ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვანისა და ხონის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის ყველა საარჩევნო უბნის შედეგები უკვე გამოაქვეყნა. ცესკოს ინფორმაციით, შუალედურ არჩევნებში ქართული ოცნების წარმომადგენელმა გივი ჭიჭინაძემ 57%-ით გაიმარჯვა, ევროპული საქართველოს კანდიდატმა გიგი უგულავამ 38% აიღო. დამკვირვებლების ინფორმაციით, არჩევნებზე პრობლემას წარმოადგენდა გადასატან ყუთში ამომრჩეველთა დიდი ოდენობა, რაც მანიპულაციის მაღალ ალბათობას ქმნიდა.
ნახეთ როგორ იცვლებოდა 2013 წლიდან დღემდე ჩატარებულ ყველა არჩევნებში ვანისა და ხონის ამომრჩევლის მიერ მიცემული ხმების გადანაწილება:
რამ გააერთიანა ვანი და ხონი - ოლქები, რომლებსაც საერთო საზღვარიც კი არ აქვთ
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მაჟორიტარული ოლქების გადანაწილება შეიცვალა. ცვლილება გამოწვეული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც განსაზღვრა, რომ საარჩევნო ოლქებს შორის ამომრჩეველთა რაოდენობა უნდა გათანაბრებულიყო. გათანამბრებამდე ერთ მაჟორიტარს ირჩევდა როგორც 5,000-იანი მოსახლეობის ყაზბეგი, ასევე 130,000-იანი მოსახლეობის გლდანი.
გათანაბრების პროცესის შედეგად თითოეულ ოლქში საშუალოდ 48 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული. აქედან ყველაზე მცირე ოლქში 42 ათასი, ყველაზე მსხვილ ოლქში კი 54 ათასი ამომრჩეველია.
ორივე ოლქი, ვანიც და ხონიც საკმაოდ მცირე იყო იმისთვის რომ ისინი ცალკეულ ოლქებად დარჩენილიყვნენ. როგორც ცნობილია თავდაპირველად, სამტრედიის ოლქის ნაწილებად დაყოფა და მათი მოსაზღვრე ოლქებისთვის გადანაწილება იგეგმებოდა. თუმცა ოლქებში ხმების გათანაბრების სხვა გზას მიმართეს. მათ ერთმანეთთან არამოსაზღვრე რაიონები, ვანი და ხონი ერთ უბნად გააერთიანეს.
სავარაუდოდ, ოლქების გათანაბრების დროს მთავრობამ საზღვრები ისე შეადგინა, რომ გაერთიანებულ ოლქში მმართველი პარტიის მხარდაჭერა გაეზარდა. ამ პრაქტიკას ჯერიმანდერინგი ეწოდება. ოლქების გათანაბრების დროს მთავრობა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს დაეყრდნო. 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხონის 24 ათას ამომრჩევლიან ოლქში ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ხმების 42% მიიღო, ქართული ოცნების მიღებული ხმების რაოდენობა კი 46% იყო. ქართულ ოცნებას შედარებით უკეთესი მხარდაჭერა ვანის 26 ათასიან ოლქში ჰქონდა მიღებული, აქ ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 13% იყო. ორი ოლქის გაერთიანებით შეიქმნა 50 ათას ამომრჩევლიანი ოლქი, რომელშიც სახელმწიფო ოპოზიციის მხარდამჭერთა გეოგრაფიულ შემცირებას ეცადა.
კარგია რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თავი დაანება ლანძღვასა და საზიზღარი ბრალდებების სროლას ევროპული საქართველოს მიმართ, მაგრამ ის კომენტარი მაინც გვაჩვენებს, რომ ჩვენ განსხვავებული დასკვნები გავაკეთეთ გუშინ ხონსა და ვანში ჩატარებული არჩევნების შემდგომ. ჩვენ გვგონია, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის მობილიზება საარჩევნო უბნებზე, ოპოზიციური პარტიების მუშაობა უშუალოდ ამომრჩეველთან და არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა არის ის ერთადერთი გზა რომელიც გამოადგება ჩვენს დემოკრატიასა და ჩვენს კეთილდღეობას. თანამშრომლობაზე საუბარი კარგია, მაგრამ უკეთესია რეალურად თანამშრომლობა როცა შედგება და ამ გზაზე ერთმანეთისთვის გაყიდულების ძახება არის სრულიად არასწორი და გაუგონარი რამ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კრწანისში ორი მოქალაქის დაშავების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს პოლიგონზე ორი მოქალაქე - 1994 წელს დაბადებული ე.მ. და 1987 წელს დაბადებული ი.გ. დაშავდა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ორმა სამოქალაქო პირმა, ამკრაძალავი ნიშნების მიუხედავად, პოლიგონის ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს, სადაც იპოვეს მცირე ზომის მეტალის ნივთი, სავარაუდოდ ჭურვი, რომელიც ერთ-ერთმა მათგანმა იქვე მოისროლა, რა დროსაც ეს ნივთი აფეთქდა. შედეგადაც ორივე მათგანმა მიიღო სხეულის დაზიანება. ორივე დაშავებული მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
ძნელია წერა რევოლუციაზე, რომელიც ჯერ არ დამთავრებულა: როგორც კი წერტილს დასვამ, ყველაფერი შეიძლება არსებითად შეიცვალოს. ამ ეტაპზე განსაკუთრებით მაინტერესებს ამ მოვლენებზე ქართული რეაქციები. სომხებიც და ჩვენც მუდამ ერთმანეთთან ვატარებთ პარალელებს და ეს სრულიად ბუნებრივია. ამიტომ ორივეზე დავწერ: სომხეთზეც და ამ პარალელებზეც.
„თუ გეოპოლიტიკურ ორიენტაციას არ შეიცვლიან, რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?“
ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რეაქციაა, რაც ჩვენს სოციალურ ქსელებში შემხვედრია. შეჩვეული ვართ, რომ ყოველგვარი პოლიტიკური ბრძოლა „პრო-რუსულ“ და „პრო-დასავლურ“ ძალებს შორის მიმდინარეობს და გვგონია, რომ სომხეთშიც ასე უნდა იყოს. თუ პრორუსული სომხეთი პროდასავლური არ გახდა, რა აზრი აქვს რევოლუციას?
