Quantcast
Channel: ტაბულა
Viewing all 14147 articles
Browse latest View live

ნინო ლომჯარია აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

$
0
0

ნინო ლომჯარია აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია ლომჯარიამ თავადაც დაადასტურა. ლომჯარია პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შემოწირულობების ნაწილს უშუალოდ ზედამხედველობდა. 

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მას უფლებამოსილება ახალი ხელმძღვანელის დანიშვნისთანავე შეუწყდა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ირაკლი მექვაბიშვილმასამუშაო კონტრაქტი აღარ გაუგრძელა.

როგორც ლომჯარიამ კურიერს უთხრა, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას მხოლოდ ერთი ძველი კადრი გააგრძელებს, ორ ახალ მოადგილეს კი ირაკლი მექვაბიშვილი თანამშრომლებს დღეს წარუდგენს.

„მე შემიწყდა უფლებამოსილება ახალი გენერალური აუდიტორის დანიშვნისთანავე, დღეს დილით გახდა ცნობილი, რომ აღარ გავაგრძელებ ამ პოზიციაზე მუშაობას. როგორც ვიცი, იქნება ორი ახალი და ერთ ძველი მოადგილე, რომელსაც დღეს წარადგენს გენერალური აუდიტორი თანამშრომლებთან. მიზეზი არ ყოფილა დასახელებული,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამკურიერთან“ საუბარში.

ქართული
აუდიტის სამსახურინინო ლომჯარიაირაკლი მექვაბიშვილიაუდიტის სამსახურიNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

ლას ვეგასში მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ მცირე, 58 ადამიანი დაიღუპა

$
0
0

ლას ვეგასში მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ მცირე, 58 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა.

თავდამსხმელმა, ნავადაში მცხოვრებმა 64 წლის სტეფან პადოკმა ცეცხლი Mandalay Bay-ს სასტუმროს შენობის 32-ე სართულზე გახსნა - მან იმ ადმიანების მიმართულებით ისროლა, რომლებიც მიმდებარე ტერტორიაზე მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდნენ.

თავდასხმა ადგილობრივი დროით 22:08 წუთზე მოხდა. ქანთრი მუსიკის ფესტივალზე 22 ათასი ადამიანი იყო.

მას შემდეგ, რაც პოლიციამ საპასუხო შტურმი განახორციელა, პადოკმა თავი მოიკლა. ოთახში, სადაც ის ცხოვრობდა, სამართალდამცველებმა 10 ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს.

გამომძიებლების ინფორმაციით, მათ ვერ აღმოაჩინეს კვალი, რომელიც პადოკის და ისლამური სახელმწიფოს კავშირს დაადასტურებდა, მიუხედავად იმისა, რომ ტერირისტული ორგანიზაცია თავდასხმას თავის თავზე იღებს.

ქართული
თავდასხმა ლას ვეგასშითავდასხმა ლას ვეგასშიNews ItemპოლიტიკამსოფლიოFull widthNoBefore article text

ლას ვეგასის თავდასხმაში ბრალდებულის მამა FBI-ის მიერ ძებნილი იყო

$
0
0

New York Magazine-ის ცნობით, ლას ვეგასის თავდასხმაში ბრალდებულის მამაც ბოროტმოქმედი იყო - ბენჯამინ პადოკი 60-იან წლებში ბანკების მძარცველი და FBI-ის მიერ ერთ-ერთი "ყველაზე მეტად ძებნილი"დამნაშვე იყო. 

New York Daily News- ის თანახმად, ბენჯამინ პადოკი 1961 წელს ფენიქსში ბანკის გაძარცვისთვის დააპატიმრეს. მაშინ ის თუსონში თავის 4 შვილთან ერთად ცხოვრობდა. დაკავების შემდეგ პადოკი სასჯელს ლას ვეგასის ციხეში იხდიდა, საიდანაც 1968 წელს გაიქცა. 1969 წელს FBI მიუთითებდა, რომ ის ბანკებზე შეიარაღებულ თავდასხმებს აწყობდა, ჰქონდა სუიციდური მიდრეკილებები და იყო ძალიან საშიში. პადოკი 1978 წელს კვლავ დააკავეს, როდესაც ორეგონის შტატში, ერთ-ერთ სათამაშო დაწესებულებაზე თავდასხმას ცდილობდა. 

