თავისუფალი დემოკრატების წევრმა, შალვა შავგულიძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობის შემდეგ ჟურნალისტებთან დასავლურ ძალებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. შავგულიძე დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობას მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდა.
"ჩვენთვის, პირადად ჩემთვის და ჩემი პოლიტიკური ძალისთვის თავისუფალი დემოკრატებისათვის მისაღებია ყველა დასავლურ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობა, მაგრამ ვიმეორებ სხვადასხვა ხარისხით, ვიღაცასთან ეს იქნება პარტნიორობის დონეზე ვიღცასთან მოქმედების კოორდინაცის დონეზე და ასე შემდეგ. თუ ჩვენ ამ ძირითად ვექტორით, თუ ჩვენ ღირებულებებით არ გავერთიანდით და არ გავიყავით და უბრალოდ რაღაც მოგონილი თავს მოხვეული ფობიებით დავიყავით მტრულ ბანაკებად ჩვენ უბრალოდ მომავალს ვერ შევქმნით.
ვერცერთი პოლიტიკური ძალა დამოუკიდებლად, თავის ოთხწლიან ან რვაწლიან ციკლში საქართველოს ისტორიას ვერ დაიწყებს და ვერ დაამთავრებს, ჩვენთვის ესე ხდებოდა, ყველა ხელისუფლები შეცვლა იყო სამოქალაქო დაპირისპირების ხარისხში აყვანილი დაპირისპირება, შემდეგ დამარცხებულ მხარეს გამარჯვებული მხარე აგზავნიდა ციხეში, აცხადებდა მტრად და ყველა საკუთარ წარუმატებლობას აბრალებდა, რომ აი ხუთი და ათი წლის წინ ის რომ ცუდად მართავდა იმის ბრალია მე რომ დღეს ვერ ვასრულებო. ეს უნდა დავამთავროთ", - თქვა შალვა შავგულიძემ.
რამდენიმე დღის წინ, ევროპული საქართველომ და თავისუფალი დემოკრატებმა პოლიტიკურ ბლოკი შექმნეს და პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე, მთაწმინდის ოქლში, მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატს, შალვა შავგულიძე დაასახელეს
დღეს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი გამოვლინდა - ის მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი პიტერ ტაბიჩი გახდა.
10 ფინალისტს შორის იყო ქართველი მასწავლებელი ლადო აფხაზავაც.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ლადო აფხაზავაზე ისაუბრა.
"ჩვენს ქვეყანას ჰყავს ლადო აფხაზავა და სწორედ მის გამო უდიდესი სიამაყის გრძნობა მაქვს მე და დარწმუნებული ვარ თითოეულ ქართველს. რა თქმა უნდა, ის გამარჯვებულია, გამარჯვებულები ვართ ჩვენ ყველანი, ყველა მასწავლებელი, მთელი საქართველო. დღეს ლადო მსოფლიოს 179 ქვეყნის 10 000 აპლიკანტიდან შერჩეულ 10 საუკეთესო მასწავლებელთან ერთად იდგა სცენაზე. აქ, განათლების გლობალურ ფორუმზე, საკუთარი უნიკალურობით, მსოფლიოს მან კიდევ ერთხელ გააცნო საქართველო! დიდი მადლობა მას მთელისაქართველოს სახელით, ვულოცავ კიდევ ერთხელ ამ დიდ მიღწევას, წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა", - თქვა მიხეილ ბატიაშვილმა.
უღრმესი მადლობა, ჩემო გულშემატკივრებო, ეს დღეები ძალიან დიდ ენერგიას ვგრძნობდი თქვენგან. ყველა თქვენთაგანის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. ეს საოცარი მხარდაჭერა და სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის. ჩვენ ერთად შევძელით და მასწავლებლობა გამორჩეულ პროფესიად წარმოვაჩინეთ საზოგადოებისთვის.
ვულოცავ პიტერ ტაბიჩის 2019 მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მიღებას.
ის ნამდვილად გამორჩეული მასწავლებელი და პიროვნებაა და დღეს მისი გამოცდილება და სიტყვა ყველაზე მეტად სჭირდება სამყაროს. მეც თავს გამარჯვებულად ვგრძნობ, რადგან შევძელი მსოფლიოსათვის გადამეცა ქართველი მასწავლებლის სათქმელი, მე მოვახერხე ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა მსოფლიოს წინაშე.