სომხეთის მოვლენებს ეს კუთხეც აქვს, მაგრამ არა იმ აზრით, როგორც ბევრს ჰგონია. შიდაპოლიტიკური ბრძოლების გეოპოლიტიკური ასპექტი ხშირად ქართულ კონტექსტშიც არასწორად ესმით. მაგალითად, ვიცით, რომ „ვარდების რევოლუციაში“ (რომელსაც სომხეთის დღევანდელ მოვლენებს ყველაზე ხშირად ადარებენ) პრო-დასავლურმა ძალებმა გაიმარჯვეს. მაგრამ ეს იყო რევოლუციის ძირითადი შინაარსი? შეცვალა მან ქვეყნის გეოპოლიტიკური ორიენტაცია? არა: ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური კურსი, ბოლო წლებში მაინც, პრო-დასავლური იყო. ვარდების რევოლუციის ხელისუფლებამ ის უფრო თანმიმდევრული, ეფექტური და შედეგიანი გახადა.
როდესაც 2012-ში ხელისუფლება კიდევ ერთხელ შეიცვალა, ბევრი ელოდა გეოპოლიტიკური ვექტორის ცვლას, თუმცა ეს არ მომხდარა. ახალმა მთავრობამ არსებითად გააგრძელა წინამორბედების პროდასავლური პოლიტიკა, მაგრამ მისი ქმედებები და რიტორიკა ნაკლებ თანმიმდევრულია, ის მუდმივად თამაშობს პრო და ანტიდასავლურ ძალებს შორის. ეს საკმარისია, რომ რუსეთისთვის ეს ხელისუფლება საკმაოდ მისაღები და კომფორტული გამხდარიყო.
აქედანაც ჩანს: ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ კურსს მისი ობიექტური მდგომარეობა და საზოგადოების ძირეული განწყობები განსაზღვრავს, ის ხელისუფლების ცვლასთან ერთად ნაკლებად იცვლება. მაგრამ ამ კურსს სხვადასხვა მთავრობა სხვადასხვანაირად ახორციელებს და ეს განსხვავებები შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს.
სომხეთის „პრორუსულ“ პოლიტიკასაც ღრმა ძირები აქვს. თუ თანამედროვე საქართველო დამოუკიდებლობის ბრძოლაში დაიბადა (რაშიც მოწინააღმდეგედ რუსეთი ჰყავდა), ახალი სომხეთი იშვა ყარაბაღის კონფლიქტიდან, რომელშიც ის „თურქულ სამყაროს“ ებრძოდა, სტრატეგიულ მოკავშირედ კი რუსეთი ჰყავდა. ყარაბაღის გამარჯვება სომხეთის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებაა ბოლო ათასი წლის მანძილზე და მისი შედეგის შენარჩუნება სომხური სახელმწიფოს მთავარი ამოცანა გახდა. სომხების უდიდესი უმრავლესობა ფიქრობს, რომ ამ ამოცანის შესრულება რუსეთის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მიმდინარე გამოსვლების ლიდერები მუდამ ემიჯნებიან რაიმე ანტი-რუსულ მოტივებს; არც მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაშია გეოპოლიტიკური ვექტორის ცვლა მოსალოდნელი.
მაგრამ რუსეთი და დასავლეთი მხოლოდ „გეოპოლიტიკური ვექტორები“ არ არიან, ეს ღირებულებათა სისტემები და მათზე დამყარებული ინსტიტუტებია. ორივესთვის „რბილი ძალა“ არანაკლებ მნიშნელოვანია, ვიდრე სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტები. ვარდების რევოლუციის ხელისუფლებას საგარეო ვექტორი არ შეუცვლია, მაგრამ საქართველო გაცილებით უფრო დააახლოვა დასავლეთს. რატომ? იმიტომ, რომ ქვეყანა უფრო ევროპული გახადა. მან ვერ მოახდინა ევროპული სტილის ლიბერალურ-დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია (ჩემი ღრმა რწმენით, ამას ზევიდან ვერც ერთი მთავრობა ვერ გააკეთებს), მაგრამ ძირეულად გარდაქმნა მმართველობითი ინსტიტუტები და პრაქტიკები: საქართველო პირველად იქცა თანამედროვე ტიპის სახელმწიფოდ. ამის შედეგად შეიცვალა დასავლეთის დამოკიდებულება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიის მიმართაც: სამხრეთ კავკასია შეიყვანეს ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში, საქართველოს ნატოში წევრობა სერიოზული განხილვის საგანი გახდა, დაიდო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, მივიღეთ შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმი და ა. შ. ამ ყველაფერს ვარდების რევოლუციამ და მის შემდეგ განხორციელებულმა რეფორმებმა დაუდო საფუძველი - თუმცა მისი მემკვიდრე ხელისუფლებაც იმსახურებს შექებას იმისთვის, რომ იმავე მიმართულებით მოძრაობა გააგრძელა.
ამ კუთხით ის, რაც სომხეთში უკვე მოხდა, რუსეთისთვის სერიოზული მარცხია. რუსეთის გეოპოლიტიკა და იდეოლოგია განუყოფელია: სომხეთში „სუვერენული დემოკრატიის“ რუსულ მოდელს წყალი შეუდგა. თითქოს ლოიალურ სომხეთსაც კი არ აღმოაჩნდა იმუნიტეტი „ფერადი რევოლუციების“ ვირუსის მიმართ, რომელსაც რუსეთი მის წინააღმდეგ დასავლეთის ყველაზე სახიფათო იარაღად თვლის. კონსპირაციის თეორიები, რომლის თანახმადაც „ფერადი რევოლუციები“ დასავლეთის დაფინანსებული და ორგანიზებულია, ცხადია, სისულელეა, მაგრამ ის კი ნამდვილია, რომ ეს რევოლუციები პოსტ-საბჭოთა რეალობის დასავლური მოდელების მიხედვით შეცვლის მცდელობებია (სხვა საკითხია, რამდენად წარმატებული) და რუსეთის გავლენას ობიექტურად ასუსტებს. სომხეთის ოპოზიციის ლიდერები შეიძლება ვერ შეელიონ რუსეთთან თანამშრომლობას სამხედრო-სტრატეგიულ სფეროში, მაგრამ ისინი სახელმწიფოებრიობის ევროპულ და არა რუსულ მოდელებზე არიან ორიენტირებული. სომხეთის რევოლუციის საბოლო წარმატება გაიზომება არა ხელისუფლების შეცვლის ფაქტით, არამედ სომხეთის მმართველობითი ინსტიტუტების ძირეული გარდაქმნით. თუ ამას მიაღწიეს, ეს კიდევ უფრო შეარყევს სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენას.
„თუ რევოლუცია დაიწყო, რაღა დროს კონსტიტუციაა?“
სომხეთის მოვლენები საქართველოსთვის კიდევ ერთ აქტუალურ კითხვას გვახსენებს. რაც გინდა „ხავერდოვანი“ იყოს რევოლუცია, ის კონსტიტუციური სივრციდან გასვლას ნიშნავს. მაგრამ რა კონკრეტულ შემთხვევაშია ეს გამართლებული? შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ქუჩაში გამოსული ხალხი აპრიორი მართალია და კონსტიტუციაზე მაღლა დგას? როდესაც ვამბობთ, რომ დემოკრატია ხალხის ნებაა, ვის ვგულისხმობთ სიტყვა „ხალხში“ - მათ, ვინც ქუჩაში დგას, თუ მათ, ვინც საარჩევნო ყუთში ბიულეტენებს აგდებს?
