთლიანობაში 17 კონცერტი გადაიდო.
I’m so sorry to all our fans in America & Canada with tickets. I really hate letting you down like this. I’m devastated for having to postpone the tour but I will be working very hard to be back on stage as soon as I can. Once again, huge apologies to everyone.
"მე ყველა ჩვენს ფანს კანადასა და ამერიკაში ბოდიშს ვუხდი. მძულს, რომ ასე დაგაღალატეთ. მე განადგურებული ვარ კონცერტების გადადების გამო, მაგრამ ვიმუშავებ ძალიან ბევრს, რათა სცენაზე რაც შეიძლება მალე დავბრუნდე. კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი ბოდიში ყველას", - დაწერა მიკ ჯაგერმა ტვიტერზე.
საქართველოს პარლამენტის წევრი ევროპული საქართვეელოდან, რამაზ ნიკოლაიშვილი, შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) იურიდიულ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ნიკოლაიშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფება თურქეთში, ქალაქ სტამბულში, სადაც აკვირდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.
ვიზიტის ფარგლებში რამაზ ნიკოლაიშვილმა შეხვედრა გამართა ქალაქ სტამბულის მერობის კანდიდატთან ბინალი ილდირიმთან, რომელიც წარმოადგენს თურქეთის მმართველ პარტიას და რომელიც იყო თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი.
„დღეს როგორ არის, ირჩევ პარლამენტს ოთხი წლის ვადით და გეუბნებიან, ოთხი წელი ხელი არ შეუშალოთო. რატო არ უნდა შეუშალო, ვინ არიან? ოთხი წელი სად აქვს ქვეყანას, ოთხი წელი არის მთელი ეპოქა. კიდევ ოთხ-ხუთ წელიწადში მანქანების ნახევარი გერმანიაში ივლის მძღოლის გარეშე. კიდევ ხუთ-ექვს წელიწადში, იქნება ძალიან ბევრი მფრინავი მანქანა, იმიტომ, რომ საცობის პრობლემას სხვანაირად ვერ გადაწყვეტენ. კიდევ ოთხ-ხუთ წელიწადში ადამიანები მასობრივად გაფრინდებიან კოსმოსურ ტურიზმში. ბარსელონის ნაცვლად წავლენ კოსმოსში. რეალურად ყველაფერი აქეთ მიდის და თქვენ რა გინდათ გვითხრათ, რომ ახლა სიტყვაზე, ბესელია რომ ავირჩიოთ კიდევ ხუთი წელი, ბესელიას უნდა ვუყუროთ, სანამ მსოფლიო კოსმოსში მიფრინავს? ზურაბიშვილი შვიდი წელი რომ ჰყავთ არჩეული, შვიდი წელი უნდა ვინახოთ, რომ ეს ჩაჩაჩული ქალი არის საქართველოს წარმომადგენელი? მე კი არავისზე არ უნდა ვლაპარკობდეჩაჩაჩულიაო. საუბარი არის იმაზე, რომ რა არის პირდაპირ დემოკრატიაზე; არ მოგვწონს პარლამენტარები – გამოვიწვიოთ. ჩამოვართვათ უმეტესი უფლებები, რითი არიან ისინი ჩვენზე ჭკვიანები? ვიღაც დეპუტატი თალაკვაძე, მესმის რომ კარგი პოეტია, მაგრამ რითი არიან ისინი უკეთესები?