ამიერიდან ჩემი ცხოვრება გარკვეულწილად შეიცვლება და ჩემი მასწავლებლობის მიღმა ყველაფერს გავაკეთებ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიო ასპარეზზე.
მე უკვე მიზნად დავისახე მეტი საერთოშორისო ცოდნა და გამოცდილება მოვიზიდო საქართველოში და ამით ხელი შევუწყო უკეთეს განათლებას. ამ გლობალურ მოძრაობაში გაერთიანებამ თვალნათლივ დამანახა, რომ მნიშვნელოვანია გლობალურ პროცესებში ჩართულობა და საერთაშორისო გამოცდილების მეტად გაზიარება.
კიდევ ერთხელ ვულოცავ პიტერს ამ აღიარებას!!! ის აუცილებლად ჩამოვა საქართველოში!
1945 წლის დასაწყისში, სტენლი კუბრიკი 17 წლის იყო და ნიუ-იორკში ცხოვრობდა, ამის პარალელურად კი ჟურნალ Look-ში ფოტოგრაფად მუშაობდა.
ცნობილი რეჟისორი ჟურნალიში 1946 წლიდან 1950 წლამდე
"4 წლის განმავლობაში ვხედავდი, როგორ მუშაობდა რაღაცები მსოფლიოში. ვფიქრობ, უნივერსიტეტში რომ მესწავლა ვერასდროს გავხვდებოდი რეჟისორი", - ნათქვამი აქვს კუბრიკს.
ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გადაცემაში "იმედი LIVE"-ში სტუმრობისას ევროპული საქართველოს და თავისუფალის დემოკრატების ერთ ბლოკში გაერთიანებაზე ისაუბრა.
პარტიების მიერ ჩამოყალიბებულმა ბლოკმა, მთაწმინდის ოლქში შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში საერთო კანდიდატად შალვა შავგულიძე წარადგინა.
"მგონია რომ შალვა შავგულიძე არ იტყუებოდა არც მაშინ, არც დღეს, ის ამით გამორჩეული ფიგურაა. ვთვლი, რომ შალვა შავგულიძეს და სხვების კრიტიკაც იმ ხელისუფლების მიმართ, რომლის ერთ-ერთი გავლენიანი წევრი მეც ვიყავი, იყო სამართლიანი - ამას ვიძახი დიდი ხანია. მე მკითხეს, რომ უხერხულობას ხო არ გიქმნით იმ ადამიანის ან იმ პოლიტიკური ჯგუფის შემოერთება, რომელიც ადრე გაკრიტიკებდათო და ბუნებრივია ამაზე ჩემი პასუხი იყო და არის, რომ უხერხულობას და უფრო მეტს მიქმნის ის, რისთვისაც სამართლიანადაც გვაკრიტიკებდნენ", - თქვა გიგა ბოკერიამ.
გიგა ბოკერიამ ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების საერთო ხედვებზეც ისაუბრა.