ჩამოყალიბებულ დემოკრატიებში პასუხი გარკვეულია: ხალხი პირველ რიგში ისაა, ვისაც ვერდიქტი არჩევნებით გამოაქვს. მონაწილეობის სხვა ფორმები მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ვერდიქტთან წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს. ალტერნატივა განუკითხაობა და ბრბოს ბატონობაა. პოსტსაბჭოთა ჰიბრიდულ რეჟიმებში (რომლებსაც საქართველოც განეკუთვნება და სომხეთიც) ასე არ არის: სწორედ ამიტომაა ისინი „ჰიბრიდული.“ აქ არჩევნების ინსტიტუტს არ ენდობიან. პოპულარულია აზრი, რომ არჩევნებს იგებს ის, ვინც ატარებს. ეს ნათლად ჩანს სომხეთის მოვლენებში: ოპოზიციას არ ყოფნის ადრეული არჩევნების მოთხოვნა (რომლის დაკმაყოფილებაც მისი სერიოზული მიღწევა იქნებოდა) და მოითხოვს, რომ პრემიერი ახლავე „ხალხის“ (ანუ ქუჩის) რჩეული, ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი გახდეს. სხვანაირად, არჩევნებს ისევ „ცუდი“ ხელისუფლება მოიგებს.
ამ პოზიციის მხარდამჭერი არგუმენტები ადვილი მოსაძებნია: ბევრი დაეთანხმება, რომ მმართველი რესპუბლიკური პარტია არჩევნებს „ადმინისტრაციული რესურსის“ ხარჯზე იგებდა. თუ ეს რესურსი მის ხელში დარჩა, არჩევნები არც ახლა იქნება სამართლიანი. მაგრამ საიდან ვიცით, რომ მომავალში ახალი ხელისუფლებაც არ გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსებს ხელისუფლების შესანარჩუნებლად? გავა დრო და მასაც გაუჩნდება უკმაყოფილო ხალხი. თუ მათ ეცოდინებათ, რომ ათეულობით ათასი ადამიანის ქუჩაში გასვლა საკმარისია მთავრობის შესაცვლელად, ეს გახდება პოლიტიკური ბრძოლის ძირითადი მეთოდი. პარტიები საარჩევნოდ კი არ დარაზმავენ მომხრეებს, არამედ ქუჩაში გამოსაყვანად. ადვილი წარმოსადგენია, რომ ამას კარგი არაფერი მოყვება და ბოლოს ხალხს ისევ „ძლიერი ხელი“ მოენატრება.
მაშ რა ქნას ხალხმა, ვისაც დემოკრატია უნდა, მაგრამ ხელისუფლება სამართლიანი საარჩევნო ბრძოლის ასპარეზს არ უქმნის? ამ კითხვაზე ზოგადი პასუხი არ არსებობს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხანდახან ოპოზიციას ასეთ პირობებშიც შეუძლია არჩევნების მოგება, ხანდახან კი ქუჩის პროტესტიც აუცილებელი ხდება. მაგრამ უკეთესია, რომ პროტესტიც მაქსიმალურად კონსტიტუციურ ფარგლებში დარჩეს; ხოლო თუ კონსტიტუციური სივრციდან გავალთ, ამას განსაკუთრებული, ექსტრაორდინარული მიზეზები უნდა ამართლებდეს: რევოლუციასაც თავისი ლეგიტიმურობა სჭირდება. მხოლოდ იმის თქმა, რომ ხელისუფლება ცუდია, კორუმპირებულია, ადამიანის უფლებებს აღვევს, ხალხი სიღარიბიდან ვერ გამოყავს და ა. შ. საკმარისი არ არის. ძალიან ბევრ ადამიანს უნდა გაუჩნდეს შეგრძნება, რომ განსაკუთრებული უსამართლობა მოხდა და მას ჩვეულებრივი კონსტიტუციური მეთოდებით ვერ უშველი.
მაგალითად, ვარდების რევოლუციის ლეგიტიმურობას განსაზღვრავდა არჩევნების მასობრივი გაყალბების უტყუარი ფაქტი. ის, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო გამარჯვება „მიითვისა“, კონკრეტული სანდო წყაროებით (ხმის პარალელური დათვლა, პროფესიული ეგზიტ-პოლი, დამკვირვებელთა და მედიის მრავალრიცხოვანი მონაცემები და ა. შ.) საბუთდებოდა. ხელისუფლება პირველი გავიდა კონსტიტუციური სივრციდან და აიძულა ოპოზიცია, ექსტრაორდინარული მეთოდები გამოეყენებინა. ედუარდ შევარდნაძის გადადგომის შემდეგ მოვლენები კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა. ანალოგიური რამ მოხდა უკრაინაში ნარინჯისფერი რევოლუციის დროს. ევრომაიდანის რევოლუციას ასევე სრულიად განსაკუთრებული მოვლენა უძღოდა წინ: ქვეყნის პრეზიდენტმა ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური განვითარების ტრაექტორიას არსებითად ცვლიდა. ეს გადაუდებელ სახალხო რეაქციას მოითხოვდა.
ქართული ოპოზიცია 2007-2009 წლებშიც ცდილობდა „ვარდების რევოლუციის“ სცენარის განმეორებას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მის წარუმატებლობას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის ზოგადად მთავრობის „სიცუდეს“ აპროტესტებდა, კონკრეტული სერიოზული მიზეზი კი არ ჰქონდა (თუ არ ჩავთვლით ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებას, მაგრამ ოქრუაშვილმა ეს მიზეზი მალე თვითონვე გააბათილა). მით უმეტეს, არაფერი გამოუვიდა იმავე მიხეილ სააკაშვილს, აწ უკვე უკრაინელ ოპოზიციონერს, 2017 წლის კიევში: სერიოზული საპროტესტო მუხტის შექმნას საკმარისი საფუძველი არ ჰქონდა (მისთვის უკრაინის მოქალაქეობის აშკარად უსამართლო ჩამორთმევა საკმარის მოტივს ვერ შექმნიდა).