ჩვენ დროს – 2004-5 წელს რუსეთთან რომ დაიძაბა სიტუაცია, მოვიდნენ და მახარეს კონტრდაზვერვიდან, რომ ჩვენი ბიჭი მივუგზავნეთ რუსეთის ჯაშუშ ქალს, საელჩოს საფარქვეშ მოქმედი, მოაგვარა იმ ქალთან ურთიერთობა, ყველაფერი და ვიდეო გადაუღო გახარებულმა, ახლა მივაშანტაჟებთ და ჯაშუშს დავავერბოვკებთო. მე ვუთხარი, ეს ვიდეო წაშალეთ და არ გავიგო როდესმე, რომ მტრის წინააღმდეგაც კი იყენებდეთ პირად ვიდეოს-მეთქი. ეს იყო ჩემი პასუხი მტერზე გადაღებულ ვიდეოზე. ჩვენ დროს ეს ვიდეო არასოდეს არსად არ გამოსულა. ხომ იცით, როგორც კი ეს სადმე გამოვიდოდა, იმ ხალხს ძალიან ცუდად წაუვიდოდა საქმე. რომ იძახიან, სააკაშვილი იყენებდა შანტაჟისთვისო, უკაცრავად, თუ შანტაჟისთვის ვიყენებდი, რატომ ვერ დავაშანტაჟე?! მხოლოდ გვებრძოდნენ, მხოლოდ გამოდიოდნენ და დაგვამხეს, სად არის აბა შანტაჟი? ივანიშვილმა გამოიყენა, იღებს და ავრცელებს, რადგან ასეთია ოლიგარქის წესი. ასლან აბაშიძე იღებდა და ავრცელებდა
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) შეისწავლა 2016-2018 წლებში, ყოველწლიური საბიუჯეტო სუბსიდირების მიღმა, სახელმწიფოს მხრიდან საპატრიარქოსთვის ფინანსური და ქონებრივი რესურსის გადაცემის პრაქტიკა. აღმოჩნდა, რომ 2016-2017 წლებთან შედარებით, 2018 წელს, საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონების მასშტაბი იმატებს, რაც სავარაუდოდ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის, წინასაარჩევნო კონტექსტს უკავშირდება.
ორგანიზაციის თქმით, ამ წლების პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ მთავრობა, ლეგიტიმური საჯარო მიზნის გარეშე აგრძელებს საპატრიარქოსთვის ფინანსური და მატერიალური რესურსების გადაცემის პრაქტიკას. საპატრიარქოსთვის ამ უძრავი ქონების გადაცემა, როგორც წესი, არ უკავშირდება საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ისტორიული საეკლესიო ქონების დაბრუნების ვალდებულებას.
საქართველოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ 2016-2018 წლებში საპატრიარქოს საკუთრებაში აქტიურად გადაეცემა არამხოლოდ ის მიწის ნაკვეთები, რომელიც მის ისტორიულ საკუთრებას წარმოადგენდა, არამედ, სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული სხვა მიწის ნაკვეთებიც. საპატრიარქოს, უძრავი ქონება საკუთრებაში სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, ან სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემა. სახელმწიფო, როგორც წესი, არასოდეს უთითებს, რა მიზნით გადასცემს ქონებას და გადაცემამდე, არც საბაზრო ღირებულებას განსაზღვრავს. შესაბამისად, უცნობია რა ღირებულების უძრავი ქონება გადაეცემა საქართველოს საპატრიარქოს ყოველწლიურად.
მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ:
2016 წელს, საქართველოს საპატრიარქოს, უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა 19 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 236 705 კვ.მ, რომელზეც განთავსებული იყო 3 768.7 კვ.მ ფართობის შენობა ნაგებობები.
2017 წელს გადაეცა 21 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 87 984 კვ.მ, რომელზეც განთავსებული იყო 3 031.8 კვ.მ ფართობის შენობა ნაგებობები.
2018 წელს გადაეცა, 22 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 420 102 კვ.მ, მათ შორის 300 245 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო და 119 857 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო 2 750.35 კვ.მ ფართობის შენობა ნაგებობები.
მთლიანობაში, 2016-2018 წლებში საპატრიარქოს სახელმწიფომ 801 308 კვ. მ ფართობის უძრავი ქონება გადასცა.
წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით კი, მთლიანობაში 2014-2018 წლებში საპატრიარქოსთვის გადაცემული უძრავი ქონება 1 714 822.83 კვ.მ მიწის ფართობს აღწევს.
11 წლის საყვარელი ძაღლი, სახელად ჩარლი, რამდენიმე წლის წინ მწვავე გლაუკომის გამო ორივე თვალით დაბრმავდა. შედეგად, მხიარულმა და სიცოცხლით აღსავსე ცხოველმა, ყველაფერის ხალისი დაკარგა და ძალიან სევდიანი გახდა.
