Quantcast
Channel: ტაბულა
Viewing all 14147 articles
Browse latest View live

სკოლებში ვაშლების დარიგება დაიწყო - განათლების სამინისტრო ფოტოებს ავრცელებს

$
0
0

სკოლებში ვაშლების დარიგება დაიწყო. განათლების სამინისტრო ვაშლების დარიგების ამსახველ ფოტოებს ავრცელებსწარწერით - "სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესი მკვიდრდება."

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პირველად ვაშლები თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, დაახლოებით 2000 ბავშვს დაურიგეს. სამინისტროს ინფორმაციითვე, ვაშლების დარიგება სხვა სკოლებშიც გაგრძელდება.

ქართული
ვაშლების დარიგებაგანათლების სამინისტროალექსანდრე ჯეჯელავავაშლების დარიგებაNews ItemპოლიტიკასაზოგადოებაDon't displayNo After article text

1 იანვრიდან, ე.წ ოქროსფერი 50-თეთრიანით ვეღარ გადაიხდით

$
0
0

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2017 წლის 4 ოქტომბრის N5 დადგენილებით, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან, ძველ, ე.წ ოქროსფერ 50-თეთრიანს გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსი აღარ ექნება. 1995 წლის ემისიის 50 თეთრის ნომინალის მონეტაზე დატანილია - გრიფონის რელიეფური გამოსახულება, მის ქვეშ ციფრი "50"და წარწერა – "თეთრი", უკანა მხარეს - ბორჯღალი, ციფრები და წარწერები - "საქართველოს რესპუბლიკა", "REPUBLIC OF GEORGIA".

50r.png

ფოტო: ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ცნობით, 2018 წლის 1 იანვრიდან, სავაჭრო და ნაღდი ფულით მომსახურების ობიექტებს აღარ ექნებათ ანგარიშსწორების მიზნით მათი მიღების ვალდებულება. თუმცა, ერთი წლის განმავლობაში, ძველი 50-თეთრიანის ნომინალური ღირებულებით გამოცვლა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ კომერციულ ბანკსა და საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან - მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2006 წლიდან მიმოქცევაში გაუშვა 50 თეთრის ნომინალის ახალი მონეტა.

"2006 წლის გამოშვების ვერცხლისფერი მონეტა შედგება სპილენძ-ნიკელისაგან და მისი დიამეტრი 24 მმ-ი, ხოლო წონა 6,5 გ-ია ავერსზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, წარწერა „საქართველო“ და გამოშვების წელი "2006", ხოლო რევერსზე - ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი "50"და წარწერა "თეთრი".

გაყალბებისგან დაცვის თვალსაზრით მონეტის ორივე მხარეს მიკროელემენტის სახით დატანილია ძველი კოლხური თეთრის ანალოგი – ლომის თავის გამოსახულება, ხოლო მონეტის წიბო დაღარულია და ჩატვიფვრულია ქართულ-ინგლისური წარწერა "საქართველო Georgia"და ხუთქიმიანი ვარსკვლავი" - აცხადებს ეროვნული ბანკი.

ქართული
ეროვნული ბანკიფული50-თეთრიანიეროვნული ბანკიNews ItemეკონომიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

შავშიშვილი: თეთრუაშვილი გატაცებულია მისტიციზმით, საუბრობს, რომ არსებობენ ჭინკები

$
0
0

შორენა თეთრუაშვილი გატაცებულია მისტიციზმით, საოცარი მისტიციზმით, რომელსაც სამწუხაროდ, არანაირი კავშირი ქრისტიანობასთან არ აქვს. და ეს ადამიანი მესვეურობს საქართველოს საპატრიარქოს... ჯადობაზობა და ესეთი თემები, რომელსაც არც მალავს, არასდროს, ყოველთვის ღიად ამბობს, ყოველთვის საუბრობს, რომ არსებობენ ჭინკები... სასაცილოა ჰო? სოსო ოხანაშვილი ყვებოდა ჰო? რომ შეესწრო მის ასეთ ქმედებას, ეს არ იყო არც პირველი, არც უკანასკნელი.