New York Magazine წერს, რომ რა თქმა უნდა, მამის ცოდვები შვილებზე არ გადადის, თუმცა მიუთითებს, რომ სტეფან პადოკი 8 წლის იყო, როცა მამამისი შეიარაღებული ძარცვისთვის პირველად გაასამართლეს, 15 წლის, როცა ის ციხიდან გაიქცა და 26-ის, როცა ხელახლა დაიჭირეს, რამაც, შესაძლოა მასზე გარკვეული გავლენა მოახდინა.

ლას ვეგასში მომხდარი თავდასხმისშედეგად სულ მცირე, 58 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა.

თავდამსხმელმა, ნავადაში მცხოვრებმა 64 წლის სტეფან პადოკმა ცეცხლი Mandalay Bay-ს სასტუმროს შენობის 32-ე სართულზე გახსნა - მან იმ ადმიანების მიმართულებით ისროლა, რომლებიც მიმდებარე ტერტორიაზე მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდნენ.

ქართული
თავდასხმა ლას ვეგასშისტეფან პადოკიბენჯამინ პადოკითავდასხმა ლას ვეგასშიNews ItemპოლიტიკამსოფლიოFull widthNoBefore article text

შსს: ფონიჭალაში კიდევ ერთი ნარკორეალიზატორი დავაკავეთ

$
0
0

სამართალდამცველებმა ფონიჭალის დასახლებაში ნარკორეალიზატორობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ჯ-ს პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 62 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, 8 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო" - აცხადებს შსს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით).

ბოლო რამდენიმე კვირაში, ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციების დროს, ჯამში რვა კაცი დააკავეს.

ქართული
ნარკოდანაშაულიფონიჭალაშსსნარკოდანაშაულიNews ItemკრიმინალიFull widthNoBefore article text

ლას ვეგასის თავდასხმაში ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკისას 42 ერთეული იარაღი ამოიღეს

$
0
0

ბოლო ინფორმაციით, ლას ვეგასში 64 წლის მამაკაცის, სტივენ პედოკის მიერ სასტუმროს 32-ე სართულიდან მუსიკალური ფესტივალის მიმართულებით გახსნილ ცეცხლს 59 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 527 ადამიანი. ეს ამერიკის ისტორიაში მომხდარ მსგავს ინციდენტებს შორის ყველაზე სისხლიანია.

გავრცელებული ინფორმაციით, სანამ პოლიცია პედოკის ოთახში შეღწევას მოახერხებდა, დამნაშავემ თავი მოიკლა. სასტუმროს ოთახში და პედოკის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად პოლიციამ 42 ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.

პედოკის ქმედებების მოტივი ამ დრომდე უცნობია. გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ პედოკს „ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცი“ უწოდა, თუმცა ამ დრომდე, პედოკის რომელიმე ტერორისტულ ჯგუფთან კავშირის დამადასტურებელი საბუთები არ აღმოჩენილა.

ქართული
თავდასხმა ლას ვეგასშისტივენ პედოკითავდასხმა ლას ვეგასშიNews ItemმსოფლიოFull widthNoBefore article text

მერია: სიცრუეა, თითქოს ლევან ხაბეიშვილს აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

$
0
0

თბილისის მერიის განცხადებით, სიცრუეა ენმ-ის ლიდერის ნიკა მელიას გავრცელებული ინფორმაცია, რომ პარტიის წევრ ლევან ხაბეიშვილს აქციაზე, დაკავებისას სცემეს.

"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნიკანორ მელიას მიერ გაჟღერებული ბრალდება სრული სიცრუეა. თვალსაჩინოებისთვის და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ვაქვეყნებთ თბილისის მერიის პირველ სართულზე გადაღებულ სრულ ვიდეოჩანაწერს. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით და თავი შეიკავონ მიზანმიმართული ბრალდებებისგან, რაც მხოლოდ და მხოლოდ თბილისის მერიის საქმიანობის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული" - აცხადებს დედაქალაქის მთავრობა.

გუშინ, თბილისის მერიის წინ გამართულ აქციაზე ენმ-ის წევრებმა და მხარდამჭერებმა კორდონის გარღვევა სცადეს. მერიაში შესვლის გადაწყვეტილება პარტიამ მას შემდეგ მიიღო, რაც დედაქალაქის მთავრობამ მათ მოთხოვნებსა და შეკითხვებს არ უპასუხა. პოლიციამ აქციაზე წვრილმანი ხულიგნობის და დაუმორჩილებლობის მუხლებით 6 ადამიანი დააკავა.