ჩარლის პატრონმა ჩელსი სტიპმადა მისმა ქმარმა იფიქრეს, რომ ძაღლის ცხოვრებას პატარა კომპანიონი გაამხიარულებდა და ისინი მართლებიც აღმოჩნდნენ. მას შემდეგ რაც სახლში პატარა ლეკვი, მავერიკი მიიყვანეს, ჩარლის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა.
ცხოველები მალევე დამეგობრდნენ. ლეკვის ენერგია და ენთუზიაზმი ჩარლისაცგადაედო.
"ეჭვგარეშეა, რომ მავერიკმაჩარლიზეკარგად იმოქმედა. სათამაშოებით ძალიან ბევრს ერთობიან, ადრე ჩარლი მათ არც ეკარებოდა",- ამბობს ჩელსი სტიპი.
მავერიკი სულ რამდენიმე თვისაა, თუმცა თითქოს გაცნობიერებული აქვს ჩარლის მდგომარეობა, ესმის მისი და ყველაფერში ეხმარება.
"სათამაშოებს ჩარლის წინ ყრის. როცა ის დგება მავერიკი ყურადღებით აკვირდება. როცა სასეიროდ გავდივართ მავერიკი ჩარლის ერთ ხაზზე სიარულში ეხმარება"- ყვება ჩელსი.
მავერიკი ჩარლის გვერდით წვება, მას ეთამაშება, მასზე ზრუნავს, თავს მარტოსულად არ აგრძნობინებს.
"ჩარლი ასაკშია. ჩვენ ვფიქრობდით, რომ დიდი ხანი აღარ გვეყოლებოდა, თუმცა ახლა ვხედავთ, რომ მან ცხოვრება თავიდან დაიწყო",- ამბობს ჩელსი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მყინვარწვერ შხარასთან ზვავის ჩამოწოლის შედეგად, პოლონეთის მოქალაქე, 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლები.
პოლიტიკური პარტია "ახალი საქართველოს"თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე, რომელიც უკრაინაში, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს საარჩევნო შტაბში იმყოფება, ტაბულას ესაუბრა. ვაშაძე დღის ბოლოს უკრაინის მოქმედი პრეზიდენტისთვის კარგ საარჩევნო მონაცემებს ელოდება.
"პოროშენკოს შტაბში ვარ და ვემზადებით კარგი მონაცემებისთვის საღამოს. უკრაინის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. უკრაინამ უნდა გააგრძელოს დასავლური კურსი და ევროპასთან ინტეგრაცია. 10 დღის წინ ვიყავი ბრიუსელში, სადაც ნომერ პირველი თემაა უკრაინის არჩევნები. ბევრი პრორუსული კანდიდატიაა, ღია თუ ფარული უკრაინაში. ბევრი რუსული ფულია. facebook-მა სპეციალური ჯგუფი შექმნა უკრაინაში Fake News-ების გასაკონტროლებლად", - უთხრა ვაშაძემ ტაბულას.
მისი თქმით, პოროშენკოს შტაბში ის ექსპერტის როლში იმყოფება.
"ჩემი სამუშაო ნაწილი შტაბში ეს არის საარჩევნო პროგრამა, ეს არის ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც უკრაინელ კოლეგებთან ერთად შევიმუშავეთ, ასევე ბრიუსელთან ურთიერთობა - აშშ-ისთან ურთიერთობა. ამ კუთხით რჩევებისა და კონსულტაციების მიცემა პრეზიდენტისთვის", - თქვა ვაშაძემ.
ვაშაძის თქმით, მას და მიხეილ სააკაშვილს პეტრო პოროშენკოზე სხვადასხვა შეფასება აქვთ.
