Quantcast
Channel: ტაბულა
Viewing all 14147 articles
Browse latest View live

ბათუმში, საბავშვო ბაღში გაზის ბალონი აალდა

$
0
0

ბათუმის მე-14 საჯარო ბაღში თხევადი გაზის ბალონი აალდა. შემთხვევის შედგად არავინ დაშვებულა. აალება იმ დროს მოხდა, როცა ბავშვები საუზმობდნენ. ბაღში სასწავლო პროცესი უკვე აღდგენილია.

"ერთი საათის წინ ხდებოდა გაზის დატუმბვა ბალონებში და უცებ აალდა გაზის ბალონი. შეგვეშინდა, გავაკეთეთ ევაკუაცია, ბავშვები გავიყვანეთ გარეთ და არავინ დაშავებულა. ეს ყველაფერი მოხდა ეზოში, შიგნით, საბავშვო ბაღში არაფერი მომხდარა", - აცხადებს ბაღის დირექტორი, მაია ხუხუნეიშვილი.

დაწესებულებას გაზით შპს "აჭარ ინვესტი"ამარაგებს. კომპანიაში ამბობენ, რომ ბალონი ტექნიკურად გამართული იყო.

"ბალონს არავიტარი პრობლემა არ აქვს, არ გასდის. როცა გაზი  გაუშვეს და უნდა ჩაერთოთ, შლანგი მოსძვრა და გაჩნდა ცეცხლი, დაგროვილი გაზი იყო", - ამბობს შპს "აჭარ ინვესტის" თანამშრომელი ვაჟა ბერიძე.

ქართული
საბავშვო ბაღებიბათუმიბათუმის მე-14 საბავშვო ბაღისაბავშვო ბაღებიNews ItemპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

დედის ცემაში ბრალდებულს ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა

$
0
0

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დედის მიმართ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 21:20 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვ.კ.-მ ქ.გარდაბანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 14 წლის შვილიშვილის თანდასწრებით დედას სცემა და ბლაგვი საგნებით დაზიანებები მიაყენა. ვ.კ.-ს ქმედებით დაზარალებულმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა და ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო", - აცხადებენ პროკურატურაში.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ვ.კ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული ვ.კ. პირველ აგვისტოს ქ. გარდაბანში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ არასრულწლოვანის თანდასწრებით ჩადენილ ძალადობას.

ქართული
კრიმინალისაქართველოს პროკურატურარუსთავის საქალაქო სასამართლოკრიმინალიNews ItemპოლიტიკაკრიმინალიFull widthNoBefore article text

ოცნებამ სექტემბერში 4 მილიონის შემოწირულობა მიიღო - ეს მთლიანი შემოწირულობების 88%-ია

$
0
0

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მმართველი პარტია ქართული ოცნება არჩევნების წინ 4 მილიონი ლარით გამდიდრდა. ოცნებაზე ყველა პოლიტიკური პარტიის შემოწირულობების 88%-ზე მეტი მოდის. შემოწირულობებით მეორე ადგილზე ევროპული საქართველოა, პარტიას მხარდამჭერებმა 335 ათასი ლარი გადაურიცხეს.

შემოწირულებების სრული მაჩვენებლები სექტემბრის მდგომარეობით ასე გამოიყურება:

  1. ქართული ოცნება - 4 033 485 ლარი
  2. ევროპული საქართველო - 335 964 ლარი
  3. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 36 136 ლარი
  4. პატრიოტთა ალიანსი - 29 882 ლარი
  5. ახალი საქართველო - 29 300 ლარი
  6. ეროვნული ფორუმი - 23 270 ლარი
  7. დემოკრატიული მოძრაობა - 17 098 ლარი
  8. გულო ზუმბაძე - 15 500 ლარი
  9. ალეკო ელისაშვილი - 15 146 ლარი
  10. გირჩი - 7 400 ლარი

სხვა თვეების მსგავსად ახლაც მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის არიან კომპანიები, რომლებიც წლებია სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობენ, მაგალითად კომპანია "თეგეტა მოტორსი", რომელმაც ოცნებას 120 000 ლარი გადაურიცხა. ოცნებას 160 000 ლარი გადაურიცხა ოცნების დეპუტატმა პაატა კვიჟინიაძემ, აქედან 100 000 ლარი კვიჟინაძის კომპანია GEORGIAN TRAVEL GROUP-მა გადარიცხა, 60 000 ლარი კი კვიჟინაძემ პარტიას მისი სახელით შეწირა.