ნაციონალური მოძრაობის წევრები თბლისის საკრებულოს 29 სექტემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც პანორამა თბილისის პროექტის ნაწილია, მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად 1946 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეუცვალეს, რათა მშენებლობის ნებართვის გაცემა კანონიერი იყოს. 

ქართული
ენმ-ის აქციათბილისის მერიაენმ-ის აქციაNews ItemVideo
პოლიტიკაFull widthNoBefore article text

კვირიკაშვილი: ივანიშვილი აბსოლუტურად არაკომერციულ საწყისებზე აშენებს პარკინგს

$
0
0

ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა პუშკინის სკვერის მითვისება. საუბარია იმაზე, რომ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდეს პარკინგი. როდესაც დღეს მერია სანთლით ეძებს ადამიანებს, რომლებიც დღეს თბილისში 10 პარკინგს ააშენებს და სამწუხაროდ, დღეს რადგანაც პარკინგი ვერ გახდა ბიზნესი, რადგან მისი ღირებულება არაა ისეთი, როგორც მსოფლიოს სხვა წამყვან ქალაქებში, ამიტომ პარკინგი ძალიან გვჭირდება. ეს ადამიანი აბსოლუტურად არაკომერციულ საწყისებზე აშენებს ორჯერ მეტ პარკინგს, ვიდრე ეს სჭირდება იქ მშენებარე სასტუმროს. საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარე მიწისქვეშა ტერიტორიაზე, სადაც უნდა აშენდეს ეს პარკინგი, - თქვა კვირიკაშვილმა.

ქართული
გიორგი კვირიკაშვილიბიძინა ივანიშვილიპუშკინის სკვერიპანორამა თბილისიპანორამა თბილისიNews ItemVerbatimპოლიტიკაFull widthNoBefore article text

პრემიერი ენმ-ზე: ისინი წარსულის პოლიტიკოსები, გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები არიან

$
0
0

გიორგი კვირიკაშვილი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერიასთან გამართულ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათი ეს საქციელი უსინდისობის ზღვარს მიღმაა. პრემიერი ამბობს, რომ ოპოზიცია ყურადღების მიქცევას სწორედ ამ უსინდისობით და ტყუილებით ცდილობს. 

"არ შემიძლია არ გამოვეხმაურო, რასაც ჩვენ ვხედავთ გასული დღეების განმავლობაში. არ ვიცი, რა დავარქვა ამას. არსებობს პოლიტიკური უსინდისობა და არსებობს ადამიანური უსინდისობა და არსებობს ზღვარი ყველაფერი ამის. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ყველაფერი ამ ზღვარს იქეთ გადასული ადამიანები. მე მათ პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ იმიტომ, რომ ისინი არიან აშკარად წარსულის პოლიტიკოსები, გაკოტრებული პარტიისა და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები, რომლებიც ცდილობენ, რომ ამ ტყუილებით და უსინდისობითმიიპყრონ კიდევ ყურადღება. მოგეხსენებათ, პროექტი „პანორამა თბილისი“, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტოდ დიდი მწვანე ზონის აშენებას თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის 400 000 კვადრატული მეტრი გამწვანებული ფართი, რომელიც შენდება. რამდენი ადამიანი იყო სულ, რომლებმაც მოინდომეს, რომ გზა გადაეკეტათ და პარალიზება მოეხდინათ 4-5 საათის განმავლობაში ერთი მნიშვნელოვანი ქუჩის?! ვფიქრობ, რომ აქ საჭიროა საზოგადოებრივი წესრიგი უფრო კარგად უნდა დავიცვათ, თუმცა ისიც გამოჩნდა, რომ ჩვენი ხელისუფლების სახე ძალიან განსხვავებულია მათგან", - თქვა პრემიერმა დღეს მინისტრებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე. 

ნაციონალური მოძრაობის აქცია მერიასთან გუშინ გაიმართა. მათ პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვადრატული მეტრი ტერიტორიისთვის სტატუსის შეცვლა გააპროტესტეს და მერიის მაღალჩინოსნებისგან არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოითხოვეს. მას შემდეგ, რაც მერიისგან პასუხი ვერ მიიღეს, ენმ-ის წევრებმა და მხარდამჭერებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და შენობაში შესვლა სცადეს, რასაც 6 ადამიანის დაკავება მოჰყვა. 