"მე მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ გუნდში არ ვარ, მე მაქვს ჩემი პოლიტიკური პარტია საქართველოში და ჩვენ ვართ კოალიციაში. მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით მე არ ვარ უკრაინულ პოლიტიკაში, მე ვარ საქართველოს მოქალაქე ექსპერტი, რომელიც მონაწილეობას იღებს უკრაინულ რეფორმებში და ჩემთვის, როგორც ქართვლი პოლიტიკოსისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ განაგრძოს ევრპული ინტეგრაცია და დღეს, გვინდა თუ არა, პოროშენკო არის მთავარი წინააღმდეგობის ხაზი პუტინის პოლიტიკის ჩვენს რეგიონში.
ეს ნიშნავს რომ ჩემი და მიხეილ სააკაშვილის პოზიციები განსხვავდება უკრაინასთან მიმართებით, მაგრამ რადგანაც ვთანამშრომლობთ გაერთიანებული ოპოზიციის ფარგლებში, პოზიციები სრულად ემთხვევა ერთმანეთს საქართველოს შესახე. ვფიქრობ, რომ ივანიშვილი არის ის უბდეურება, რომელიც დღეს საქართველოს აქვს", - აცხადებს "ახალი საქართველოს"თავმჯდომარე.
31 მარტს უკრაინაში რიგით მეშვიდე საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. არჩევნებზე 39 კანდიდატი დარეგისტრირდა, რაც საპრეზიდენტო კანდიდატების რეკორდული რიცხვია. ევრომაიდანიდან ხუთი წლის შემდეგ, რუსეთის გამუდმებული შეტევისა და კანდიდატებზე საზოგადოების აზრთა სხვადასხვაობის ფონზე, არჩევნების შედეგები არაპროგნოზირებადია. გამოკითხვებში ცნობილი უკრაინელი კომიკოსი და პრეზიდენტობის კანდიდატი, ვოლოდიმირ ზელინსკი 20%-ზე მეტი მაჩვენებლით ლიდერობს.
რეიტინგ ჯგუფის კვლვის თანახმად, ამომრჩეველთა 83% არჩევნებში მონაწილეობას იღებს და რჩეული კანდიდატიც ჰყავთ. კვლევის შედეგებით, მხოლოდ 5 კანდიდატი მიიღებს 9%-ზე მეტ ხმას. გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი კი სამ კანდიდატს აქვს.
ვოლოდიმირ ზელინსკის, მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და ექსპრემიერ იულია ტიმოშენკოს.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების 50%-ზე მეტს, 21 აპრილს მეორე ტური გაიმართება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველების მიერ ნაპოვნია მიწის მასის ჩამოშლის შედეგად გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი.
ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები ნანგრევებში მოყოლილ კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებენ. ადგილზე მუშაობს 30 მეხანძრე-მაშველი.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ჭავჭავაძის გამზირის 5 ნომერში დღეს მიწის მაშა ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა.
პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე, სქესობრივი აღზრდის შესახებ facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ "დღეს ბავშვები დაუცველები არიან ამ კუთხით, რისი კარგი მაგალითი იყო ხატია ახალაიას ცნობილი ონლაინ გაკვეთილები, რომელმაც სამართლიანად გამოიწვია აღშფოთება საზოგადოებაში".
სოფო კილაძის თქმით, მისი საკანონმდებლო ინიციატივა მიმართულია "ენჯეოებისა და ექსპერტბის"ინიციატივათა წინააღმდეგ, რომ მათ ვერ შეძლონ "ასეთი ტიპის გაკვეთილების"მშობლების ფილტრის გარეშე გაკვეთილზე შეტანა.
"რამდენიმე მედია-საშუალებამ გაავრცელა სიცრუე, თითქოს სოფო კილაძის ინიციატივა - „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ აკანონებდეს სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებს სკოლაში. ჩანაწერი, რომ სქესობრივი აღზრდის განათლება შესაძლებელია მხოლოდ მშობლის თანხმობით, ემსახურება იმას, რომ თუ რომელიმე ენჯეომ ან ექსპერტმა გადაწყვიტა, რომ მაგალითად, არაფორმალური განათლების ფარგლებში (საბავშვო ბანაკები, ტრენინგები და ა.შ.) შემოიტანოს ასეთი ტიპის გაკვეთილები ბავშვებისათვის, მათ არ ჰქონდეთ ამის საშუალება მშობლის ფილტრის გარეშე. დღეს ბავშვები დაუცველები არიან ამ კუთხით, რისი კარგი მაგალითი იყო ხატია ახალაიას ცნობილი ონლაინ გაკვეთილები, რომელმაც სამართლიანად გამოიწვია აღშფოთება საზოგადოებაში. ჩვენ არ გვინდა ასეთი რამის განმეორება. მე მესმის, რომ ოპოზიციურად განწყობილი მედიის ინტერესში ხელისუფლების დისკრედიტაციაა, მაგრამ ასეთი უღირსი მეთოდების გამოყენება ვფიქრობ, მიუღებელია", - წერს კილაძე.