 

ქართული
არჩევნები 2017ქართული ოცნებაკახა კალაძეარჩევნები 2017News ItemპოლიტიკაეკონომიკაFull widthNoBefore article text

კიტ ჰარინგტონი: ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ ვიდექით, ვერ მოვითმინე და ხელი ვთხოვე

$
0
0

სერიალ Game of Thrones-ის მსახიობმა კიტ ჰარინგტონმა, ამავე სერიალის მსახიობისთვის როუზ ლესლისთვის ხელის თხოვნის ამბავი გაიხსენა.

"მე რამდენიმე გეგმა მქონდა ამის გასაკეთებლად, მინდოდა ხეები ნათურებით მომერთო და რომანტიკული გარემო შემექმნა, მაგრამ ამის მაგივრად ჩვენ ვიდექით ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ და იქით კოცონი ენთო. ვერ მოვითმინე და ხელი ვთხოვე." - იხსენებს მსახიობი.

კიტ ჰარინგტონმა და როუზ ლესლიმ ერთმანეთი Game of Thrones-ის გადაღებებისას გაიცნეს. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ისინი დაქორწინებას აპირებენ.

ქართული
როუზ ლესლიკიტ ჰარინგტონიხელის თხოვნაცნობილი ადამიანებიNews ItemკულტურაFull widthNoBefore article text

Wizz Air Adds Flights from Kutaisi to Paris, Rome, Prague, and Barcelona

$
0
0

Four new flight destinations have been added to Kutaisi International airport from Hungarian budget airline company Wizz Air. Georgian citizens will be able to travel to four more European cities directly at low cost. Paris, Barcelona, Prague and Rome, are the destinations added to the list.

According to a statement issued by Wizz Air, a new aircraft A320 will be joining Georgia’s base too.

Wizz Air is operating in Georgia with 12 low-cost flights to nine different countries of Europe. The airline company’s base in Georgia is at Kutaisi International Airport.

ინგლისური
WizzAirTravelTourismParisBarcelonaPragueRomeKutaisiKutaisi International AirportNews ItemკულტურასაზოგადოებამსოფლიოFull widthNoBefore article text

Georgia Illustrated Through its Alphabet

$
0
0

Advertising agency JWT Metro and Metrograph Studio published a video this week showcasing the 33 letters of the Georgian alphabet. A word starting with each letter is used to illustrate the letter and to tell the audience an interesting fact from Georgia’s past or modern history.

The video was ordered by the Georgian National Book Center. The brand, “Georgia Made by Characters,” was created for the Georgia Guest of Honour project at the Frankfurter Buchmesse 2018 (Frankfurt Book Fair 2018). Marketing Company ‘Connect’ came up with the concept.

The Georgian alphabet and the language itself have a long history. The Georgian language has been mentioned as one of the oldest languages in the world that is still spoken today.

ინგლისური
JWT MetroMetrograph StudioGeorgian National Book CenterConnectGeorgiaGeorgian LanguageGeorgian AlphabetNews ItemVideo
კულტურაDon't displayNoBefore article text

Tbilisi City Hall Supported to Grant Land to Ivanishvili-Owned Company

$
0
0

Tbilisi City Hall supported yesterday the September 29 decision by Tbilisi City Assembly to give 1,900 square meters of land in central Tbilisi to a company owned by former Prime Minister Bidzina Ivanishvili. The hand-over of land now must be formally confirmed by Tbilisi City Assembly.

The company, ‘Tbilisi City,’ will receive the land for a symbolic price of one GEL, if Tbilisi City Assembly approves the decision. Based on the investment responsibilities, an underground parking lot has to be constructed on that territory.