გადაწყვეტილება, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიას სტატუსი შეეცვალოს, რათა მისი გასხვისება შესაძლებელი გახდეს, თბილისის საკრებულომ 29 სექტემბერს მიიღო. ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი აპროტესტებს. სტატუსის ცვლილებას და ტერიტორიის სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაცემას ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული კომპანია "ოლდ სიტი დეველოპმენტი"ითხოვს. ტერიტორიაზე "პანორამა თბილისის"ერთ-ერთი ობიექტი განთავსდება და პარკინგი აშენდება. 

პრემიერმინისტრის თქმით, "მერია სანთლით ეძებს ადამიანებს, რომლებიც დღეს თბილისში 10 პარკინგს ააშენებს"და ვინაიდან ასეთი ინვესტორის მოძებნა რთულია, მას ბიძინა ივანიშვილი ააშენებს.

ქართული
გიორგი კვირიკაშვილიბიძინა ივანიშვილიპანორამა თბილისიპანორამა თბილისიNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

კობახიძე: 6 ოქტომბერს ვენეციის კომისია პოზიტიურ დასკვნას გამოაქვეყნებს

$
0
0

6 ოქტომბერს გაიმართება ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა, სადაც საბოლოოდ დამტკიცდება დასკვნა ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ეს დასკვნა იქნება წინასწარი დასკვნის შესაბამისი. საბოლოო დასკვნაში წინასწარი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ განსაკუთრებული ცვლილებები არ შედის ხოლმე. ეს არის საბოლოო მოლოდინი. როგორც მოგეხსენებათ, დასკვნა იყო პოზიტიური, პოზიტიურად შეფასდა საკონსტიტუციო ცვლილებები და ანალოგიური დასკვნა იქნება 6 ოქტომბერსაც დამტკიცებული

ქართული
ირაკლი კობახიძექართული ოცნებავენეციის კომისიასაკონსტიტუციო ცვლილებებიNews ItemVerbatimპოლიტიკაFull widthNoBefore article text

კვირიკაშვილი: ყველაფერი იდეალურად არ არის, ზოგჯერ აღმავალია, ზოგჯერ არის ჩავარდნა

$
0
0

მე მინდა ჩვენი გუნდის წევრები გავამხნევო, სიმართლე არის ჩვენკენ. ჩვენ არაფერი არ გვაქვს თავის გასამართლებელი. 

მართალია, ყველაფერი იდეალურად არ არის, ზოგჯერ აღმავალია, ზოგჯერ არის ჩავარდნა, მაგრამ მიმართულება რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო არის სწორი.

ცოტა თამამად ვუთრხათ სიმართლე ჩვენს მოსახლეობას და ეს ადამიანიც, ბიძინა ივანიშვილიც, არ იმსახურებს იმ კრიტიკას რასაც ღებულობს. ეს არის უდიდესი უსამართლობა. მე მინდა ვთქვა რომ სიმართლე ყოველთვის თავისას გაიტანს. და ეს სიმართლე არის ის რომ თბილისში კეთდება ისტორიული პროექტი, რომელიც შექმნის ანალოგის არმქონე მწვანე სივრცეს დედაქალაქში.

ქართული
გიორგი კვირკაშვილიქართული ოცნებაგიორგი კვირიკაშვილიNews ItemVerbatimპოლიტიკაFull widthNoBefore article text

ხაბეიშვილი მერიას: შენობაში შეყვანამდე დაიწყო ჩემი შეურაცხყოფა

$
0
0

ენმ-ის წევრის ლევან ხაბეიშვილის მტკიცებით, თბილისის მერიამ არასრული ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა. ხაბეიშვილი მის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭებას ითხოვს. სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა თბილისის პროკურატურაში შესვლამდე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თბილისის მერიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ის გაიტაცეს და ფიზიკურად შეურაცხყვეს. მისი თქმით, შეუძლია ყველა პირის ამოცნობა და იდენტიფიცირება.

"თბილისის მერიას ის ვიდეოჩანაწერები არ აქვს გამოქვეყნებული, თუ რატომ გავხდი მე იქ შეუძლოდ. მე მერიის შენობაში “რაფაელოს” საჭმელად რომ არ შემიყვანდნენ, ეს ცხადია. შენობაში შეყვანამდე დაიწყო ჩემი შეურაცხყოფა. მე მოვითხოვ ამას მიეცეს სამართლებრივი კვალიფიკაცია. ასევე არ არსებობს ოქმი, რის გამო მომიტაცეს" - თქვა ხაბეიშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით. 