სომხეთში თითქმის ყველა არჩევნებს მოსდევდა მასობრივი პროტესტი მათი გაყალბების ბრალდებით, თუმცა უშედეგოდ. პარადოქსია, მაგრამ პირველი საპარლამენტო არჩევნები, რისი შედეგიც არავის გაუპროტესტებია, 2017 წლისა იყო, რითაც დღეს მოქმედი პარლამენტი აირჩეს. მიმდინარე პროტესტებს ბიძგი მისცა სერჟ სარგსიანის ტყუილმა: მას ნათქვამი ჰქონდა, რომ ახალ კონსტიტუციურ წესრიგში პრემიერობაზე პრეტენზია არ ექნებოდა, მერე კი მაინც გახდა პრემიერი. გამოვიდა, რომ ტყუილით გაატარა მასზე მორგებული კონსტიტუციური რეფორმა. პრემიერის პოსტზე სარგსიანის დანიშნული კარენ კარაპეტიანი რომ დარჩენილიყო, შესაძლოა, არც არაფერი მომხდარიყო.
მაგრამ როდესაც პროტესტმა შედეგი გამოიღო და სარგსიანი გადადგა, რევოლუციური ოპოზიცია პარადოქსულ სიტუაციაში აღმოჩნდა. საპარლამენტო სისტემაში ერთი კაცის გადადგომა პოლიტიკურად არაფერს ცვლის; მაგრამ საპროტესტო მობილიზაციამ გააჩინა არსებული პოლიტიკური სისტემის დემონტაჟის შანსი და მისი არგამოყენება აბსურდული გამოჩნდა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ პროცესები კონსტიტუციური ჩარჩოდან გავა? არ ვიცით. ჯერჯერობით ოპოზიცია ცდილობს, ქუჩის ზეწოლა არსებულ პარლამენტში დეპუტატების მაქსიმალური რაოდენობის გადმოსაბირებლად გამოიყენოს. ეს ნიშნავს, რომ ის მეტ-ნაკლებად კონსტიტუციურ ჩარჩოებში დარჩენას ცდილობს, თუმცა ოპოზიციის ზოგი მომხრე თავის ლიდერებს მეტი რადიკალიზმისკენ მოუწოდებს.
რევოლუციის ლოგიკურ ჩარჩოებში ჩასმა ფუჭია: ეს მაქსიმალური გაურკვევლობის მომენტია, სადაც ყველაფერს ლიდერების არასტანდარტული გადაწყვეტილებები და მასების ცვალებადი ენთუზიაზმი წყვეტს. რევოლუცია იმისია, რომ მნიშნელოვანი ცვლილებები მოიტანოს და ამისთვის ექსტრაორდინარული მეთოდები გამოიყენოს. მაგრამ მისი საბოლოო წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, როგორ წარიმართება ხელისუფლების ცვლის პროცესი (თუ ის მოხდა), იქნება თუ არა ის ლეგიტიმური ადამიანთა მაქსიმალურად დიდი რაოდენობის თვალში.
30 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, ფერაძის და პეტრე იბერის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას II, V კვარტლების, სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, წყნეთის გზატკეცილის, თამარაშვილის გამზირის, ნუცუბიძის, მინდელის, ბედიას, პოლიტკოვსკაიას, ძოწის, საკანდელიძის, უნივერსიტეტის, თოფურიას, თავხელიძის, ქავთარაძის, მარიჯანის, ჩხეიძის, ბუდაპეშტის და ტირიფების ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რესპუბლიკის მოედნის, ჩიტაძის, ბერიძის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, V მიკრორაიონების, ჯავახეთის, ხომლელის და გახოკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და გვაზაურის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქურთების დასახლების, ნორიოს აღმართის, ქვალონის, ცაიშის და აბაშის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, თევდორე მღვდლის, გორის, ფიფიას, ფოთის, ბათუმის, ვახუშტი ბაგრატიონის, ევდოშვილის, ზუგდიდის და სოხუმის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების, წყაროთუბნის, მუხის, ლაზოს, კედიას, წყალსადენის, სარაჯიშვილის, ტაძრის, კუპატაძის, მონასტრის, შუშის, ილორის და ულიანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადიკვარის, კალანდაძის, ბერძნის, გორგასლის და მარტვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.
ემანუელ მაკრონის მიერ დონალდ ტრამპისთვის ნაჩუქარი მუხა თეთრი სახლის ეზოდან გაუჩინარდა.
გასულ კვირას, ტრამპმა და მაკრონმა თავად დარგეს ხე, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით გამართული ბრძოლის ველიდანაა წამოღებული.
“ეს კრავს ჩვენი გაერთიანების კვანძს” თქვა მაკრონმა და დაამატა, რომ ეს ხე იქნება მათი კავშირის შემახსენებელი.
შაბათს, Reuter-ის ფოტოგრაფმა აღბეჭდა, რომ მდელო, სადაც ხე დაირგო, ცარიელი იყო, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
ხის დარგვიდან მეოთხე დღეს მუხა ოფიციალური ახსნა-განმარტების გარეშე გაუჩინარდა.
ფრანგულმა რადიო-სადგურმა Franceinfo-მ მებაღეობის ინტერნეტ-საიტის gerbaud.com-ის განცხადება გაავრცელა, სადაც იუწყებოდნენ, რომ უკეთესია, მუხა დაირგოს შემოდგომაზე, რათა მომავალი ზაფხულის გვალვებისთვის ღრმად ჰქონდეს გადგმული ფესვები.
“შესაძლოა ხე შემოდგომაზე დაბრუნდეს” - თქვა gerbaud.com-მა.
მოგვიანებით, ფრანგმა ამბასადორმა Gerard Araud-მა Twitter-ზე დაწერა, რომ ხე კარანტინში გადაიტანეს.
ნინო კოლელიშვილი 14 წლის იყო, როცა მოიტაცეს. ის თბილისში ცხოვრობს, ახლა 39 წლისაა და 24, 18 და 9 წლის შვილები ჰყავს.
"13 წლის ასაკში გავყევი საკუთარი სურვილით. მაგრამ როგორც კი დედაჩემი მოვიდა, მივხვდი, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა და სახლში დავბრუნდი. 14 წლის რომ ვიყავი, როცა მომიტაცა. რამდენიმე მიზეზის გამო დავრჩი, მაშინ საქართველოში არსებული გარემო სწორედ ამისკენ მიბიძგებდა. როცა პირველად წამოვედი, გარშემომყოფები მეუბნებოდნენ - "შენ ხომ წაგიყვანეს", "შენ ხომ გათხოვდი". იყო სიყვარულიც და ამ დროს გგონია, რომ ეს ის გრძნობაა, რომელიც ოჯახის და თანაცხოვრების პერიოდში უნდა იყოს", - ამბობს ნინო.
15 წლის იყო, პირველი შვილი რომ გააჩინა. ორსულობის პერიოდში სკოლაში არ უვლია, მხოლოდ გამოცდებზე მიდიოდა. ამბობს, რომ ოჯახიდან გამომდინარე, სწავლის მოტივაცია ჰქონდა და სახლში კითხულობდა პროგრამულ წიგნებს, თუმცა მხოლოდ ამან ბევრი ვერაფერი მისცა.
სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, მეორე შვილი გაუჩნდა. მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა დაუსწრებელი სექტორი და სწავლის გაგრძელებას იქ აპირებდა, თუმცა ის მალევე გაუქმდა.
"როცა ბავშვი გაიზარდა, სხვა ფაქტორები გამოჩნდა. ნამდვილად ძალიან შემეშალა ხელი. შვილი კი არ გიშლის ხელს განვითარებაში, გიშლის თანმდევი ფაქტორები - როცა ბავშვი გყავს, საკუთარ თავს რაღაც დონეზე აღარ ეკუთვნი იმ დოზით, რა დოზითაც გჭირდება განვითარებისთვის. უნდა მიხედო, მოუარო, იზრუნო მის აღზრდაზე. თუ ხელისშემწყობი არ გყავს, ვინც შენს მაგივრად რაღაც დოზით მაინც შეასრულებს ამ საქმეებს, უბრალოდ დრო არ დაგრჩება იმისთვის, რომ სრულფასოვნად ისწავლო", - ამბობს ნინო კოლელიშვილი.
მისი აზრით, ადრეული ქორწინების შედეგად, ხელი ეშლება არა მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც ოჯახი შექმნა, არამედ მათ შვილებსაც.
"მეორე და მესამე შვილის აღზრდის პროცესში მივხვდი, რომ პირველ შვილთან მიმართებაში ბევრ რაღაცას ისე არ ვიზამდი, როგორც გავაკეთე. როცა პატარა ხარ, გგონია, რომ რაღაცები იცი. სინამდვილეში, ასე არ არის. მაგალითად, უფრო მეტს ვთხოვდი, ვიდრე უნდა მომეთხოვა. ამას ვაკეთებდი ინსტინქტის დონეზე - ვაცმევდი, ვაბანავებდი, მაგრამ მხოლოდ კვება და სისუფთავე ხომ არ არის? ბავშვს ამის გარდა ძალიან ბევრი რამე სჭირდება", - ამბობს ნინო კოლელიშვილი.
ნინო გვიყვება, რომ 16-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ქმარს დაშორდა.
"ზრდასრულ ასაკში შესაძლებელია ორი ადამიანი იყოს სხვადასხვა აზრზე და ეს არ გახდეს კონფლიქტი მიზეზი, თინეიჯერობისას რთულია. ამ დროს გინდა გართობა, მეგობრებთან ერთად დიდი ხნით წასვლა, დაკარგვა. ეს გამოცდილებები თუ არ მიიღე, ვერ მიხვდები რა გინდა. როცა ოჯახი გაქვს, ვერ ადგები ასე და ვერ წახვალ. ოჯახი გულისხმობს იმას, რომ ერთდროულად, ძალების ერთნაირი გადანაწილებით უნდა მოხდეს გაძღოლა. თუ ერთი მხარე მაინც მოიკოჭლებს, მთელი ტვირთი მეორე მხარეზე გადადის. მე 16 წლის თანაცხოვრების შემდეგ დამენგრა ოჯახი. არა იმიტომ, რომ ის იყო ცუდი ან მე, უბრალოდ, მერე ხვდები, რომ რაღაცები არ უნდა აიტანო და არც მას უნდა ჰქონდეს ასატანი", - ამბობს ნინო.
მას აქვს საქმე, სამსახური, თუმცა საკუთარ თავს შემდგარ ადამიანად არ მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, ნინო ამბობს, რომ მისი სამი შვილი ამის კომპენსირებას ახდენს.
"ვერ ვიტყვი, რომ შემდგარი ვარ და მაქვს პროფესია, რომელიც ძალიან მიყვარს. არ არის ასე. მაქვს სამსახური, მაქვს ჩემი საქმე, თუმცა შეიძლებოდა ამაზე უკეთესად ყოფილიყო. მაგრამ ის, რაც ჩემი ქორწინებიდან მაქვს, ამის კომპენსაციას ახდენს.დღეისთვის მყავს 3 ფანტასტიური შვილი და ვიბრძვი იმისთვის, რომ ისინი იყვნენ შემდგარი ადამიანები.
არ ვფიქრობ, რომ რადგან კონკრეტული რაღაცები ვერ გავაკეთე, ჩემი ცხოვრება დასრულდა. ცხოვრება გრძელდება, არ უნდა გაჩერდე და გააკეთო თუნდაც პატარ-პატარა საქმეები და რაღაც შედეგამდე აუცილებლად მიხვალ. მთავარია არ იყო უმოქმედოდ და ვიღაცაზე დამოკიდებული. ყველა ასაკში, ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს პირადი სივრცე, საქმე, რათა შემდგარი ადამიანი იყოს", - ამბობს ნინო.
ისტორია მეორე
14 წლის ასაკში შექმნა ოჯახი კიდევ ერთმა რესპონდენტმა, რომელიც მარნეულში ცხოვრობს.
"ეს ჩემი კი არა, ოჯახის გადაწყვეტილება იყო. სკოლაში ვსწავლობდი, პატარა ვიყავი და სიტუაცია ვერ აღვიქვი. ვიფიქრე, ჩემი ოჯახი თუ ასე ფიქრობს, ეს სწორია-მეთქი. ოჯახის ხათრისთვის გადავდგი ეს ნაბიჯი. ნეტა სწავლა გამეგრძელებინა... მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემს ქმარს სხვა ოჯახიც ჰყავდა და დავშორდი. ამ დროს 18 წლის ვიყავი. სწავლა და სამსახური დავიწყე, ორივე ერთად ძალიან რთული იყო. ახლაც ვმუშაობ, მყავს 6 წლის შვილი", - გვიყვება ის.
მისივე თქმით, ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნა სწორი არ არის და გოგოებმა განათლება უნდა მიიღონ.
"პატარები თხოვდებიან, დაავადებები უჩნდებათ შემდგომში. ზოგი ორი თვის შემდეგ ეყრება ქმარს. ხანდახან ასაკში სხვაობა 10-15 წელია - ბიჭი არის 30 წლის, გოგო 20 ან 17-18, ის ბავშვის ჭკუაზეა და 30 წლის კაცი უკვე სხვანაირად აზროვნებს, ერთმანეთს ვერ ეწყობიან", - ამბობს ის.
რესპონდენტი მშობლებს ურჩევს, რომ ბავშვს სრულყოფილი განათლების მიღების საშუალება მისცენ, რადგან მას უზრუნველყოფილი მომავალი ჰქონდეს.
ისტორია მესამე
ფოტო: ტაბულა
48 წლის მაია ხახუტაშვილი კახეთში, სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობს. ის 18 წლის იყო, როცა ოჯახი შექმნა.