ქართული
საქართველოს საპატრიარქოშორენა თეთრუაშვილიტატო შავშიშვილისაქართველოს საპატრიარქოNews ItemVerbatimრელიგიასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

შავშიშვილი: სოსო ოხანაშვილმა შორენა თეთრუაშვილის ოთახში კურდღლის ფეხები იპოვა

$
0
0

ეს ინფორმაცია მართალია... [არ ვიცი, როგორ ახსნა, რათ უნდოდა კურდღლის ფეხები] ამას კონფლიქტი მოჰყვა სერიოზული, ამაზე ნამდვილად არ მინდა საუბარი.

ქართული
საქართველოს საპატრიარქოშორენა თეთრუაშვილიტარას შავშიშვილისაქართველოს საპატრიარქოNews ItemVerbatimრელიგიასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

შავშიშვილი: ხშირად, თეთრუაშვილის ქცევების გამო, უწმიდესს მისი დანახვა აღარ უნდოდა

$
0
0

არამხოლოდ შორენა თეთრიაშვილი, იქ კიდევ მთელი ამალა იყო, რომელიც ამ ამბავში მონაწილეობდა და რომლებმაც თითქოს აღმოაჩინეს ჯადოები. ამაზრზენი ფაქტებია.

ჯადოებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პატრიარქს არ ექნება პოზიტიური რეაქციები. მე ძალიან ბევრჯერ შევესწარი იმ ფაქტს, რომ შორენა თეთრუაშვილის ქცევების გამო, უწმიდესს მისი დანახვა აღარ უნდოდა და რამდენჯერ უთქვამს, რომ "არ დამანახოთ ეს ადამიანი აქ". კვირები გადიოდა, რომ არ ელაპარაკებოდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ახერხებდა ქალბატონი შორენა ურთიერთობების დალაგებას.

ქართული
საქართველოს საპატრიარქოილია მეორეშორენა თეთრუაშვილიტარას შავშიშვილისაქართველოს საპატრიარქოNews ItemVerbatimრელიგიასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

შავშიშვილი: თეთრუაშვილმა უთხრა ილია II-ს, დეკანოზის ციხიდან გამოშვება არ შეიძლებაო

$
0
0

მამა გიორგი რომ დააკავეს და უწმიდესი რომ ჩამობრძანდა, უწმიდესიც და სხვებიც საუბრობენ, რომ მამა გიორგი არ უნდა ყოფილიყო ციხეში, ის გამოეშვათ, გამოძიება გაგრძელებულიყო, მაგრამ მამა გიორგი ყოფილიყო მონასტერში ან სადმე. ამით გამოძიებას ხელი არ შეეშლებოდა. უწმიდესი ამის მომხრე იყო. მე ვარ მომსწრე იმისა, შორენა თეთრუაშვილმა როგორ უთხრა პატრიარქს - არა, თქვენო უწმიდესობავ, არ შეიძლება მისი გამოშვება იმიტომ, რომ მას მოკლავენ. მე შევეწინააღმდეგე – "შორენა, რატომ მოკლავენ? იმიტომ, რომ შენ გკლავდა ჰიპოთეტურად?", ამაზე პასუხი არ ჰქონდა.

ქართული
საქართველოს საპატრიარქოგიორგი მამალაძის საქმეე.წ ციანიდის საქმესაქართველოს საპატრიარქოNews ItemVerbatimრელიგიაFull widthNoBefore article text

სტუდია მონიტორი: ბაღების დირექტორები კალაძის მხარდამჭერთა სიებს აგროვებენ

$
0
0

სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, საჯარო ბაღების დირექტორები "ქართული ოცნების"თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის მხარდამჭერთა სიებს აგროვებენ. ინფორმაცია მონიტორთან რამდენიმე ბაღის დირექტორმაც დაადასტურა. თითოეულ მათგანს 100-დან 200-მდე ადამიანისგან შემდგარი სიის შედგენა და ბაღების სააგენტოში მიტანა დაევალა. სტუდია "მონიტორის"წყაროს ცნობით, დირექტორებმა კალაძის მხარდამჭერთა სია ახლობლების და მეგობრების მეშვეობით შეადგინეს და სააგენტოში წარადგინეს. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, დავალება ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ნიკოლოზ თოდრაძემგასცა. თავად თოდრაძე ინფორმაციას უარყოფს. 

როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს წარმომადგენელმა, გიგი ჩიხლაძემ სტუდია მონიტორს უთხრა, დარღვეულია არა მხოლოდ საარჩევნო კოდექსი, რომლითაც აკრძალულია სამსახურეობრივადდაქვემდებარებული პირის აგიტაციაში ჩართვა, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც იკვეთება, კონკრეტულად კი უფლებამოსულებისგადამეტება ან ბოროტად გამოყენება, ვინაიდან ზემდგომი პირები მათ დაქვემდებარებულებს კონკრეტული პარტიის სასარგებლო აგიტაციას სთხოვენ. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო პროექტების კოორდინატორის, ლელა ტალიურისთქმით, მომხდარით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. 

"ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ასევე, საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, ხომ არ შეიცავს ეს ყველაფერი იძულების ხასიათს პედაგოგებთან მიმართებაში", - ამბობს ტალიური. 

ქართული
ბაღებიბაღების დირექტორებიბაღების სააგენტოკალაძის მხარდამჭერთა სიებიარჩევნები 2017News ItemპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

სასამართლომ განზრახ მკვლელობასა და ქურდობაში ბრალდებულს 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

$
0
0

სასამართლომ განზრახ მკვლელობასა და ქურდობაში ბრალდებული პირს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის აპრილში მსჯავრდებულმა გ. რ-მ მოკვლის განზრახვით, დანით კისრის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა მოქალაქე ნ. ზ-ს, რის შემდეგაც ის ადგილზე გარდაიცვალა. 

"მიღებული ჭრილობის შედეგად ნ.ზ. ადგილზე გარდაიცვალა. გ.რ.-მ გვამი წყლით სავსე აბაზანაში ჩააგდო, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა გარდაცვლილის ბეჭედს და საბანკო პლასტიკურ ბარათს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა." - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა გ.რ. 2017 წლის 20 აპრილს დააკავეს. მას ბრალი განზრახ მკვლელობისა და ქურდობის მუხლით წარუდგინეს, სასამართლომ ის ორივე ნაწილში დამნაშავედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა. 

ქართული
განზრახ მკვლელობაპროკურატურათბილისის საქალაქო სასამართლოგანზრახ მკვლელობაNews ItemკრიმინალიFull widthNoBefore article text

ფოტოგრაფის პასუხი - რეალური ისტორია ინტერნეტში ვირუსულად გავრცელებული ფოტოს უკან

$
0
0

"ეს საშინელება იყო. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ დაიწყო" - ასე ეხმაურება ფოტოგრაფი ელისონ ბათიგიგი თავის მიერ გადაღებულ ფოტოს, რომელიც ინტერნეტში არასწორი ინტერპრეტაციით ვირუსულად გავცელდა. ფოტოზე ასახულია, როგორ ნადიობენ გეპარდები იმპალაზე. სოციალური მედიაში ინფორმაცია ისე გავრცელდა, თითქოს, იმპალამ გეპარდებისთვის თავის შეთავაზებით თავისი ნუკრები სიკვდილისგან იხსნა. 