თბილისის მერიის მტკიცებით კი, სიცრუეა ენმ-ის ლიდერის ნიკა მელიას გავრცელებული ინფორმაცია, რომ პარტიის წევრ ლევან ხაბეიშვილს აქციაზე, დაკავებისას სცემეს.

"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნიკანორ მელიას მიერ გაჟღერებული ბრალდება სრული სიცრუეა. თვალსაჩინოებისთვის და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ვაქვეყნებთ თბილისის მერიის პირველ სართულზე გადაღებულ სრულ ვიდეოჩანაწერს. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით და თავი შეიკავონ მიზანმიმართული ბრალდებებისგან, რაც მხოლოდ და მხოლოდ თბილისის მერიის საქმიანობის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული" - აცხადებს დედაქალაქის მთავრობა.

გუშინ, თბილისის მერიის წინ გამართულ აქციაზე ენმ-ის წევრებმა და მხარდამჭერებმა კორდონის გარღვევა სცადეს. მერიაში შესვლის გადაწყვეტილება პარტიამ მას შემდეგ მიიღო, რაც დედაქალაქის მთავრობამ მათ მოთხოვნებსა და შეკითხვებს არ უპასუხა. პოლიციამ აქციაზე წვრილმანი ხულიგნობის და დაუმორჩილებლობის მუხლებით 6 ადამიანი დააკავა.

ნაციონალური მოძრაობის წევრები თბლისის საკრებულოს 29 სექტემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც პანორამა თბილისის პროექტის ნაწილია, მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად 1946 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეუცვალეს, რათა მშენებლობის ნებართვის გაცემა კანონიერი იყოს. 

ქართული
ენმ-ის აქციალევან ხაბეიშვილითბილისის მერიაენმ-ის აქციაNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

კობახიძე კონსტიტუციაზე: პრეზიდენტს შეუძლია პოზიტიური წვლილი შეიტანოს პროცესში

$
0
0

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტს შეუძლია პოზიტიური წვლილი შეიტანოს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებაში. ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრაზე რომელიც დღეს  უმრავლესობის წევრებსა და პრეზიდენტს შორის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, იმ საკითხებზე იქნება საუბარი, რომლებზეც ვენეციის კომისიასთან შეთანხმება მიღწეულია. ესენია, ბონუსის გაუქმება და ბლოკების ერთჯერადად დატოვება.

„მოლაპარაკება, რომელიც გაიმართება დღეს უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის, შეეხება იმ ორ საკითხს, რომელიც არის მოაზრებული ჩვენი და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობის შეთანხმებით. აქ საუბარია ბონუსის გაუქმებაზე და საუბარია ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე. თუ გაიზიარებს ამ ყველაფერს პრეზიდენტი და თუ ხელს შეგვიწყობს ჩვენ ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებაში, ამ შემთხვევაში, მას შეუძლია, პოზიტიური წვლილი შეიტანოს ამ პროცესში. თუ ამას არ გაიზიარებს, ამ შემთხვევაში, ჩვენ ჩვენი პროცედურებით, ჩვენი ინიციატივებით მაინც დავამტკიცებთ ცვლილებებს, რომელიც შეთანხმებულია ვენეციის კომისიასთან.“ - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

პრეზიდენტსა და უმრავლესობის წევრებს შორის შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში, დღეს 4 საათზე გაიმართება. პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ქართულ ოცნება სასახლეში გუშინ მიიწვია. 

პრეზიდენტთან შეხვედრის ინიციატივა მმართველი გუნდისგან მოდის - ირაკლი კობახიძემ მარგველაშვილს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენება და პარლამენტისთვის მოტივირებული შენიშვნების ფორმით იმ წინადადებების წარდგენა შესთავაზა, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების - ბონუსების სისტემის გაუქმებას და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება.