During the September 29 voting at the City Assembly, members of opposition parties protested during the hearing and requested to postpone the discussion. Opposition party members Elene Khoshtaria, Zaal Udumashvili and others opposition party members were forcefully removed from the hearing room after Chairman of Tbilisi City Assembly Giorgi Alibegashvili called the police.

Opposition party Movement for Liberty-European Georgia held a protest at Pushkin square on October 1 against the proposed land transfer to the Ivanishvili-owned company.

ინგლისური
Bidzina IvanishviliPushkin squareTbilisi City AssemblyElene KhoshtariaZaal UdumashviliGiorgi AlibegashviliBidzina IvanishviliNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

იუთუბმა რეკლამა წაშალა, სადაც მომხმარებელს ულიმიტო სექსით დასვენებას სთავაზობდნენ

$
0
0

კოლუმბიური კომპანიის რეკლამა - ოთხ დღიანი დასვენება "ულიმიტო სექსითა"და ნარკოტიკებით პირად კუნძულზე, იუთუბმა წაშალა.

სარეკლამო კლიპი Good Girl Company-ს ეკუთვნის, საკუთარი მომსახურების "Sex Island Experience"-ის გასავრცელებლად. ამ მომსახურების მიხედვით კომპანია 30 ადამიანს 60 სექს მუშაკს სთავაზობს, რომლებიც დღეში 24 საათი ხელმისაწვდომები არიან. პირადი კუნძული კოლუმბიაში მდებარეობს. კოლუმბიაში პროსტიტუცია ლეგალურია, მაგრამ სუტენიორობა დასჯადია, ამიტომ არ არის ნათელი არღვევს თუ არა კომპანია კანონს.

სარეკლამო ვიდეოში ხაზი ნარკოტიკებთან ხელმისაწვდომობასაც აქვს გასმული. მაყურებელს ხვდება ერთი წარწერა "ნარკოტიკებთან მეგობრული", კადრი კი შემდეგნაირია - კაცი წევს, მის გარშემო კი კვამლი და ქალები არიან. 

მომსახურების შეძენისას გადახდილ თანხაში შედის ფრენისა და წყლის ტრანსპორტით გადაადგილების ხარჯები. ასევე ულიმიტო რაოდენობის ალკოჰოლური სასმელი და საჭმელი. კლიპში ამ ყველაფერს კადრებით ხსნიან, სადაც კაცი შიშველი ქალის სხეულიდან დესერტს ჭამს, ამის პარალელურად კი მოახლის ფორმაში ჩაცმული ქალი მას შოკოლადის სოუსს აჭმევს.

The Good Girls Company-ს საიტის საშუალებით აღნიშნული მომსახურების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის გაგებაა შესაძლებელი. მოგზაურობა 24 ნომებრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით იქნება. ფასები 599 ამერიკული დოლარიდან 1499 ამერიკულ დოლარამადე მერყეობს, იმის მიხედვით თუ როგორი სექსუალური და სპორტული აქტივობები გინდა.

ქართული
იუთუბირეკლამანარკოტიკისექსიyoutubeNews ItemსაზოგადოებამსოფლიოFull widthNoBefore article text

Kaladze: Nobody Has the Illusion that We Will Solve Everything in Four Years

$
0
0

Nobody has the illusion that after four years there won’t be any problems left and that everything will be solved. This is impossible, these are problems that have been piling up for 20 to 25 years. The capital has been disfigured in every way possible, and the result is pretty obvious. However, if we don’t take specific steps today, trust me, progress of this city will be impossible.

ინგლისური
Kakha KaladzeGeorgian DreamLocal Self-GovernmentsTbilisiMayoral ElectionsLocal Self-Government Elections 2017News ItemVerbatimპოლიტიკაFull widthNoBefore article text

წულუკიანი მასწავლებლებსა და ბაგა-ბაღებზე: გამოვლინდა კანონდარღვევის შემთხვევებიც

$
0
0

იუსტიციის მინისტრის და უწყებათაშორისი კომისიის თამჯდომარის თეა წულუკიანის თქმით, მასწავლებლებისა და ბაგა-ბაღების თანამშრომლების პოლიტიკური აქტივობა ზოგ შემთხვევაში კანონიერია, ზოგ შემთხვევაში კი კანონდარღვევით ხდება.