თუკი ცრემლები მოგადგათ, როცა წაიკითხეთ ისტორია იმაზე, თუ როგორ შესთავაზა დედა იმპალამ საკუთარი თავი გეპარდებს, რათა გადაერჩინა თავისი ნუკრების სიცოცხლე და ამის შემდეგ, როგორ იტანჯებოდა ფოტოგრაფი დეპრესიით, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ თქვენ სხვადასხვა ყალბი Facebook გვერდების მსხვერპლი გახდით.

dnaindia.com დაუკავშირდა ფოტოგრაფ ელისონ ბატიგიგს და შეატყობინა, რომ მისი ფოტოს ირგვლივ გავრცელებული ყალბი ისტორია ინტერნეტში სულ უფრო და უფრო მეტად ვირუსული ხდებოდა. ფოტოგრაფმა გამოცემას 2013 წელს გადაღებული სრული ფოტო ისტორია გაუგზავნა.

"დეპრესია არ მქონია - ეს არის ტყუილი, რომელიც ადამიანებმა იმისთვის მოიგონეს, რომ უფრო მეტი ლაიქები დაეგროვებინათ მათ გვერდებზე. ადამიანები მუდმივად იპარავენ ფოტოებს ყურადღების მისაპყრობად, მაგრამ ეს ძალიან უხეში და მტკივნეული იყო,"- თქვა ფოტოგრაფმა.

როდესაც მას ჰკითხეს, იცოდა თუ არა, რომ ფოტო, რომლის წყალობითაც არაერთი ჯილდო მოიპოვა, ინტერნეტში ვირუსული გახდა, მან უპასუხა:

"დიახ, ვიცი. ათასობით ადამიანი მიგზავნის შეტყობინებებს ჩემს ყალბ "დეპრესიაზე"და იმაზე, თუ რატომ არ გადავარჩინე ირემი. ეს საშინელება იყო. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ დაიწყო ეს, მინდა, რომ ვიცოდე".

ბათიგიგმა მოგვიანებით პოსტიც გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, სადაც ფოტოს გადაღების სრული ისტორია მოყვა. 

"მე ვესწრებოდი გეპარდების ნადირობას 2013 წლის სექტემბერში კენიაში. ნარაშა, დედა გეპარდი, თავის ბოკვერებს ასწავლიდა, როგორ უნდა მოეკლათ მსხვერპლი. როგორღაც, ისინი ნელა ითვისებდნენ და მოკვლის ნაცვლად, უფრო მეტად ეთამაშებოდნენ დატყვევებულ მსხვერპლს. ნარაშა, გეპარდების დედა, ისაა, რომელიც ყველა ფოტოში ყელზე წვდება იმპალას. ბოკვერები ითვისებდნენ ისეთ უნარებს, როგორიცაა მსხვერპლის დადევნება და მასზე შესხლტომა, რასაც სწორად აკეთებდნენ, მაგრამ ისინი ვერ ხვდებოდნენ, როგორ დაეხრჩოთ იმპალა ეფექტიანად. 

რაც ამ ფოტოში არაჩვეულებრივია, ისაა, თუ როგორი მშვიდია იმპალა ასეთ ვითარებაშიც. ის, სავარაუდოდ, შოკშია და, ამასთან, პარალიზებულია შიშით. ემოციურია ის, თუ რა პოზაში დგას ის ზოგიერთ ფოტოში, განსაკუთრებით კი მე-6-ში, სადაც ბოლომდე ახერხებს, დარჩეს ლამაზი და ამაყი. დაუმორჩილებლობა მის თვალებში კონტრასტულია მის ქცევასთან, რადგან ის საერთოდ არ ცდილობს თავის დახსნას. ამან მომცა საშუალება, რომ გადამეღო ნადირობის უნიკალური ფოტოები, სადაც ისინი მთელი თავისი გრაციოზულობით ჩანან. მე მინდოდა, რომ ფოტოს მნახველს თანაგრძნობა გასჩენოდა იმპალას მიმართ და, ამასთან, ჩემთან ერთად ყოფილიყო ამ უჩვეულო მკვლელობის ემოციური ბუნება. 

საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც მეგონა, რომ მთელი მარადისობა გავიდა (არადა, სულ რაღაც რამდენიმე წუთი გრძელდებოდა), გეპარდების დედამ იმპალა თავის ბუნაგში წაიღო და კატებმა კარგი სადილით ისიამოვნეს". 