ქართული
საქართველოს კონსტიტუციაგიორგი მარგველაშვილიირაკლი კობახიძექართული ოცნებავენეციის კომისიავეტოსაქართველოს კონსტიტუციაNews ItemპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

სკოლებში ვაშლების დარიგება დაიწყო

$
0
0

სკოლებში ვაშლების დარიგება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია, ტაბულას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დაუდასტურეს. სამინისტროს ინფორმაციით, პირველად ვაშლები თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, დაახლოებით 2000 ბავშვს დაურიგეს. სამინისტროს ინფორმაციითვე, ვაშლების დარიგება სხვა სკოლებშიც გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჯანსაღი კვების პოპულარიზაციისთვის 11 აგვისტოს წარადგინა სკოლებში ვაშლების დარიგების პროგრამა. საპილოტე პროექტი სექტემბრიდან იმ სკოლებში უნდა დაწყებულიყო, რომლებშიც ათასზე მეტი ბავშვი სწავლობს. შესაბამისად, საპილოტე პროექტი 20 ათასამდე ბავშვს ეხება, შემდგომში კი, პროექტი შესაძლოა ყველა სკოლაზე გავრცელდეს. 

ქართული
ვაშლების დარიგება სკოლებშიგანათლების სამინისტროალექსანდრე ჯეჯელავაპირველი გიმნაზიავაშლი სკოლებშიNews ItemპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

ე.წ ციანიდის საქმის ადვოკატები პროკურატურაში დაკითხვაზე არიან დაბარებულები

$
0
0

ე.წ ციანიდის საქმის სამი ადვოკატი პროკურატურაში დაკითხვაზე არის დაბარებული. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას, ერთერთმა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ დაუდასტურა. დაკითხვაზე არიან დაბარებული, თავად გიორგი ფანცულაია, მიხეილ რამიშვილი და მია ზოიძე. რაც შეეხება დანარჩენ სამ ადვოკატს, ფანცულაიას ინფორმაციით, მათ პროკურატურა ჯერჯერობით არ დაკავშირებია.

ადვოკატებმა დაზუსტებით არ იციან თუ რასთან დაკავშირებით არიან დაბარებულები დაკითხვაზე, თუმცა ფანცულაია ვარაუდოს, რომ მათი პროკურატურაში დაბარება, უწყების მიერ ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალების მედიაში გავრცელების ფაქტებზე დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალების მედიაში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება გუშინ დაიწყო. უწყება საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე, წინასწარი გამოძიების მონაცემის გახმაურების, მუხლით აწარმოებს.

საქმე პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის ჩვენებას ეხება, რომელიც მან 25 ივლისს სასამართლოს დახურულ სხდომაზე სკაიპით მისცა. ჩვენების ფრაგმენტები სხვადასხვა მედიით ეტაპობრივად გავრცელდა. ასევე გავრცელდა პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის და მეუფე დიმიტრის ჩვენებები და დეკანოზ გიორგი მამალაძის საბოლოო სიტყვა. ჩანაწერები მედიაში მას შემდეგ მოხვდა, რაც სასამართლომ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ე.წ ციანიდის საქმის პროცესები დახურული იყო, გიორგი მამალაძეს კი პროკურატურამ გაუთქმელობის ხელწერილი დაადებინა. 

ქართული
ე.წ ციანიდის საქმემთავარი პროკურატურაგიორგი ფანცულაიამიხეილ რამიშვილისოსო ოხანაშვილისაპატრიარქოდეკანოზი გიორგი მამალაძეე.წ ციანიდის საქმეNews ItemპოლიტიკარელიგიასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

ლას ვეგასის თავდამსხმელს სასტუმროს ოთახთან კამერები ჰქონდა დამონტაჟებული

$
0
0

უკანასკნელი ინფორმაციით, სტივენ პადოკს, რომელმაც ლას ვეგასის სასტუმროს 32-ე სართულიდან მუსიკალური ფესტივალის დამსწრეებს ცეცხლი გაუხსნა და 58 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სასტუმროს ოთახის მიმდებარე ტერიტორიაზე კამერები ჰქონდა დამონტაჟებული. ორი კამერა სასტუმროს დერეფანში, ხოლო ერთი საკუთარი ოთახის კარზე. პოლიციის აზრით ამან პადოკს საშუალება მისცა გაეგო პოლიციის მოახლოების შესახებ.

პოლიციის თქმით კვლავ უცნობია დამნაშავის მოტივი, თუმცა ცხადია, რომ თავდასხმა კარგად იყო დაგეგმილი.

დაკითხვაზე იმყოფება პადოკის მეგობარი გოგონა, რომელიც თავდახსმის დროს ფილიპინებში იმყოფებოდა.