"18 წლის გავთხოვდი, გაუაზრებლად, უაზროდ. ჩემი ცოლი იქნებიო და გავყევი. სად ცხოვრობდა და რამდენი წლის იყო, ისიც არ ვიცოდი, მხოლოდ შორიდან ვიცნობდი. სახლში რადგან მიმიყვანეს, უარი ვეღარ ვთქვი. განათლება არ მქონდა, არც აღზრდა, არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი ქმართან, დედამთილ-მამამთილთან. მანამდე საერთოდ ლაპარაკი არ ყოფილა გათხოვებაზე, მე სხვა კუთხით მზრდიდნენ და სხვანაირად მოვიქეცი. როგორ უნდა მოვქცეულიყავი ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ისიც არ ვიცოდი", - ამბობს ის.
მაია გვიყვება, რომ უმაღლეს სასწავლებელში ოჯახის შექმნის წელს ჩააბარა და ორსულობის, შემდეგ კი ბავშვის გამო სწავლა გაუჭირდა, თუმცა დასრულება შეძლო. დღეს მას ყარაჯალაში საკუთარი აფთიაქი აქვს, მუშაობს სტომატოლოგადაც.
"სასწავლებლად რომ წავედი თბილისში, ჩემმა დედამთილმა თქვა, მე რძალი იმიტომ მოვიყვანე, რომ საქმეებში დამხმარებოდა, ველ-მინდვრებში, ვენახებშიო. არ უნდოდათ რომ მესწავლა, ძლივს დავამთავრე, ტანჯვა-წამებით, ჩხუბით და ვარამით. ინსტიტუტიც თავისას მოითხოვდა. პირველი კურსი სულ ფეხმძიმედ ვიარე, მერე ბავშვი მყავდა, რომელიც ხან თბილისში იყო, ხან დედაჩემთან, ხან დედამთილთან. ბაღში ხან დადიოდა, ხან არა. ასე გაიზარდა.
მე სწავლა და ამხანაგები მინდოდა, ოჯახისთვის მზად არ ვიყავი. რომ ვთქვა, სხვისი ბრალი არ არის, განათლება არ მქონდა ამ მხრივ. ინსტიტუტი რომ დავამთავრე, ბავშვისთვის მზად მაშინაც არ ვიყავი. მინდოდა ინტერნატურა გამევლო, სწავლაში წინ წავსულიყავი... მაგრამ იმ ეტაპზე დავრჩი", - ამბობს მაია ხახუტაშვილი.
ის გვიყვება, რომ სოფელში ადრეული ქორწინების შედეგად, ქალების ჯანმრთელობა ხშირად ზიანდება და სოფელში ბევრ ქალს საშვილოსნოს ამოჭრაც მოუხდა, ყოფილა მშობიარობის დროს გარდაცვალების შემთხვევებიც.
"30-32 წლის ქალს აქ უკვე შვილიშვილები ჰყავს. 47-48 წლის ასაკის ქალებს უთქვამთ, 36-40 აბორტი გამიკეთებიაო", - ამბობს ის.
ჯანმრთელობა
ადრეულ ასაკში ქორწინებას, როგორც წესი, თან ახლავს განათლების მიღების პრობლემა, ჯანმრთელობის გაუარესება, ნაადრევი მშობიარობა და აბორტი. ის დედათა და ბავშვთა ავადობისა და სიკვდილიანობის რისკს ზრდის.
ტაბულა ესაუბრა ექიმ-რეპროდუქტოლოგ მაკა გეგეჭკორს, რომელიც ადრეულ ასაკში სქესობრივი კონტაქტის და ორსულობის შესაძლო უარყოფით შედეგებზე მხარეებზე გვიყვება. მისი თქმით, სამედიცინო თვალსაზირსით, 18 წელი გვიანი მოზარდობის პერიოდია და ამ ასაკამდე ორგანიზმი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. კერძოდ, საუბარია რეპროდუქციულ, ძვლოვანი სისტემებზე, ასევე, ცენტრალური ნერვული სისტემის იმ სტრუქტურებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სასქესო და რეპროდუქციულ ფუნქციაზე.
"რაც მთავარია, ჯერ არ არის მზაობაში მენტალური ჯანმრთელობა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც მოსდევს სქესობრივი ცხოვრების ნაადრევ დაწყებას - არასასურველი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და მათი შორეული გართულება - უნაყოფობა. ამ თვალსაზრისით უფრო იჩაგრება გოგონა, მიუხედავად იმისა, რომ პროცესში ორივე მხარე თანაბარწილად მონაწილეობს. სიმძიმეც უფრო მისი ხვედრია - ორსულობა, თუნდაც ნორმალური, დროული გამოსავალით, მშობლობისთვის არამზაობა, არაჯანსაღი ინსტინქტები და უკვე გაჩენილი ბავშვის გამიზნული დაჩაგვრა, რომ არაფერი ვთქვათ თავად გოგონას შემდგომი ცხოვრების პერსპექტივებზე, განათლების და საზოგადოებრივი საქმიანობის შეუძლებლობაზე", - ამბობს მაკა გეგეჭკორი.
გარდა ამისა, რეპროტუქტოლოგის ინფორმაციით, ადრეულ ასაკში ორსულობას ხშირად ახასიათებს მშობიარობა მძიმე შედეგებით.
"ორსულობა მეტად რთული პროცესია. ჯერ ვერჩამოყალიბებულ სასქესო ორგანოებში ეს ბევრ ხიფათს ქმნის, მოზარდის მენჯის ძვლოვან სისტემას უჭირს მოცულობაში 500-ჯერ გაზრდილი საშვილოსნოს "ზიდვა" და გართულებაც ხშირად არ აყოვნებს - ორსულობის თანმხლები არასასურველი გამოსავალი და რისკი, დაწყებული საშვილოსნოსგარე ორსულობიდან, დასრულებული სამეანო და უშუალო მშობიარობის მძიმე შედეგებით, მეტად ახალგაზრდა ასაკში სტატისტიკური სიხშირით გამოირჩევა. გასაგებია ასევე, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ორსულობა, თავისი არასასურველობისა და დაუგეგმაობის გამო, ხანდახან განწირულია შეწყვეტისთვის, ანუ აბორტისთვის", - ამბობს მაკა გეგეჭკორი.
რეპროდუქტოლოგი საუბრობს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან თავდაცვის მნიშვნელობაზეც, ასევე, დროულ დიაგნოსტიკასა და რაციონალურ მკურნალობაზე.
მაკა გეგეჭკორი ხაზს უსვამს, რომ ადრეული ქორწინება გარკვეული კულტურული თავისებურებაა და ის სერიოზულ შეზღუდვებს უქმნის ახალგაზრდა ქალების სრულფასოვან ცხოვრებას, მით უმეტეს თუ ეს ურთიერთობები ძალადობრივ ხასიათს ატარებენ.