გთავაზობთ ფოტოგალერეას, სადაც ნადირობა სრულადაა ასახული:

ქართული
ფოტოგრაფიაიმპალაგეპარდებინადირობაველური ბუნებაველური ბუნებაNews ItemსაზოგადოებამსოფლიოFull widthNo After article text

კლინტონი: არჩევნები სხვა რესპუბლიკელთან რომ წამეგო, ასე არ ვიდარდებდი

$
0
0

[ტრამპის ნაცვლად სხვა რომ ყოფილიყო] სხვა რეაქცია მექნებოდა. ამაზე ბევრი მიფიქრია. მე რომ არჩევნები წამეგო სხვა რესპუბლიკელთან, ვინმესთან, ვისაც არ ვეთანხმები, მაგრამ ვფიქრობ, რომ აქვს პრეზიდენტობისთვის დამახასიათებელი ტემპერამენტი, ვინც საქმეს აიღებდა საკუთარ თავზე და ექნებოდა საოცარი პასუხისმგებლობის გრძნობა, ცხადია, ვიქნებოდი იმედგაცრუებული, მაგრამ იმდენად არ ვიდარდებდი ჩემს ქვეყანასა და მსოფლიოზე, როგორც ახლა

ქართული
ჰილარი კლინტონიდონალდ ტრამპიაშშაშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიაშშNews ItemVerbatimპოლიტიკაFull widthNoBefore article text

ელისაშვილი კალაძეს: დავსხდეთ დებატებზე, შემდეგ ფეხბურთში შეგეჯიბრები

$
0
0

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი ქართული ოცნების კანდიდატს, კახა კალაძეს დებატებში კიდევ ერთხელ იწვევს. ამჯერად ელისაშვილმა კალაძეს საფეხბურთო მოედნიდან მიმართა და უთხრა, რომ ნებისმიერ სატელევიზიო ეთერში დებატების შემდეგ ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთში შეეჯიბრება. 

”ჩემს ძირითად კონკურენტს, კახა კალაძეს, გუშინ შევთავაზე პირდაპირ ეთერში, ნებისმიერ ტელევიზიაში დაჯდომა, თუმცა გაურკვეველი მიზეზებით მივიღე უარი. კალაძე ნამდვილად არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი. გულწრფელად ვგულშემატკივრობდი კიევის ”დინამოშიც”, ”მილანშიც” და ღამეები მითენებიამისი თამაშების ყურებაში. ამაყი ვიყავი, როდესაც ვუყურებდი, რომ ასეთი ქართველი თამაშობდა. მე კიდევ, მთელი ცხოვრება, თბილისის პრობლემების კვლევით ვარ დაკავებული. ვიყავი ”ტფილისის ჰამქრის” თავმჯდომარე, ვიყავი თბილისის საკრებულოს წევრი. კახის რომ შემოეთავაზებინა ფეხბურთში შეჯიბრი, რა თქმა უნდა, უარს ვიტყოდი და ერთი წამითაც არ დავუშვებდი, რომ შესაძლოა სტადიონზე შევჯიბრებოდი. მაგრამ, მე ფეხბურთელობას არ ვაპირებ და კახი აპირებს თბილისის მერობას. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მასშტაბური კამპანია აქვს კახა კალაძეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემო კახი, ყველა ბილბორდი შენ გაქვს (მე ასეთი ფული არ მაქვს, არც ადმინისტრაციული რესურსი მაქვს, არც მილიარდერი მეგობარი მყავს), ამის მიუხედავად დემოკრატიას აქვს ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომ აუცილებელია, მერობის კანდიდატები დებატებში შეხვდნენ ერთმანეთს. ეს ძალიან იაფია. თანაბარი მოცემულობაა - ვინ უფრო მდიდარია, ვინ უფრო ღარიბია, არ აქვს მნიშვნელობა. ორივე უნდა იყოს დებატებში და უნდა დაამტკიცოს თავისი პოზიციის მართებულობა. ჰოდა, გიწვევ დებატებში, ნებისმიერ სატელევიზიო დებატებში დავჯდეთ, თბილისზე ვიდებატოთდა შემდეგ, პირობას გაძლევ, რომ აირჩიო სტადიონი და ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთში შეგეჯიბრები. ველოდები დებატების ადგილს და ველოდები სტადიონს”, - აცხადებს ელისაშვილი.