განათლებისა და შრომის ასოციაციის მკვლევარმა, ხატია ახალაიამ, მკველობისა და გაუპატიურების შესახებ მუქარის წერილები მას მერე მიიღო, რაც facebook-ზე სექსუალურ მომწიფებასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ ვიდეოგაკვეთილები განათავსა.
ეგზითპოლების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდენტი არჩევნების პირველი ტური ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოიგო. მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მეორე ადგილზე გავიდა. ხმათა 50%-ზე მეტი ვერც ერთმა კანდიდატმა მოაგროვა, შესაბამისად, 21 აპრილს, არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის პრეზიდენტობისთის ზელენსკი და პოროშენკო იბრძოლებენ.
ნაციონალური ეგზითპოლების მიხედვით ზელენსკი ხმათა 30.4% მიიღო, პოროშენკომ 17.8, ხოლო ექსპრემიერმა იულია ტიმოშენკომ 14.2%.
გამოკითხვების ლიდერი პარტიიდან „ხალხის მსახური“ ახალი სახეა უკრაინულ პოლიტიკაში. ის არის ცნობილი უკრაინელი კომიკოსი და მსახიობი, რომელსაც პოლიტიკაში გამოცდილება არ აქვს. ზელენსკი მონაწილეობას იღებდა პოპულარულ კომედიურ სერიალში “ხალხის მსახური“. სერიალში ის თამაშობს სკოლის ისტორიის მასწავლებლის როლს, რომელიც მომავალში მოულოდნელად უკრაინის პრეზიდენტი ხდება. მან თავის ახალ პარტიას სერიალის სახელწოდება დაარქვა. ზელენსკის მხარდამჭერთა ნაწილი კანდიდატს მის პერსონაჟთან აიგივებს.
კანდიდატს საეჭვო კავშირი აქვს ოლიგარქ იგორ კოლომოისკისთან. ოლიგარქი ფლობს უკრაინის ერთერთ წამყვან ტელევიზიას ‘1+1’, რომელიც მხარს უჭერს ზელენსკის კამპანიას. ზელენსკის თქმით, ამაში უცნაური არაფერია, რადგან უკრაინაში ყველა დიდ ბიზნესს ოლიგარქები ფლობენ. კოლომოისკის თაღლითობის ბრალდებით სამართლებრივი დავა ჰქონდა პოროშენკოს მთვარობასთან. მისი PrivaBank - ქვეყნის ყველაზე დიდი ბანკი 2016 წელს სახელმწიფო დაქვემდებარებაში გადავიდა. ზელენსკის გამარჯვების შემთხვევაში ეჭვობენ, რომ გადაწყვეტილებების მიმღები სწორედ კოლომოისკი იქნება.
მსახიობის კომედიური შოუ რუსეთშიც პოპულარულია, ჟურნალისტური გამოძიების ინფორმაციით, მისი კომედიური შოუ Kvartal 95 ფულს რუსული კომპანიისგან იღებს. კანდიდატის თქმით, მან რუსეთთან კავშირი რამდენიმე წლის წინ გაწყვიტა .