"დღეს რა ხედვაც გვაქვს, დღევანდელი და ხვალინდელი დღის იქ უმრავლეს საკითხებში გვაქვს თანხვედრა, რაც შეეხება არამარტო საგარეო კურსს, არამედ მცირე ხელისუფლების იდეას, ურთიერთ ბალანსისა და გაწონასწორების აუცილებლობას, პერსონალიების როლის შემცირების აუცილებლობას და კონკრეტულ პოლიტიკურ რეფორმებზე ერთიან ხედვას, მაგრამ მთავარი შეიძლება გარდა საგარეო დასავლური მყარი კურსისა, არის ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა და როგორც ამოცანა და რწმენა იმისი რომ მიუხედავად ივანიშვილის მიერ შექმნილი დღევანდელი მძიმე მდგომარეობისა, ის აბსოლუტურად შესაძლებელია და ამისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ, მეორე შეეხება იმას რომ პოლიტიკური აუცილებლობაა ჩვენი საზოგადოებისთვის შემდეგ ცვლილებას არ მოყვეს არანაირი შურისძიება და არანაირში ვგულისხმობ არა ვინმეს გამორჩევას, მაგალითად ივანიშვილისაც კი, ოპოზიციური ამომრჩევლისთვის ძალიან არაპოპულარულ რამეს ვიტყვი, მაგრამ ივანიშვილით დაწყებული არ უნდა იყოს შურისძიება, განა იმიტომ რომ ვინმეს ის მოწონს ან უფრო ნაკლებად გაბრაზებულია, ეს სჭირდება ჩვენი მომავლის შენებას, რომ ერთხელ მშვიდობიანი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ამას არ მოყვეს თუნდაც სამართლიანი ან საფუძვლიანი ბრაზის გამო მასობრივი დევნა, მითუმეტეს უმაღლესი პოლიტიკური ფიგურების - ესეც გვაერთიანებს მათთან და ძალიან პრინციპული საკითხია, ეკონომიკაში და სოციალურ საკითხებშიც სახელმწიფოს ბიუროკრატიის როლის შემცირებას ვემხრობით და ყოველგვარ სოციალურ პოპულიზმზე, რასაც ქვია რომ "მდიდრებს წავართვათ და ღარიბებს მივცეთ", ან რომ სახელმწიფო შეინახავს ყველას სხვების ხარჯზე ამაზე უარის თქმას და ეს გვაერთიანებს ჩვენ", - თქვა გიგა ბოკერიამ.
25 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
სამგორის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რომანოზ ხომლელის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, თეთრიხევის დასახლების, ახვლედიანის, თენგიზ ჩანტლაძის, მაიკო საფაროვა-აბაშიძის, ქიზიყის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ვირსალაძის, ლადო ალექსი-მესხიშვილის, ლაღიძის, თაბუკაშვილის, აპოლონ ქუთათელაძის, ბროსეს, ვასო აბაშიძის, ჭანტურიას და ჯორჯიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ღრმაღელის“ მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის, სანზონის, გუდამაყრის, მოლითის, ახალდაბის, ბჟოლეთის, იფნევის, კვერნაულის, გოგაშენის, ჟველაურის, დვირის, ზვარეთის, თორნიკე ერისთავის, არალეთის, გვაზაურის, ზედაზენის, კოკინაკის, ქართლის, დიდი ჯიხაიშის, ქსოვრელის, რიონჰესის, დაისის, პეტრე გრუზინსკის და ცოტნე დადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზურაბ ჟვანიას მოედნის, ვეძისის დასახლების, პეკინის გამზირის, კოსტავას, ბუდაპეშტის, გაგარინის, კანდელაკის, ალმასიანის, ლვოვის, ონიაშვილის, ყუშიტაშვილის, იოანე მარუშიძის, გამყრელიძის, ვაზისუბნის, ლომონოსოვის, ცხინვალის, ვოლოდარსკის, ზემო ვეძისის, ლევანდოვსკის, აბაშიძის და ალექსანდრე ანდრონიკაშვილის ქუჩების ცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების და ქოშიგორის დასახლების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის მე-9 კილომეტრის, აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის, ლუბლიანას, გიორგი ტერევერკოს და ნოდარ ბოხუას ქუჩების ცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის ცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ნავთლუღი 2-ის დასახლების, ოსიპ მანდელშტამის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ანთიმოზ ივერიელის, ზურაბ ბეგიაშვილის, იოსებ და ლეონ ორბელების, ქობულაძის, ტატიშვილის, ბუკისციხის, ჩოჩუას, მესხეთის, კოპცოვის, ხარაბაძის, ჯიქიას, კაკაბეთის და ლაღიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ხაშურში ცოლი დაჭრა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყო ცხელ კვალზე. დაკავებული პირი აღიარებს დანაშაულს, ამასთან ერთად, ამოღებულია დანაშაულის იარაღი - დანა. ძალადობის მსხვერპლს ბასრი საგნით ჰქონდა მიყენებული სხეულის მრავლობითი დაზიანებები, ექვსი ჭრილობა. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობა კრიტიკულ მდგომარებაშია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ვ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ვივარაუდოთ, რომ ვანო მერაბიშვილს გაათავისუფლებენ, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ე.წ უდოს კომისიამ უკანონოდ იმავე შინაარსის გადაწყვეტილება მიიღოს" - ასე აფასებს ევროპული საქართველოს დეპუტატი, ვანო მერაბიშვილის ყოფილი ადვოკატი ოთარ კახიძე იმას, რომ ე.წ უდოს კომისიას ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ მსჯელობა ხელახლა მოუწევს.