ქართული
თავდასხმა ლას ვეგასშიაშშლას ვეგასითავდასხმა ლას ვეგასშიNews ItemკრიმინალიმსოფლიოFull widthNoBefore article text

რა შეიძლება დაჯდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა

$
0
0

სახელმწიფოს კუთვნილმა "სსიპ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა"გამოაცხადა 1-მილიონიანი ტენდერი ახალი შენობის პროექტის შესყიდვაზე.  ტენდერში მონაწილეობა სამმა საპროექტო კომპანიამ მიიღო. კონკურსში გამარჯვებული ონლაინ-კონკურსის, "აირჩიე პირველი არხის შენობის დიზაინის"მეშვეობით გამოვლინდება. გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება Facebook-ის მომხმარებლებს შეუძლიათ. ამ ფორმით შენობის პროექტის დიზაინის არჩევის გადაწყვეტილება ვასილ მაღლაფერიძის ხელმძღვანელობით არსებულმა სატენდერო კომისიამ მიიღო. 

ტელეკომპანიის ახალი შენობა არსებული შენობის მიმდებარედ უნდა აშენდეს.

წარდგენილი პროექტების დიზაინი ასე გამოიყურება:

1) შპს თბილქალაქპროექტი 

პროექტის დეტალური აღწერილობა იხილეთ აქ:

2) შპს არტსტუდიო-პროექტი

პროექტის დეტალური აღწერილობა იხილეთ აქ:

3) შპს BWC

პროექტის დეტალური აღწერილობა იხილეთ აქ:

იმის გამო, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ დროისთვის გამოცხადებული აქვს მხოლოდ არქიტექტურული პროექტის შესყიდვის ტენდერი უცნობია თუ რა შეიძლება დაჯდეს მთლიანად ამ პროექტის განხორციელება. თუმცა სავარაუდოდ, პროექტის შესყიდვის, ახალი შენობის აშენების და მისი აპარატურით აღჭურვის პროცესი საქართველოს გადასახადის გადამხდელებს 20-30 მილიონ ლარზე ნაკლები არ უნდა დაუჯდეთ. 

2018 წლის ბიუჯეტით საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 5.5 მილიონი ლარით, 52 მილიონ ლარამდე იზრდება. 

სატელევიზიო რეიტინგების მზომავი კომპანია TVMR-ის უკანასკნელი მონაცემებით, საზმაუს რეიტინგი 4.12%-ია. 

ქართული
საზოგადოებრივი მაუწყებელივასილ მაღლაფერიძებიუჯეტი 2018საჯარო ფინანსებისაზოგადეობრივი მაუწყებელიNews ItemპოლიტიკაეკონომიკაFull widthNoBefore article text

ჯარედ ლეტო Playboy-ს დამფუძნებლის ჰიუ ჰეფნერის როლს შეასრულებს

$
0
0

ჯარედ ლეტო Playboy-ს დამფუძნებლის ჰიუ ჰეფნერის როლს შეასრულებს. 

ბიოგრაფიულ ფილმს ჰიუ ჰეფნერის შესახებ ბრეტ რატნერი იღებს. ამის შესახებ რატნერს იდეა 2007 წელს გაუჩნდა, მაგრამ ფილმის გადაღება გასულ კვირას ჰეფნერის გარდაცვალებამ დააჩქარა. Playboy-ს დამფუძნებელი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"ჯარედ ლეტო ჩემი ძველი მეგობარია", ამბობს ბრეტ რატნერი, "როდესაც მან გაიგო, რომ მე ჰეფნერის ისტორიის გადაღების უფლება მქონდა, მოვიდა და მითხრა რომ მისი თამაში უნდოდა, რათა გაეგო ჰეფნერისთვის. მე ვთვლი, რომ ჯარედი ამას შეძლებს, რადგან ის ერთ-ერთი საუკეთესოა დღეს."

ქართული
ჯარედ ლეტოჰიუ ჰეფნერიplayboyფილმიჰიუ ჰეფნერიNews Itemკულტურასაზოგადოებაცხოვრება+სტილიFull widthNoBefore article text

ქართული ოცნება დმანისის მცხოვრებლებს ყურანზე დაფიცებით მხარდაჭერას აიძულებს

$
0
0

"ქართული ოცნება"დმანისის სოფლების მოსახლეობას ყურანზედაფიცებითმხარდაჭერას აიძულებს, წინააღმდეგ შემთხევაში კი სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრება. ინფორმაცია თავდაპირველად პარტია "შენების მოძრაობამ"გაავრცელა. ფაქტი დმანისის მცხოვრებლებმა მედიასთანაცდაადასტურეს. 