"განსხვავებით სხვა დიდი პოლიტიკოსებისგან, მე არ მინდა ყალბი დაპირებების გაცემა... მინდა დაგპირდეთ, რომ სწორი გზით წავალ," - თქვა ზელენსკიმ. ის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მუშაობისთვის მზად არის, ასევე მისი დაპირებით სასამართლო პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებელი გახდება. მისი საგარეო პოლიტიკა ჯერ-ჯერობით უცნობია. მან Facebook გამოკითხვით მომხმარებლებს ჰკითხა დაესახელებინა ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რასაც მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში გადაწყვეტდა. მისი თქმით, ის "ეშმაკთან მოლაპარაკებისთვისაც" არის მზად, რადგან დონბასში სამხედრო გამარჯვება შეუძლებელია .
თებერვლის დასაწყისში ზელენსკიმ წამოიწყო კამპანია #მეკლოუნი (#ЯKлоун). კამპანია ერთი მხრივ, მის პროფესიას მიემართებოდა, მეორე მხრივ კი იმ გზავნილს ატარებდა, რომ უკრაინელები ჯამბაზების როლში აღმოჩნდნენ, როდესაც პოლიტიკურ ელიტას მათი გაძარცვის უფლება მისცეს. კამპანიის ფარგლებში ასობით უკრაინელმა ვიდეო დაპოსტა, სადაც, ჯამბაზივით, წითელი ცხვირები ეკეთათ.
ზელენსკის უმეტესად ახალგაზრდები უჭერენ მხარს აღმოსავლეთ, სამხრეთ და ცენტრალური რეგიონებიდან. ისინი არჩევნებში მონაწილოებას აქტიურად არ იღებენ, თუმცა მობეზრდათ მაედანის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა დებატები და სიახლეს სერიალის გმირში ხედავენ.
1 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, სამხედრო დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, აფრიკის დასახლების, ლილოს დასახლების, ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის, გახოკიძის, მაისურაძის, ქინძმარაულის, გიორგი მაჩაბელის, გიორგი გურჯიევის, ირინა შტენბერგის, ქიზიყის, ჯამბულ წურწუმიას, ჭიჭინაძის, გიორგი გვაზავას, ილია ბახტაძის, მერაბ ქვილითაიას, ველის, ალადასტურის, კორნელი სანაძის, ირინე ალექსიძის, ემა ლალაევა-ედიბერიძის, ენუქიძის, გუმათჰესის, გიორგი ოდიშელიძის, გიორგი გურგენიძის, იდუმალის, ცისკარიშვილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ორხევის, ენგურჰესის, მოსტკოვის, ჯავახეთის, თურაშაულის, ნიკოლოზ აფხაზის, ლევან რაზიკაშვილის, მებაღეობის, ფაღავას, ქებურიას და ზაალიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, კრწანისის, გულუას, გულიას, დიდი ხეივნის, ნიშნიანიძის, მეფე სოლომონ II, ორთაჭალის, ნადიკვრის, წინანაურის, გრიშაშვილის, კალანდაძის, მანანა მელქაძის, რუსუდან მეფისაშვილის და ბერძნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ლეხ კაჩინსკის, დოლაბაურის, ბოჭორმის, უჯარმის, პატარძეულის, ეკატერინე ფორაქიშვილის, დესპინე გელოვანის, კაჭარავას, ოსიპ მანდელშტამის და ლაღიძის ქუჩებისმაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, შეშელიძის, ვასაძის, ხიზანიშვილის, ხიზაბავრის, ხიზამბარელის და ილია ვეკუას ქუჩებს.
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მუხიანის III მიკრორაიონის, სოფელი გლდანის და გამარჯვების ქუჩის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უზნაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქსნის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, დიდგორის, პეტრე სარაჯიშვილის, გოძიაშვილის და არზაყან ემხვარის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, მარგიანის, შალვა ნუცუბიძის, ჟღენტის, კონსტანტინე კაპანელის, ინტენსიფიკაციის, ტოგო გუდავას, ჩერქეზიშვილის, ანდრონიკაშვილის, მგალობლიშვილის, ვარდენ წულუკიძის, კანდელაკის, ბუდაპეშტის, ტაშკენტის, ზემო ვეძისის, მერი დავითაშვილის, ისაკაძის, ლუქსემბურგის, ცხინვალის, ვოლოდარსკის, ყუშიტაშვილის, ლვოვის, ვაზისუბნის, ოდესის და ონიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” - აცხადებს თელასი.