„კომისიის ფარგლებში მრავალჯერ განვიხილეთ მასწავლებლების თუ ბაგა-ბაღის თანამშრომლების პოლიტიკური აქტივობის საკითხი. ზოგ შემთხვევაში გამოვლინდა, რომ ისინი ამ აქტივობას ახორციელებდნენ კვირის და დღის იმ მონაკვეთში, როცა მათ კანონით აქვთ ამის უფლება, თუმცა გამოვლინდა შემთხვევებიც, როდესაც იყო კანონდარღვევები. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო შესაბამის უწყებებს, პირველ რიგში განათლების სამინისტროს გენინსპექციას და აუდიტის სამსახურს, რომელთაც მყისიერი რეაგირება მოახდინეს“ - ამბობს წულუკიანი.

სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიებისმიხედვით, საჯარო ბაღების დირექტორები ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის მხარდამჭერთა სიებს აგროვებენ. იურისტების შეფასებით, ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილი შემთხვევები არა მხოლოდ საარჩევნო კოდექსის დარღვევაა, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც იკვეთება.

 

ქართული
თეა წულუკიანიმასწავლებლებიბაგა-ბაღბიკამპანიაქართული ოცნებაკახა კალაძეარჩევნები 2017News ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

არასამთავრობოები მმართველ გუნდს: ყურადღებით განიხილეთ პრეზიდენტის შეთავაზება

$
0
0

ათი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მმართველი გუნდისთვის საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის შეთავაზება გონივრული კომპრომისია და ჩიხიდან გამოსვლის შესაძლებლობას იძლევა. 

გიორგი მარგველაშვილმა მმართველ გუნდს ოთხ საკითხზე შეთანხმება შესთავაზა. ესენია: ბონუს მანდატების გაუქმება, ბლოკების დაშვება, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადასვლა, პრეზიდენტის არჩევა პარლამენტის მიერ, მას შემდეგ რაც ის ორპალატიანი გახდება.

"მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის აღნიშნული შეთავაზება არის გონივრული კომპრომისი და საკონსტიტუციო რეფორმის გარშემო ბოლო თვეებში არსებული ჩიხური ვითარებიდან გამოსვლის შესაძლებლობას იძლევა. შემოთავაზებული საკითხები, ძირითადად, კონცენტრირებულია საარჩევნო სისტემის გარშემო, რაც ემთხვევა არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას პოლიტიკური სპექტრის ძალისხმევა მიმართული ყოფილიყო საკონსტიტუციო რეფორმის საკვანძო საკითხზე - საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმებისკენ. ამ კუთხით, პრეზიდენტის შეთავაზება მისასალმებელია და მმართველი გუნდის მხრიდან ადეკვატური საპასუხო ნაბიჯების შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო კონსესუსის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა" - წერია  გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობოები მოუწოდებენ მმართველ პარტიას, "ყურადღებით განიხილოს პრეზიდენტის შეთავაზება და მაქსიმალური ძალისხმევა და პოლიტიკური ნება გამოავლინოს შეთანხმების მისაღწევად, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციას წარმოადგენს და უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებისთვის".

განცხადებას ხელს აწერენ:

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 

საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 

სამოქალაქო განვითარების სააგენტო 

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

ადამიანის უფლებათა ცენტრი 

ლიბერალური აკადემია 

ფონდი ღია საზოგადოება 

საქართველო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

ქართული
არასამთავრობო ორგანიზაციებიპრეზიდენტიკონსტიტუციასაკონსტიტუციო ცვლილებებიNews ItemპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

ცნობილი ადამიანების კოსტიუმები ჰელოუინიზე

$
0
0

ეძებთ იდეებს მოახლოებული ჰელოუინისთვის? თვალი გადაავლეთ ცნობილი ადამიანების კოსტიუმებს გასული წლების ჰელოუინებიდან.