დმანისის სოფელ ირგანჩაისმცხოვრები ალი იუსუბოვი ტელეკომპანია "იბერიასთან"ამბობს: "მოდიან, გვაიძულებენ, ხმა ქართულ ოცნებას მივცეთ". 

ნასირ ობერაუვი: "თავად თუ არიან მზად, ყურანზე დაიფიცონ, რომ დაპირებებს შეასრულებენ. მე ხმას იმას მივცემ, ვისაც მინდა, ან საერთოდ არ წავალ არჩევნებზე".

"შენების მოძრაობის"დმანისის მერობის კანდიდატი, გიორგი ბარბაქაძე კი, რომლმაც "ქართული ოცნება"რამდენიმე კვირის წინ დატოვა, ამბობს, რომ მოსახლეობას პარლამენტის წევრი, "ქართული ოცნების"მაჟორიტარი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი და პარტიის დმანისის შტაბის იურისტი, ემზარ პეტრიაშვილი ემუქრებიან.

"ქართული ოცნების"დმანისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ტატუაშვილმა ბრალდებები უარყო და თქვა, რომ ეს ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, რომელსაც სიმართლესთან კავშირი არ აქვს. 

თუმცა, უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ “პრობლემა რჩება ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, როდესაც ზოგიერთი ადამიანი ბედავს და ყურანზეაფიცებს ადამიანებს, რომ ამა თუ იმ პარტიას მისცემს ხმას. ეს არის დასაგმობი".

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება.

ქართული
დმანისიყურანიარჩევნები 2017არჩევნები 2017News ItemპოლიტიკარელიგიაFull widthNoBefore article text

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყნიდან 15 კუბელი დიპლომატი გააძევა

$
0
0

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყნიდან 15 კუბელი დიპლომატი გააძევა. მათ ქვეყნის დასატოვებლად ერთი კვირა მისცეს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ ოფიციალურმა ჰავანამ ვერ შეძლო კუბაში აშშ-ის საელჩოში ამერიკელი დიპლომატების დაცვა.

საელჩოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის პრობლემებზე ჩივილი 2016 წლის ბოლოს დაიწყეს. მათი სიმპტომები შემდეგია: სმენის დაქვეითება, მეხსიერების დაქვეითება, თავბრუსხვევა და გულისრევა. ეს სიმპტომები დღემდე ოცზე მეტ თანამშრომელს გამოუვლინდა. უკანასკნელი შემთხვევა 21 აგვისტოს დაფიქსირდა.

წყარო ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ოფიციალური ვაშინგტონი მიზეზად "აკუსტიკურ თავდასხმას" ასახელებს. ოფიციალური წარმომადგენლების თქმით თანამშრომლების ჯანმრთელობაზე გავლენა ამ დრომდე დაუდგენელი ხმოვანი აპარატით მოახდინეს. კუბა თავდასხმებში მონაწილეობას უარყოფს.

გასულ კვირას ჰავანაში აშშ-ის საელჩო ამერიკელი დიპლომატების ნახევარმა დატოვა.

"გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ კუბამ ვერ შეძლო გადაედგა ვენის კონვენციის მიხედვით მასზე დაკისრებული სათანადო ნაბიჯები ჩვენი დიპლომატების დასაცავად" განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა.

კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრუნო როდრიგესმა ამ ნაბიჯს "მიუღებელი" და "გაუმართლებელი" უწოდა.

ქართული
კუბააშშრექს ტილერსონიაშშ-კუბას ურთიერთობაNews ItemპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

ბოტიჩელის ვენერა საქართველოშია

$
0
0

სანდრო ბოტიჩელის ვენერა საქართველოშია. მისი ნახვა 5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით, დიმიტრი შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში იქნება შესაძლებელი. გალერეა ყოველდღე მუშაობს ორშაბათის გარდა, 10:00-დან 20:00 საათამდე.

გამოფენისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 75 000 ევრო გამოიყო. ვენერას ტრანსპორტირებაზე ასოციაცია მეტამორფოზამიზრუნა.

ქართული
ბოტიჩელივენერაეროვნული მუზეუმიბოტიჩელის ვენერაNews Itemკულტურაცხოვრება+სტილიFull widthNoBefore article text
Viewing all 14147 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>