სოლიდარობის ქსელის ინიციატივით, ხვალ, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან, 19:00-ზე აქცია გაიმართება, სახელწოდებით - დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ!
აქცია მას მერე დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ დღეს, ჭავჭავაძის გამზირის 5 ნომერში, მიწიას მასა ჩამოიშალა, რომლის ქვეშაც ორი მუშა მოყვა. მათგან ერთის ცხედარი მაშველებმა იპოვნეს, მეორეს კი ამ დრომდე ეძებენ. აქციის ორგანიზატორები განცხადებას აქვეყნებენ:
"კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან მთავრობის ეკონომიკური ექსპერიმენტების გამო? კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის გამო? კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან განვითარების ასეთი მოდელის გამო? კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან ბიზნესის გამო? კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან უმოქმედო შრომის კოდექსის გამო? კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან თავისუფალი ბაზრის გამო?
დღეს, 31 მარტია, კვირა დღე და თბილისში ბიზნესის ინტერესებს კიდევ ადამიანების სიცოცხლე ეწირება. რისთვის შრომობენ ადამიანები? რომ ერთ დღეს სამსახურში მიწამ ჩაიტანოთ და სიცოცხლე ასე დაასრულონ?
ეს არ არის ინდიფერენტულობა, ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს არის ადამიანების წამება! ეს უნდა დასრულდეს! უკვე ინდივიდუალურად და კოლექტიურადაც უნდა გვაწუხებდეს ასეთი ამბების მხოლოდ პოსტად გაზიარება და მივიწყება!
ჩვენ სახელმწიფო არ გვიცავს, ამიტომ პირდაპირი ბრძოლის და გაერთიანების გარდა არაფერი დაგვრჩა!
გამოდით ყველა, ვისაც შეშფოთების აღარ გჯერათ. გამოდით იმისთვის რომ ადამიანების წამება და სიკვდილი დასრულდეს!
სახელმწიფომ ადამიანების ჯანმრთელობაზე მხოლოდ იმის გამო არ უნდა იზრუნოს, რომ ევროკავშირმა დაავალა. სახელმწიფოს პრიორიტეტი ადამიანი უნდა იყოს! ვითხოვთ შრომის ინსპექციას შრომითი უფლებების შემოწმების მანდატი დღესვე მიენიჭოს!", - ნათქვამია აქციის ანონსში.
მაშველებმა ჭავჭავაძის გამზირზე მიწის მასის ჩამოშლის შედეგად დაღუპული მეორე მუშის ცხედარიც იპოვეს. ის 40 წლის იყო.
“სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების” მიმდინარეობისას, ჭავჭავაძის გამზირის 5 ნომერში მიწის მასა 31 მარტს, დღის მეორე ნახევარში ჩამოიშალა და ქვეშ მუშები მოიყოლა. 26 წლის მამაკაცის ცხედარი მალევე იპოვეს, მეორე ადამიანს კი, ამ დრომდე ეძებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით, სოლიდარობის ქსელის ინიციატივა ათ, 1 აპრილს მთავრობის კანცელარიასთან აქცია - “დროა, ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ” გაიმართება. მოქალაქეები შრომის უსაფრთხოებას მოითხოვენ.
შრომის უსაფრთხოების მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან დაწყებულმა აქციამ "დროა, ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ"ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლა. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან მსვლელობა მოაწყვეს და გზა გადაკეტეს.
ისინი ჭაჭავაძის N5-თან იმყოფებიან, სადაც მიწის ჩამოშლის შედეგად ორი მუშა დაიღუპა. აქციის მონაწილეები ადგილზე მთავრობის წარმომადგენლების მისვლას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დაშლას არ აპირებენ.
სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების” მიმდინარეობისას, ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მიწის მასა 31 მარტს, დღის მეორე ნახევარში ჩამოიშალა და ქვეშ მუშები მოიყოლა. 26 წლის მამაკაცის ცხედარი მალევე იპოვეს, 40 წლის კაცს კი, 8 საათის განმავლობაში ეძებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.