ქართული
ჰელოუინიშემოდგომაკოსტიუმიჰელოუინიNews Itemცხოვრება+სტილიDon't displayNo After article text

საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 2013 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა

$
0
0

საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 2013 წლის დონეს დაუბრუნდა, ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. სექტემბრის მდგომარეობით უცხოური ვალუტის რეზერვების მოცულობა $2.81 მილიარდი დოლარია, რაც აგვისტოს მაჩვენებელს $112 მილიონით აღემატება, იანვრის მაჩვენებელთან შედარებით კი $220 მილიონით მეტია.

სავალურო რეზერვების მსგავსი მაჩვენებელი საქართველოს 2013 წლის დეკემბრის შემდეგ არ ჰქონია, რადგანაც ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისის გამო სებ-ს გარკვეული მოცულობის რეზერვების გაყიდვა მოუწიდა.

2014 წელს ეროვნულმა ბანკმა $300 მილიონი გაყიდა და $200 მილიონი შეისყიდა. 2015-ში სებ-მა $286 მილიონი დოლარი გაყიდა, ამ წელს ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო ეროვნულ ბანკს რეზერვები არ შეუსყიდია. 2016 წელს კი სებ-მა სავალუქტო აუქციონზე $280 მილიონი დოლარი გაყიდა და $278 მილიონი შეისყიდა.

2017 წელს სებ-ს რეზერვები არ გაუყიდია, მან $129.7 მილიონი დოლარი შეისყიდა. სავალუტო რეზერვების შევსების სხვა წყაროებია: რეზერვებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) კლასიფიკაციით, ქვეყნების სავალუტო რეზერვები მათი სამი თვის იმპორტის მაჩვენებლებზე ნაკლები არ უნდა იყოს, რაც საქართველოს შემთხვევაში დაახლოებით $1.9 მილიარდია.

ქართული
სავალუტო რეზერვებიეროვნული ბანკილარის გაუფასურებასავალუტო რეზერვებიNews ItemპოლიტიკაეკონომიკაFull widthNoBefore article text

რომელი სამინისტროების ბიუჯეტს ზრდის მთავრობა ყველაზე მეტად

$
0
0

2018 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, მთავრობა მომავალ წელს რეკორდული თანხის 12.4 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს. ამ თანხის 28% ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებაა, რომელიც გაისად 112 მილიონი ლარით მეტი, 3.5 მილიარდი ლარი იქნება. აღნიშნული ზრდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის 704 მილიონ ლარამდე გაზრდამ გამოიწვია.

2018 წლის ბიუჯეტით ყველაზე მეტად, 572 მილიონი ლარით ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება და ის 1.83 მილიარდ ლარს აღწევს. აღნიშნული ზრდა ძირითადად აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას უკავშირდება, რომელზეც 2018 წელს 0.8 მილიარდი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. 

ბიუჯეტის პროექტით ყველაზე მეტად 117 მილიონი ლარით ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება. 2018 წლისთვის ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი 253 მილიონი ლარითაა განსაზღვრული, აღნიშნული შემცირება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის მიწების გამოსყიდვის დასრულებას უკავშირდება. 2017 წელს სამინისტრომ ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიები გამოისყიდა და ის ანაკლიის კონსორციუმს გადასცა.

46 მილიონი ლარით, 702 მილიონ ლარამდე მცირდება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. ამ შემცირების შედეგად თავდაცვის წილი მთლიან ბიუჯეტში 5.6%-მდე შემცირდა, რაც გასული 14 წლის განმავლობაში მინიმალური მაჩვენებელია.

რაც შეეხება მთავრობაში დასაქმებულთა ხელფასებს ის 1.39 მილიარდი ლარითაა განსაზღვრული, რაც 2017 წელთან შედარებით 4 მილიონი ლარით მეტია.