​ელისაშვილმა კალაძე დებატებში რამდენიმე დღის წინაც გამოიწვია, თუმცა კახა კალაძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში თქვა, რომ "გაუგებარია, რატომ უნდა დაჯდეს სადებატოდალეკო ელისაშვილთანდა არა კახა კუკავასთან ან გუგავასთან". 

ქართული
ალეკო ელისაშვილიკახა კალაძეფეხბურთიარჩევნები 2017News ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

6 ოქტომბერს, თბილისის სამ რაიონს ელექტრომომარაგება შეუწყდება

$
0
0

ხვალ, 6 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს, საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესებას და ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს. 

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), გოძიაშვილის და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირი (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გამრეკელის, ცინცაძის, მიცკევიჩის, შმიდტის, ცაგარელის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს.
საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესების მიზნით 11

დიდუბის რაიონი

12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და ბაქრაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შუამთის, თრიალეთის, საცხენისის და ედისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

ქართული
ელექტრომომარაგების შეზღუდვათბილისითელასიდენიელექტრომომარაგების შეზღუდვაNews ItemსაზოგადოებაFull widthNoBefore article text

კალაძე: ილუზია არავის აქვს, რომ მომდევნო ოთხ წელში ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ

$
0
0

ილუზია არავის აქვს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ და საერთოდ პრობლემა არ დარჩება. ეს ხომ შეუძლებელია, ეს არის 20-25 წლის განმავლობაში დაგროვებული პრობლემები. რაც შეგვეძლო, რითაც შეგვეძლო, დავამახინჯეთ ჩვენი დედაქალაქი და მე მგონი, შედეგს ყველა სახეზე ვხედავთ. მაგრამ, თუ დღეს არ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, მერწმუნეთ, რომ შეუძლებელი იქნება ქალაქის წინსვლა.

ქართული
არჩევნები 2017კახა კალაძექართული ოცნებაარჩევნები 2017News ItemVerbatimპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

მდინარაძე: თუ პრეზიდენტის შენიშვნები ორზე მეტ საკითხს შეეხება, ვეტოს დავძლევთ

$
0
0

უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, თუ პრეზიდენტის ვეტო შეეხება მხოლოდ იმ ორ საკითხს, რომელზეც შეთანხმება მიღწეულია, უმრავლესობა ვეტოს გაიზიარებს. საუბარია ბონუსის გაუქმებაზე და ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე. მდინარაძის თქმით, თუ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს სხვა საკითხებიც დაემატება, მაშინ უმრავლესობა ვეტოს დაძლევს.

“არსებობს ორადორი საკითხი, რომელზეც საყოველთაო კონსენსუსი არსებობს. თუ ამ ორ საკითხთან დაკავშირებით იქნება პრეზიდენტის ვეტოში მსჯელობა, ბუნებრივია, ჩვენ მას გავიზიარებთ, ხოლო თუ დაემატება მესამე, მეხუთე ან სხვა რაოდენობის ნებისმიერი საკითხი, ჩვენ ვიმსჯელებთ ვეტოს დაძლევაზე. იმიტომ, რომ დისკუსია კონსტიტუციასთან დაკავშირებით არის მორჩენილი, კონსტიტუცია მიღებულია და ის დადებითად არის შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ. შესაბამისად, პრეზიდენტს შეუძლია პოზიტიური როლი შეასრულოს ამ პროცესში ან ნებისმიერ შემთხვევაში ეს მოხდება ჩვენი ინიცირებით, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ,“ - ამბობს მდინარაძე.