დღეს, 25 მარტს 15:00 საათზე იუსტიციის სამინისტროს საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გასაჩივრების 1-თვიანი ვადა ამოეწურა, რომლის მიხედვითაც სასამართლომ გააუქმა ე.წ უდოს კომისიის გადაწყვეტილება მერაბიშვილის ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ.
ტაბულამ ოთარ კახიძეს ჰკითხა, ხომ არ არის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან სააპელაციო სასამართლოში არგასაჩივრება ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ ნოემბერში გაკეთებული განცხადებით გამოწვეული.
კახიძე ამბობს, რომ მინისტრთა კომიტეტმა მთავრობას ისეთი დავალებები მისცა, რომელთა შესრულებაც მათ ძალიან გაუჭირდებათ და, შესაძლოა, მერაბიშვილის გათავისუფლება მათთვის ერთერთი გამოსავალი იყოს.
"ეს შეიძლება ასეც მოხდეს, მე არ გამოვრიცხავ, თუმცა მაინც საბჭომ უნდა იმსჯელოს და თუ ამგვარი დავალება, ამგვარი პოლიტიკური დაკვეთა იქნება, ეს საბჭო დამოუკიდებლად არ მოქმედებს და, შესაძლოა, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად და სრულიად უკანონოდ გაუგრძელოს მერაბიშვილს პატიმრობა. ქართული ოცნების პირობებში ამის გამორიცხვა რთულია," - ამბობს ოტარ კახიძე.
დეპუტატის თქმითვე, ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ვიფიქროთ, რომ საბჭო მართლაც მიიღებს მერაბიშვილის ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილებას, თუმცა ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, მისი თქმით, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ამის მაგალითად მას 2014 წელს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან უკანონოდ გათავისუფლებული თამაზ ახობაძის საქმე მოჰყავს, რომელმაც თეა წულუკიანს უზენაეს სასამართლოში დავა 2-ჯერ მოუგო, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ აღასრულა უწყებამ, რაც ახობაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართა.
"თუმცა, ფაქტია, რომ ხელისუფლება, როგორც ჩანს, საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ არის და მას რაღაც გადაწყვეტილების მიღება უახლოეს მომავალში აუცილებლად მოუწევს,"- განმარტავს კახიძე.
ვანო მერაბიშვილს პატიმრობის ვადა 2020 წელის 20 თებერვალს ეწურება. მისი პატიმრობის დამთავრებამდე 1 წელზე ნაკლები დრო დარჩა.
"ამიტომ, მისი გათავისუფლების შემთხვევაშიც ეს მთავრობის მხრიდან სახის შენარჩუნებისა და იმის მცდელობა იქნება, რომ მინისტრთა კომიტეტის წინაშე რაღაც არგუმენტი წარადგინოს, რომ აი, გაათავისუფლეს მერაბიშვილი,"- ამბობს ოთარ კახიძე.
იუსტიციის სამინისტროს 1 თვე ჰქონდა, რათა საქალაქო სასამართლოს მიერ 25 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა. წულუკიანის უწყებამ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ ცნო ე.წ უდოს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ უსაფუძვლოდ ცნო. ცნობისთვის, კომისია ვეღარ გამოიყენებს იმ საფუძვლებს, რითიც მერაბიშვილს აქამდე ეთქვა უარი და მას ახალი სამართლებრივი არგუმენტების წარდგენა მოუწევს.
საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და შემდგომში წულუკიანის უწყების მხრიდან მის არგასაჩივრებას წინ უძღოდა ვანო მერაბიშვილზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელმაც მთავრობას მოუწოდა, ხელახლა გამოეძიებინათ ვანო მერაბიშვილის საქმე. მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩიავიაშვილი ამბობს, რომ კომისიას ვადა 5 აპრილამდე აქვს.
ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 2017 წლის 28 ნოემბერს გამოიტანა. გადაწყვეტილების მიხედვით, ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) კავშირში მე-18 მუხლი დაირღვა (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფაქტები).
ასევე, სასამართლოს დასკვნით, მერაბიშვილის მიმართ სულ მცირე 2013 წლის 25 სექტემბრიდან დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიც, რადგან მათი გადაწყვეტილებით, არ არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი. პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დადგენისას, სტრასბურგის სასამართლოზე გადამწყვეტი გავლენა იქონია 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტმა და ამ ფაქტის გამოუძიებლობამ.
სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ციხის ადმინისტრაციამ არ წარმოადგინა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, ხოლო პრემიერმინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას.
ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ ციხიდან გაყვანის ინციდენტის მერაბიშვილისეული ვერსია დადასტურებულად მიიჩნია. აქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას, მისი მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების გამოძიების გარდა, ჰქონდა სხვა, უკანონო მიზანიც - მოეხდინათ მასზე მორალური ზეწოლა და ეიძულებინათ, გამოძიებისათვის მიეცა ინფორმაცია სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ საკუთრივ მერაბიშვილისათვის წაყენებულ ბრალდებასთან.
2018 წლის 6 დეკემბერს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. დასკვნაში კიდევ ერთხელ არის აღნიშნული, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან არ არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი და ამავე დროს პატიმრობის დროს მისი უფლებები დაარღვია მთავარმა პროკურორმაც, რომელიც მასზე სხვა საქმეების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ზეწოლას ახდენდა.
კომიტეტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ჩაატაროს ხელახალი გამოძიება, რომელიც იქნება ინსტიტუციონალურად და პრაქტიკულად დამოუკიდებელი მონაწილე პირებისგან და გააფართოვოს გამოძიების არეალი, რათა დადგინდეს ვანო მერაბიშვილის მიმართ უფლებების დარღვევის შესაძლო გავლენა მის წინააღმდეგ წარმოებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე.
სოციალური მუშაკების გაფიცვა დაიწყო. მათი ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციის წინ არის შეკრებილი და აქციას მართავს.
სოციალურმა მუშაკებმა პროტესტის უკიდურეს ზომას მას შემდეგ მიმართეს, რაც რამდენიმეკვირიანი მცდელობის მიუხედავად, სოციალური დაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. სოც. მუშაკების თქმით, მათი 20-ზე მეტი მოთხოვნიდან უწყება მხოლოდ ერთის შესრულებაზე დათანხმდა, ისიც ნაწილობრივ, რაც მათთვის მიუღებელია.
სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ მათთვის გასაგებია, რომ ყველა მოთხოვნა ერთბაშად ვერ მოგვარდება, ამიტომ შეარჩიეს 6 პუნქტი, რომელიც დაუყოვნებლივ გადაჭრას მოითხოვს, სხვა პუნქტებზე კი მთავრობისგან მზაობას და მოგვარებისთვის შემხვედრ ნაბიჯებს ითხოვენ.
გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრის ყოფილი სოციალური მუშაკი, აქტივისტი სოფო ხვთისიაშვილი ამ 6 პუნქტს განმარტავს:
ყველა სერვის-ცენტრს დაემატოს ფსიქოლოგი და იურისტი, რათა ძალადობა განცდილ ბავშვს ფსიქოლოგის რიგში 1 წლით დგომა არ მოუწიოს.
დაემატოს ტრანსპორტი, იმიტომ რომ სოციალური მუშაკები თავიანთი ჯიბიდან არ უნდა იხდიდნენ ტრანსპორტირების ფულს ან არ უწევდეთ 10 კილომეტრის ფეხით გავლა, მით უმეტეს, როცა გადაუდებელი შემთხვევაა.
ისეთი საქმეების ჩამოშორება, რომელიც სოციალური მუშაკის პროფესიულ ვალდებულებებში არ შედის - საოქმო გადაწყვეტილებების გაკეთება, ვაუჩერების ბეჭდვა, ტექნიკური საქმე.