წინა წლებში მთავრობის შენახვა მოსახლეობას იმაზე ძვირი უჯდებოდა, ვიდრე ეს ბიუჯეტის თავდაპირველ პროექტებში იყო გათვალისწინებული, რადგანაც საჯარო მოხელეები ანაზღაურებასთან ერთად პრემიებსა და დანამატებს იღებენ. მაგალითად, 2016 წელს მთავრობაში 251 მილიონი ლარის დანამატები და 67 მილიონი ლარის პრემიები გაიცა.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით სამინისტროებსა და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში სახელფასო ფონდების შემცირების/ზრდის მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

  • მთლიანად მთავრობა - 1 397.5 მილიარდი ლარი, ზრდა 0.2%
  • პარლამენტი - 29.5 მილიონი ლარი, კლება 11%
  • ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 7.9 მილიონი ლარი, უცვლელია
  • იუსტიციის სამინისტრო - 35.3 მილიონი ლარი, კლება 0.6%
  • სასჯელაღსრულების სამინისტრო - 125.8 მილიონი ლარი, ზრდა 1.1%
  • ფინანსთა სამინისტრო - 54.3 მილიონი ლარი, უცვლელია
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 7.6 მილიონი ლარი, ზრდა 0.4%
  • თავდაცვის სამინისტრო - 379.9 მილიონი ლარი, ზრდა 0.2%
  • შსს - 390 მილიონი ლარი, ზრდა 1.1%
  • სუსი - 76 მილიონი ლარი, უცვლელია
  • სდსს - 37.1 მილიონი ლარი, უცვლელია
  • განათლების სამინისტრო - 26.9 მილიონი ლარი, ზრდა 3.2% 
  • კულტურის სამინისტრო - 56.4 მილიონი ლარი, კლება 3.4%
  • ეკონომიკის სამინისტრო - 13.6 მილიონი ლარი, ზრდა 15%
  • ლტოლვილთა სამინისტრო - 4.3 მილიონი ლარი, ზრდა 0.2%
  • ჯანდაცვის სამინისტრო - 30.3 მილიონი ლარი, ზრდა 5% 
  • ენერგეტიკის სამინისტრო - 2.6 მილიონი ლარი, ზრდა 1.3%
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 22.09 მილიონი ლარი, ზრდა 0.3%
  • გარემოს დაცვის სამინისტრო - 19.7 მილიონი ლარი, ზრდა 8.5%
  • სპორტის სამინისტრო - 4.2 მილიონი ლარი, ზრდა 7%
  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 4.6 მილიონი ლარი, უცვლელია
  • მთავრობის ადმინისტრაცია - 16.1 მილიონი ლარი, ზრდა 1.9%
  • ცესკო - 26.9 მილიონი ლარი, ზრდა 1.4%

რაც შეეხება სხვა გადასახადებს მთავრობა 9.47 მილიარდი ლარის მოცულობის გადასახადების აკრეფას გეგმავს, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 650 მილიონი ლარით აღემატება. საგადასახადო გეგმა 2017 წლის მაჩვენებელს 7.3%-ით აღემატება.

ყველაზე მეტად, 611 მილიონი ლარით მთავრობა დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ-ს) გეგმას ზრდის.

  • დღგ - 3.39 მილიარდი ლარი, ზრდა 16.1%
  • საშემოსავლო გადასახადი - 2.78 მილიარდი ლარი, ზრდა 8.1%
  • აქციზის გადასახადი - 1.45 მილიარდი ლარი, კლება 11%
  • მოგების გადასახადი - 630 მილიონი ლარი, კლება 8%
  • იმპორტის გადასახადი - 60 მილიონი ლარი, კლება 16%
  • სხვა გადასახადები (კაზინოების ლიცენზიები და სხვა) - 160 მილიონი ლარი, ზრდა 83%

(საგადასახადო შემოსავლებსა და მთლიან ბიუჯეტს შორის სხვაობა გამოწვეულია იმით რომ ბიუჯეტი გადასახადებთან ერთად სხვა წყაროებიდანაც ფინანსდება, ესენია გრანტები, საგარეო სესხები, შიდა ვალი პრივატიზაცია და სხვა). 2018 წელს 3.3%-იანი საბიუჯეტო დეფიციტია დაგეგმილი, რაც ნიშნავს, რომ ნასესხები კაპიტალი ბიუჯეტის 3.3%-ის დონეზე იქნება.