ცნობილია, რომ გიორგი მარგველაშვილი და ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოთხ წინადადებას სთავაზობს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის ტქმით, ესენია ბონუსების აკრძალვა, საარჩევნო ბლოკების დაშვება, ანუ ორი საკითხი, რომელსაც ”ქართული ოცნება” ითხოვს, მესამე - პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა 2020-ში და მეოთხე შეთავაზება არის ის, რომ პრეზიდენტს პარლამენტი მაშინ აირჩევს, როცა ის იქნება ორპალატიანი, რაც ასევე იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია.

ქართული
არჩევნები 2017მამუკა მდინარაძეკონსტიტუციაქართული ოცნებაგიორგი მარგველაშვილივენეციის კომისიაარჩევნები 2017News ItemპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

ვენეციის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებებზე საბოლოო დასკვნას დღეს დაამტკიცებს

$
0
0

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისია დღეს დაამტკიცებს. დოკუმენტის არსებულ რედაქციას კომისიის პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძე წარადგენს. სხდომას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძეც დაესწრება, რომელიც ევროპული საბჭოს ექსპერტებს ცვლილებების 4 პუნქტიან ვერსიას გააცნობს. 

გიორგი მარგველაშვილმა და ოპოზიციამ საპარლამენტო უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოთხ წინადადება გუშინდელ შეხვედრაზე შესთავაზა. როგორც ანა დოლიძემ თქვა, შეთანხმება შემდეგ საკითხებზე შედგა: ბონუსების აკრძალვა, საარჩევნო ბლოკების დაშვება, პროპორციულ არჩევნებზე 2020 წლიდან გადასვლა და პრეზიდენტის 300 ხმოსნის მიერ არჩევის წესის მაშინ ამოქმედება, როცა პარლამენტი ორპალატიანი გახდება. დოლიძის თქმით, პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში აქცენტს სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილებს. 

თუმცა უმრავლესობისთვის მისაღები მხოლოდ ბონუსების აკრძალვა და საარჩევნო ბლოკების დაშვებაა და იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ვეტოს სხვა საკითხებსაც დაადებს, როგორც მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, მას დაძლევენ

ქართული
საკონსტიტუციო ცვლილებებიკონსტიტუციავენეციის კომისიაირაკლი კობახიძეგიორგი მარგველაშვილიანა დოლიძესაკონსტიტუციო ცვლილებებიNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

რომი, პარიზი, ბარსელონა, პრაღა - Wizz Air-ის ოთხი ახალ მიმართულება ქუთაისიდან

$
0
0

4 ახალი მარშრუტი და თვითმფრინავი ქუთაისში - დაბალბიუჯეტიანი კომპანია Wizz Air  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოთხი ახალი მიმართულებით იფრენს. გაზაფხულიდან ქუთაისიდან რომში, პარიზში, ბარსელონასა და პრაღას მიმართულებით გამგზავრება გახდება შესაძლებელი.

ავიაკომპანიის ცნობით, ქართულ ავიაბაზასთვითმფრინავი A320-ც დაემატება. 

ქართული
Wizz Airქუთაისიქუთაისის აეროპორტიNews ItemპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

რუსეთში უბედური შემთხვევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა

$
0
0

რუსეთში, ვლადიმირის ოლქში, მატარებელი ავტობუსს დაეჯახა. ავტობუსში 2 მძღოლის ჩათვლით 56 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 21 გარდაიცვალა. 32 დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რუსული მედიის ცნობით, ავტობუსი, რომელიც ყაზახეთიდან მოსკოვში მიდიოდა, გამაფრთხილებელი ნიშნის მიუხედავად ლიანდაგზე მაშინ გადავიდა, როცა მატარებელი უახლოვდებოდა. მემანქანემ საგანგებო მუხრუჭი გამოიყენა, მაგრამ მატარებლის გაჩერება ვერ მოხერხდა. მატარებლის მგზავრებს შორის არავინ დაშავებულა.