ასევე, საპროცესო წარმომადგენლობის ჩამოშორება, რაც გულისხმობს იმას, რომ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო კი არ იტყვის უარს, რომ არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენელი იყოს, არამედ ამ ადამიანებს, რომლებსაც მიმდინარე 100 და მეტი საქმე აქვთ, არ მოუწიოთ 10 საათი პოლიციის განყოფილებაში ჯდომა.
კადრების დამატება - დღეს სააგენტო საუბრობს, რომ გამოცხადებული გვაქვს ვაკანსია და ემატება 50 კადრი. ეს არ არის საკმარისი - თითო სერვის-ცენტრზე 1 ადამიანის დამატება მდგომარეობას არ შეამსუბუქებს.
ხელფასების გათანაბრება საჯარო სამსახურის სხვა უწყებების თანამშრომლებთან - სოციალურ მუშაკებს 680 ლარი აქვთ ხელფასი, თუმცა, სხვა უწყებებს ბევრად მეტი აქვთ.
[gallery]
სოციალური მუშაკების პროტესტის პასუხად ჯანდაცვის უწყება ამბობს, რომ მათ გადადგეს ქმედითი ნაბიჯები წარმოდგენილი მოთხოვნების შესასრულებლად, თუმცა, "როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა".
სოციალური მუშაკების მოთხოვნებსა და სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.
გუშინ გიგი უგულავა გვარამიასთან სულ იმეორებდა "არაა სააკაშვილი ფორმაშიო"... რა თქმა უნდა, მუდმივად საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა და ძვირფასო გიგი, გისურვებ კიდევ 100 წლის სიცოცხლეს, ამასთანავე მეც არ ვაპირებ ჯერ სიკვდილს, მაგრამ დაიმახსოვრე, მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ და შენი ზოგიერთი კოლეგა შემდეგი 100 წლის მანძილზე.
"ათას ცოცხალსა ბევრჯერა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია"
გუშინ გიგი უგულავა გვარამიასთან სულ იმეორებდა "არაა სააკაშვილი ფორმაშიო"... რა თქმა უნდა, მუდმივად საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა და ძვირფასო გიგი, გისურვებ კიდევ 100 წლის სიცოცხლეს, ამასთანავე მეც არ ვაპირებ ჯერ სიკვდილს, მაგრამ დაიმახსოვრე, მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ და შენი ზოგიერთი კოლეგა შემდეგი 100 წლის მანძილზე.
"ათას ცოცხალსა ბევრჯერა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია"
მე მხოლოდ გამიხარდება თუ კარგ ფორმაში იქნები და მკვდართან შეჯიბრი არ მომიწევს. საუკეთესო სურვილებით.
მე ძალიან კარგად მახსოვს 2003 წელი, მოსახლეობის უმრავლესობას ვერც კი წარმოედგინა, რომ შევარდნაძე შეიძლება წასულიყო, მაგრამ შევარდნაძე წავიდა, გაქრა პოლიტიკური სცენიდან, როგორც შარშანდელი თოვლი.
2012 წელს არავის ეგონა, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვლსაცკი არ ეგონა, რომ ხელისუფლება შეიცვლებოდა და ხელისუფლებაში მოვიდოდა, თქვენ გახსოვთ ის დაბნეულობა, ბრინჯივით დაბნეული ქართული ოცნების ლიდერები, რა ექნათ რომ არ იცოდნენ.
შევარდნაძე თუ შარშანდელი თოვლივით გაქრა, ამათ მაისის თოვლივით დაეცათ თავზე ხელისუფლება, მაგრამ ეს მოხდა. ამიტომ, მოლოდინები შეიძლება ერთი იყოს, მაგრამ რეალობა არის მეორე, როდესაც ზუსტად მაშინ მწიფდება ხელისუფლების ცვლილება ჩვენ ქვეყანაში, როცა ყველა ფიქრობს, რომ ამას ვეღარავინ მოიშორებს, დღეს ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ შეგუებული ჭირია, ეს არის და 2040 წლამდე შეიძლება ეს ადამიანები შეგვრჩნენ, მაგრამ დროს აქვს თავისი მომენტუმი, ეს მომენტუმი დადგა. ჩვენ აუცილებლად შევედით და შევდივართ უნდა ეს ივანიშვილს, თუ არა. აქ ამოცანა სხვა საკითხში დგას, ეს უნდა მოხდეს არჩევნებით და არა ერთმანეთის თავის მტვრევით, არჩევნებით უნდა გავუშვათ ივანიშვილი სახლში. თუ არ დათმობს პროპორციულს, მაშინ სხვა გეგმაც გვაქვს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ შუალედურ არჩევნებზე ჩვენი კოორდინაცია.
ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსჯულებმა მალხაზ კობაური დამნაშავედ ცნეს. პროკურორის ცნობით, სასჯელის ზომას სასამართლო 27 მარტს განსაზღვრავს.
12-მა ნაფიცმა მსაჯულმა მალხაზ კობაური დამნაშავედ სცნო სსკ-ს 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ", მე-2 ნაწილის "ბ", მე-3 ნაწილის "ა"და "ბ"ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ სმიტების ოჯახის სამი წევრი ხადას ხეობაში 4 ივლისს მოკლეს. დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის, მათ შორის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მალხაზ კობაური დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ცნობით, 4 ივლისს ხადას ხეობაში დაღუპული ოჯახის ორი წევრი მოკლული იყო - კაცი და ბავშვი, ხოლო ქალი გაქცევისას ხევში გადავარდა.
9 ნოემბერს მალხაზ კობაურს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. გამოძიების ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნების მიღების შემდეგ, კობაურს ბრალად ედებოდა არა მხოლოდ მამა-შვილი სმიტების მკვლელობა, არამედ ლორა სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა.
"არასდროს პედესტალის მეორე საფეხურზე არ ვმდგარვარ. შალვა შავგულიძეს მივესალმები. შალვას კი აქვს ძლიერი მუხლები და კარგი ზურგი, მაგრამ ბევრი სიმძიმის ტარება მოუწევს. ამიტომ, სასტარტო პირობები შალვასთან შედარებით, ჩემთვის უფრო იოლია", - თქვა, პალიტრანიუსის გადაცემაში "საღამოს ნიუსრუმი", მთაწმინდის ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ შალვა შავგულიძეზე, რომელიც ევროპულმა საქართველომ და თავისუფალმა დემოკრატებმა მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატად წარადგინეს.
ცნობისთვის, ლადო კახაძე 1998-2002 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, ხოლო 2016 წელს პაატა ბურჭულაძის ბლოკის - სახელმწიფო ხალხისთვის სახელით მთაწმინდის ოლქში, მაჟორიტარ კანდიდატად იყარა კენჭი. გასულ არჩევნებზე მან მხოლოდ 618ხმა (2.65%) მიიღო. შედარებისთვის, გრიგოლ ბარამიძემ ნინო ბურჯანაძის პარტიიდან 1002 ხმა მიიღო, ლადო სადღობელაშვილმა, რომელიც კენჭს პატრიოტთა ალიანსის სახელით იყრიდა - 1224 ხმა (5.25%), ხოლო თავისუფალი დემოკრატების კანდიდატმა ნიკოლოზ ფრუიძემ 1558 ხმა (6.69%).
მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძეა, გირჩის - ჰერმან საბო. ასევე ცნობილია, რომ დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს კობა დავითაშვილი.
მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა.
დაიწყეთ თქვენი განძის ძიება და 50 თეთრად მოიგეთ 10 000 ლარი!
ამ დროისთვის ონლაინთამაშ„ფარაონთა საგანძურში“ რამდენიმე მოგება გამოვლინდა. აქედან ყველაზე დიდი 2000 ლარია! მოგებული თანხა თავის იღბლიან მფლობელს ელოდება.
საქართველოს ეროვნული ლატარია მომხმარებლებს უკვე 17 ახალ ონლაინთამაშსსთავაზობს, თამაშის ღირებულება 10 თეთრიდან 1 ლარამდეა, მაქსიმალური მოგება კი 10 000 ლარია!
ონლაინ-გათამაშებაშიჩართვა მარტივია. ამისთვის უნდა ეწვიოთ ჩვენს საიტს www.lotto.ge-ს, გაიაროთ რეგისტრაცია და ვერიფიცირება, პირადობის მოწმობის ასლი გადმოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: id@lotto.ge და ჩაერთოთ გათამაშებაში.