 

ქართული
ბიუჯეტი 2018მთავრობასაჯარო ფინანსებიბიუჯეტი 2017ბიუროკრატიაგადასახადებიჯანდაცვის სამინისტროთავდაცვის სამინისტროინფრასტრუქტურის სამინისტროფინანსთა სამინისტრობიუჯეტი 2018News ItemპოლიტიკაეკონომიკაFull widthNoBefore article text

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უელსის ნაკრებსა და გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის

$
0
0

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საქართველო-უელსის მატჩის დაწყებამდე. უელსის ჰიმნის გაჟღერების დროს, ტექნიკური ხარვეზის გამო, ბოდიშს იხდის. მატჩის დაწყებამდე უელსის ეროვნული ჰიმნი ტექნიკური ხარვეზის გამო შეწყდა. ჰიმნის შეწყვეტის შემდეგ ის დინამო არენაზე შეკრებილმა უელსელმა გულშემატკივრებმა დაასრულეს. ფედერაციამ საკუთარ facebook გვერდზე სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა:

შეხვედრა უელსის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ქართული
ფეხბურთიფეხბურთის ფედერაციასაქართველოს ფეხბურთის ნაკრებიუელსიფეხბურთიNews ItemპოლიტიკასპორტიFull widthNoBefore article text

მოქალაქეებისთვის 41-ის შემოხაზვისთვის ყურანზე დაფიცების ფაქტს ეუთოს მისია სწავლობს

$
0
0

დმანისის რაიონის სოფელ ირგანჩაეში პარტია შენების მოძრაობის ინფორმაციით, დაფიქსირდა შემთხვევები როდესაც ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მოქალაქეებს წინასაარჩევნოდ ყურანზე დააფიცეს და 41-ის შემოხაზვა დაავალდებულეს.

ყურანზე დაფიცების ფაქტი დაადასტურა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მისი თქმით "პრობლემა რჩება ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, როდესაც ზოგიერთი ადამიანი ბედავს და ყურანზე აფიცებს ადამიანებს, რომ ამა თუ იმ პარტიას მისცემს ხმას. ეს არის დასაგმობი."

ყურანზე დაფიცების სავარაუდო ფაქტის გახმაურების შემდეგ, დმანისში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ჩავიდნენ.

"63 ცხვარი მომპარეს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ცხვრებს დაიბრუნებო, მაგრამ იქამდე ყურანზე დაიფიცე, რომ ქართულ ოცნებას შემოხაზავო. მე ამას არ დავთანხმდი ამას. ჯერ დაკარგული ცხვრები დამიბრუნეთ, შემდეგ მოგცემთ ხმას", - რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს სოფელ ირგანჩაის მაცხოვრებელი აბელ სულეიმანოვი.

მოსახლეობის თქმით, ფიცის დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ქართული ოცნების ადგილობრივი ლიდერები ხალხს სოციალური დახმარების შეწყვეტით ემუქრებიან.

ქართული ოცნების დმანისის ოფისში ყურანზე დაფიცების შესაძლო ფაქტი უარყვეს და მას პარტია შენების მოძრაობიდან მერობის კანდიდატის გოგი ბარბაქაძის მიერ დადგმული პროვოკაცია უწოდეს. ბარბაქაძე კი ამბობს, რომ რელიგიის ყურანზე დაფიცების ტრადიციის აღდგენა დმანისის მაჟორიტარის, კახა ოქრიაშვილის, გადაწყვეტილებით ხდება.

ქართული
არჩევნები 2017ყურანიქართული ოცნებაამომრჩეველზე ზეწოლაარჩევნები 2017News ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

ჭიაბერაშვილი: ივანიშვილი თავის უკანა ეზოს იწყობს, სახელმწიფო ქონება კი ნიავდება

$
0
0

"ბიძინა ივანიშვილი თავის უკანა ეზოს იწყობს და ამისთვის მან ხელყო სახელმწიფო, საჯარო ყველა მოქალაქის ქონება, ეს იყო ბოტანიკური ბაღი თუ თბილისის ცენტრში პუშკინის სკვერი. ერთი კაცის ინტერესებისთვის საჯარო ქონება ნიავდება," - ამის რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

"როცა საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის ინტერესს, საათების განმავლობაში ახდენს რამდენიმე საჯარო უწყება მის მომსახურებას. როცა ივანიშვილის ინტერესებს ეხება, კალაძე იქნება თუ კვირიკაშვილი, როგორც ხელის ბიჭებს ისე გამოაგდებენ ხოლმე ტელევიზორების ეკრანებზე, რომ გაამართლონ ის ყველაფერი, რასაც ადგილი აქვს.ჩვენი სახელმწიფო ჩვენ თვალწინ ლპება. ჩვენს ქვეყანაში კორუფციამ ღრმად გაიდგა ფეხი,"- ამბობს ჭიაბერაშვილი.