 

 

ქართული
რუსეთიუბედური შემთხვევარუსეთიNews ItemსაზოგადოებამსოფლიოFull widthNoBefore article text

TI: საკრებულომ ეკლესიას 2014 წლიდან დღემდე 183,414 კვ.მ მიწა გადასცა

$
0
0

თბილისის მე-5 მოწვევის საკრებულომ მერიას თანხმობა მისცა ეკლესიისთვის ჯამში 183,414 კვადრატული მეტრი მიწის ფართობის თაობაზე. ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს"ანგარიშში წერია, რომლითაც ორგანიზაციამ საკრებულოს 3 წლიანი მუშაობა შეაჯამა და შესაბამისი დასკვნა წარმოადგინა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს"ცნობით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საკრებულომ 58-ჯერ მისცა თანხმობა დედაქალაქის მთავრობას ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების გადაცემის თაობაზე, მათგან 28 შემთხვევაში ქონების გადაცემა სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მოხდა. 

საპრივატიზაციო პირობა უმეტეს შემთხვევაში ეკლესიის აშენება, ასევე სკვერის მოწყობა, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, გამწვანება და კეთილმოწყობაა.

ქართული
საკრებულოეკლესიამიწასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოთბილისის საკრებულოNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

საბაჟო კონტროლისაგან მალულად ძვირფასეულობის შემოტანის გამო, სამი პირი დააკავეს

$
0
0

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით, სამი პირი პასუხისგებაში მისცეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი “სადახლო - საავტომობილო“- ს გავლით, ბრალდებულმა საბაჟო კონტროლისაგან მალულად, სამალავის გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიაზე 871 ერთეული ბრილიანტის თვალი შემოიტანა. ხოლო, ორ შემთხვევაში, საბაჟო - გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ბრალდებულები საერთო ჯამში, 900 გრამი ოქროს ნაკეთობების შემოიტანას ცდილობდნენ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ოქროს ნაწარმის და ძვირფასი ქვების საერთო საბაჟო ღირებულება 61 171 ლარს შეადგენს." - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 - ე პირველი ნაწილით მიმიდნარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 3 - დან 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. 

 

ქართული
კრიმინალიფინანსური პოლიციასარფიკრიმინალიNews ItemკრიმინალიFull widthNoBefore article text

ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის პარლამენტს სესიის გადადება უბრძანა

$
0
0

ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის რეგიონულ პარლამენტს ორშაბათს გასამართი სესიის შეჩერება უბრძანა. კატალონიის ლიდერის განცხადების მიხედვით კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ განცხადება სწორედ ორშაბათის სესიაზე უნდა გაკეთებულიყო.

კატალონიის პარტლამენტის სპიკერმა მადრიდის მთავრობა სასამართლოს პოლიტიკური პრობლემების გადაჭრისათვის გამოყენებაში დაადანაშაულა. მისი თქმით პარლამენტარებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ მიჰყვებიან თუ არა სასამართლოს ბრძანებას და შესაბამისად გაიმართება თუ არა ორშაბათის სესია.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი პირველ ოქტომბერს ჩატარდა. რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 42%-მდე გამოცხადდა და მათმა 90%-მა ხმა დამოუკიდებლობას მისცა. ოფიციალური მადრიდი რეფერენდუმს და მის შედეგებს არ სცნობს და უკანონოს უწოდებს, ხოლო კატალონიის ლიდერი, კარლოს პუჩემონტი მიიჩნევს, რომ რეგიონმა დამოუკიდებლობის უფლება მოიპოვა. რეფერენდუმის მიმდინარეობისას პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებაში ასობით ადამიანი დაშავდა.

ქართული
ესპანეთიკატალონიაკატალონიის რეფერენდუმიკატალონიის რეფერენდუმიNews ItemპოლიტიკამსოფლიოFull widthNoBefore article text
Viewing all 14147 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>