5 ოქტომბერს თბილისის მერიამ პუშკინის სკვერთან მდებარე 1900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა. საკითხი თბილისის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. 

საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში ივანიშვილის კომპანია "თბილისი სითი" 1 ლარად მიიღებს ამ მიწის ნაკვეთს. საინვესტიციო ვალდებულების მიხედვით ტერიტორიაზე მიწისქვეშა ავტოსადგომი უნდა მოეწყოს.

29 სექტემბერს ტერიტორიისთვის განაშენიანების სტატუსის ცვლილებას მხარი თბილისის საკრებულომ დაუჭირა. საკითხის განხილვის გადადებას საკრებულოსგან ოპოზიციური პარტიები მოითხოვდნენ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა სხდომათა დარბაზში საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ელენე ხოშტარიას, ზაალ უდუმაშვილსა და სხვა ოპოზიციონერებს ტერიტორია ძალით დაატოვებინეს.

ქართული
პანორამა თბილისითბილისის მერიაზურაბ ჭიაბერაშვილითბილისის საკრებულოპანორამა თბილისიNews ItemპოლიტიკაეკონომიკაFull widthNoBefore article text

Apple გენდერულად ნეიტრალურ ემოჯებს ამატებს

$
0
0

9 ოქტომბრიდან Unicode-ის პროგრამული განახლების მეშვეობით iPhone-ის მილიონონობით მომხმარებელს ახალი ემოჯების გამოყენება შეეძლება. Apple გენდერულად ნეიტრალური ემოჯების გამოშვებას გეგმავს. ესენია სხვადასხვა სახის ემოჯები, რომლებიც არ ატარებს რომელიმე კონკრეტული სქესისთვის დამახასიათებელ არეგნულ ნიშნებს.

გენდერულად ნეიტრალური ბავშვის ემოჯი:

ფოტო: Apple

გენდერულად ნეიტრალური ხანდაზმული:

ფოტო: Apple

სხვა ემოჯები

ფოტო: Apple
ქართული
iPhoneემოჯიAPPLENews ItemპოლიტიკაეკონომიკამსოფლიოFull widthNoBefore article text

წალკაში სავარაუდოდ, დაცვის თანამშრომელმა ბანკი გაძარცვა

$
0
0

დღეს წალკაში საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალი გაძარცვეს. მომხდარი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მალევე გახსნა, საქმეზე დაკავებულია ერთი პირი. 

შსს-ში სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლითაა დაწყებული გამოძიება, რაც ძარცვას გულისხმობს. აღნიშნული მუხლისთვის სასჯელი სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობაა.

ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, დაკავებული დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო.

ნაძარცვი თანხის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

ქართული
ძარცვასაქართველოს ბანკიშსსწალკაძარცვაNews ItemპოლიტიკაკრიმინალიFull widthNoBefore article text

უდუმაშვილი: ენმ-ის მმართველობისას თბილისში მძიმე შეცდომები იყო დაშვებული

$
0
0

თბილისში იყო შეცდომები ძალიან სერიოზული და მძიმე დაშვებული. რა თქმა უნდა, ესეც შეცდომა იყო, როდესაც სრულიად ქაოტურად მიმდინარეობდა დედაქალაქის გაშენება და ახლაც გრძელდება და საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. რაშიც მე მონაწილეობა არ მიმიღია, იმაზე მე პასუხისმგებლობას არ ავიღებ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე არ ვისაუბრო იმ შეცდომებზე, რომელიც ამ პარტიას ჰქონდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

ქართული
არჩევნები 2017ზაალ უდუმაშვილიენმარჩევნები 2017News ItemVerbatimპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text
Viewing all 14147 articles
Browse latest View live