ბრძოლა
სამირა ბაირამოვააქტივისტია ქვემო ქართლში, მარნეულში. ის აქტიურადაა ჩართული ქალთა უფლებების კუთხით საზოგადოების განვითარებაში. 2012 წლიდან ადრეული ქორწინების საკითხებზეც მუშაობს, ხვდება მშობლებს, მოსწავლეებს, საზოგადოების აქტიურ წევრებს და ცდილობს ცნობიერება შეცვალოს.
ფოტო: Gündəlik - Gürcüstan
ის ამბობს, რომ ამ კუთხით ყველაზე დიდი პრობლემა დაგვიანებული ან არასაკმარისი რეაგირებაა.
"ჩვენთან გავლენიანი პირები, გამგეობა, მერია, პოლიცია, არ ფიქრობენ, რომ ეს დანაშაულია. ძალიან ცუდია, რომ მალავენ ადრეული ქორწინების შემთხვევებს. ეს ეხება სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებს, რესურსცენტრს. როცა მასწავლებელი თავისი ბიჭისთვის გოგოს ირჩევს, ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია.სამართალდამცავი ორგანოები ჩვენთან ფაქტობრივად არ მუშაობენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი მიმართავს, განცხადებას გვიან არეგისტრირებენ, ან საერთოდ არ არეგისტრირებენ. ამბობენ, რომ ადრეული ქორწინება ორივე მხარის შეთანხმებაა. მოტაცების შემთხვევაში არის ოჯახები, რომლებიც ბოლომდე მიდიან, არ არიან თანახმა, რომ შვილი გაათხოვონ და მხოლოდ შემდეგ ინტერესდებიან სამართალდამცავი უწყებები. პრობლემაა კანონმდებლობის აღსრულება. ჩვენი ხალხი კანონის დამცველია, როცა კანონი არსებობს და მუშაობს, ისინი არ დაარღვევენ. თუ ასე ხდება, თუ არ ეშინიათ, ეს იმას ნიშნავს, რომ სამართალდამცველები არ მუშაობენ, მალავენ პრობლემას", - ამბობს სამირა ბაირამოვა.
აქტივისტი გვიყვება, რომ სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების დახმარებით, დღეს ახალგაზრდების ნაწილი სწავლით ინტერესდება. ბაირამოვა ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია მათთვის სივრცეების შექმნა, საზოგადოებაში ინტეგრაცია, სკოლაში მისვლაც საინტერესო უნდა იყოს და შემდეგ გოგოებს სხვა ინტერესი გაუჩნდებათ.
"ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემა ჩვენთან ყოველთვის არ იყო, ჩემი მშობლების თაობას განათლება აქვს მიღებული. ეს ტენდენცია დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იმ უბედურებების მერე ათხოვებდნენ შვილებს, რადგან ფული, საჭმელი არ ჰქონდათ. მე ამ საზოგადოების წევრი ვარ და ვხედავ პრობლემას. აღარ მინდა გოგონების უბედურ, იმედდაკარგულ სახეებს ვხედავდე. უნდა ჰქონდეს ადამიანს შეცდომის დაშვების უფლება. სკოლაში ნორმალური სწავლა არ არის და ფიქრობენ, რომ ოჯახის შექმნა გამოსავალია.სხვა არაფერი ხდება, ნორმალური გზა და ტრანსპორტი არ არის, ადამიანი სოფლიდან ქალაქში რომ ჩავიდეს, თუნდაც კონცერტზე წავიდეს. სკოლაც ისეთ მდგომარეობაშია, რომ იქ სწავლა შეუძლებელია", - ამბობს სამირა ბაირამოვა.
კიდევ ერთი ადამიანი, ვინც ადრეულ ქორწინებას აქტიურად ებრძვის, ელზა აშიროვაა. ის კახეთში, ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლის დირექტორია. მისი თქმით, სტატისტიკა უმჯობესდება. გარდა ამისა, აშიროვა ამბობს, რომ იზრდება სწავლისადმი გოგოების ინტერესი.
ფოტო: ტაბულა
სკოლის დირექტორი გვიყვება, რომ ამ საკითხების განხილვა ბავშვებთან და მშობლებთან სხვადასხვა გზით და მეთოდით მიმდინარეობს, არის გარკვეული აქტივობებიც, დისკუსიები, შეხვედრები. მისი თქმით, სასწავლო წლის განმავლობაში ადრეული ქორწინების 23 ან 18 შემთხვევაც ყოფილა, თუმცა ახლა კლებისკენ წავიდა და წელს მხოლოდ ერთი ასეთი ფაქტი იყო. ელზა აშიროვა მიიჩნევს, რომ ამას ხელი შეუწყო კანონში ცვლილებამაც, რომლის მიხედვით 16 წლამდე პირთან სქესობრივი კონტაქტი იკრძალება.
"ადრეული ქორწინება ძალიან აქტუალური და პრობლემურია, მით უმეტეს ნაცნობია ჩვენი სოფლისთვის, რადგან ტრადიციულად მიღებულია არასრულწლოვანთა დაოჯახება. უნდა ითქვას, რომ ბავშვი სრულად ვერ განსაზღვრავს საფრთხეებს, შეიძლება მისთვის სახალისოც იყოს და დათანხმდეს ამ კავშირს. ყოფილა 13 წლის გოგოების დაქორწინების შემთხვევებიც და ძალადობის ფაქტიც, როცა გოგომ თვითმკვლელობით გამოხატა პროტესტი. თუმცა, რაც აქ ვმუშაობ, იძულების შემთხვევა არ ყოფილა. მაგრამ ბავშვია და უნდა თუ არ უნდა, ემორჩილება მშობელს", - ამბობს ელზა აშიროვა.
მისი თქმით, ასეთი შემთხვევების შესახებ სკოლა ინფორმაციას სოციალურ სააგენტოს და პოლიციას აცნობებს. გარდა ამისა, სკოლის დირექტორი ყვება, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა გასაუბრების, მსჯელობის, ინფორმაციის მიწოდების შემდეგ დაქორწინება გადაიდო. ასეთ დროს, ელოდებიან როდის გახდება გოგო 16 წლის.
ელზა აშიროვა ამბობს, რომ ზოგიერთი მშობელი, როცა ხედავს, რომ მისი შვილი აქტიური და შემოქმედებითია, ცდილობს სწავლა გააგრძელებინოს და ოჯახის შექმნას არ ჩქარობს. თუმცა, ეს არ არის ხშირი.
სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლაში ამჟამად 741 მოსწავლეა, არის ერთი მე-12 კლასი, სადაც 16 მოსწავლეა და მათგან 9 აბიტურიენტი. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ აბიტურიენტებს შორის გოგოების რაოდენობა მეტია და მათი კურსდამთავრებულები სწავლას თბილისში ან თელავში აგრძელებენ.
"საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ადრეული ქორწინება, არასრულწლოვნის გათხოვება არის ცუდი მშობლისთვისაც, არამხოლოდ ბავშვისთვის. თუ შვილი უყვართ, უნდა იფიქრონ მასზე, მის ჯანმრთელობაზე, რომ ეს ავნებს ჯანმრთელობასაც, ბავშვობის წლები არ უნდა წაართვან.რადგან კლებადობისკენ მიდის, არ ნიშნავს რომ აქ გავჩერდეთ და ჩავთვალოთ, რომ პრობლემა მოგვარებულია. ცოტა უხერხულია, 21-ე საუკუნეში ჩემს სოფელთან დაკავშირებით ამ თემაზე რომ მიწევს ლაპარაკი. სასურველია ყველაფერი გაკეთდეს ისე, რომ ეს მინიმალური რიცხვიც არ იყოს", - ამბობს სკოლის დირექტორი.
უფლებები
სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის პრაქტიკა კვლავ რჩება გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთ ყველაზე შემაშფოთებელ გამოვლინებად, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ქალთა და გოგოების უფლებრივ მდგომარეობაზე.
ომბუდსმენი ამბობს, რომ მაღალია ბავშვის დაბადებისას არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობა და პრობლემად რჩება ადრეულ ასაკში ფაქტობრივი თანაცხოვრების, ქორწინების იძულების, ნიშნობის და მოტაცების ფაქტები.
"ადრეული ქორწინება პირველ რიგში გენდერული უთანასწორობის პრობლემაა, რადგან, სტატისტიკური მონაცემებიც და პრაქტიკაც გვიჩვენებს, რომ ამ ასაკში ყველაზე ხშირად გოგონები ქორწინდებიან. ასევე, რა თქმა უნდა, ეს ფაქტები გავლენას ახდენს როგორც ბავშვის განათლების უფლების რეალიზაციაზე, ასევე, ხშირ შემთხვევაში მოიცავს ბავშვის სქესობრივი ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ ფაქტებს და მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. გარდა ამისა, ჩვენი პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ოჯახში ძალადობის მიმართ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი არიან ადრეულ ასაკში დაქორწინებული პირებიდა მათ მოწყვლადობას განაპირობებს ისიც, რომ ხშირად ადრეული ქორწინების გამო მათ უწევთ სწავლის მიტოვება, არ აქვთ პროფესია და შესაბამისად, ეკონომიკური დამოუკიდებლობის არ ქონის გამო, ისინი რთულად ტოვებენ ძალადობრივ გარემოს", - ამბობს სახალხო დამცველის მოადგილე, ეკა სხილაძე.
მისივე ინფორმაციით, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ბოლო წლებში ფაქტობრივი თანაცხოვრების შემთხვევები შემცირდა, თუმცა გაიზარდა ე.წ. ნიშნობების შემთხვევები.
"ხშირად ეს შეიძლება გულისხმობდეს იმასაც, რომ საქმროს სურვილისამებრ გოგონა განათლების მიღებას წყვეტს, რისი არაერთი შემთხვევაც გვქონია პრაქტიკაში.როდესაც გახდება 16 წლის, შემდეგ ხდება ქორწინება, ანუ მაშინ, როცა სისხლის სამართლის წესით დასჯადი არ არის. თუმცა 16-დან 19 წლამდეც არის რისკ ჯგუფი და ითვლება, რომ ეს არის ადრეულ ასაკში ქორწინება", - ამბობს სხილაძე.
სახალხო დამცველის მოადგილე გვიყვება, რომ აპარატის მიერ შესწავლილი საქმეების მიხედვით, მთავარი პრობლემა და გამოწვევა ადრეულ ასაკში ქორწინების შედეგების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა და არ ქონაა. ეკა სხილაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჰქონდეს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული სტრატეგია.
"ასევე, ყველა გამოვლენილ შემთხვევაზე უნდა იყოს დროული და ადეკვატური რეაგირება, რათა მან არ წაახალისოს მსგავსი ფაქტები. გვინახავს შემთხვევები, როცა ეფექტიანი რეაგირების დროს პრევენცია მოხდა და გვინახავს შემთხვევებიც, როცა რეაგირების დაგვიანებამ წამახალისებელი ეფექტი იქონია", - აცხადებს ომბუდსმენის მოადგილე.
"ბავშვის უფლებაა, ჰქონდეს ბავშვობა და არ გახდეს ზრდასრული იმაზე ადრე, ვიდრე კანონმდებლობა იცავს მის ბავშვობას", - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი. მისი განცხადებით, ადრეული ქორწინება ძალადობის რისკსაც ზრდის.
"ეს ყველა შემთხვევაში უფლებების დარღვევაა, მიუხედავად იმისა, რა ტიპის შედეგი დადგება ქორწინებიდან. გარდა ამისა, უკვე დადგენილია ის, რომ ადრეული ქორწინება არღვევს განათლების ხელმისაწვდომობის, ჯანმრთელობის დაცვის, განვითარების და სხვა უფლებებს. ასევე, დაკავშირებულია ძალადობის მომეტებულ რისკთან და დისკრიმინაციასთან", - ამბობს ის.
ადრეულ ასაკში დაქორწინებულ გოგოებთან მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, ანა არგანაშვილი აცხადებს, რომ ისინი ხშირად განიცდიან საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს. გარდა ამისა, ვინაიდან, მათი განათლება შეწყდა, ძალიან მცირეა თვითრეალიზების შანსი.
"ჩვენ მათ ხშირად თავდაცვის პოზიციაში ვაიძულებთ ჩადგომას. ასე არ უნდა ხდებოდეს, ეს ჩვენი მუშაობის ხარვეზია ან საზოგადოებასთან არ ვმუშაობთ საკმარისად. საზოგადოება სინამდვილეში ვერ მიყვება იმ საკანონდებლო ცვლილებებს, რომელიც საქართველოში არის. მასწავლებლებისგან მომისმენია, რომ გოგო, რომელიც გახდა ადრეული ქორწინების მსხვერპლი, სკოლაში არ უნდა დაბრუნდეს, რადგან სხვებისთვის მისაღები არ იქნება ან რაღაც ისეთი ცოდნები ექნება, რაც სხვებს არ უნდა გაუზიაროს. ძალიან ბევრი სტერეოტიპული შებოჭვა აქვთ ამ გოგოებს და შესაბამისად, ისინი არ გრძნობენ თავს მზად იმისთვის, რომ მათი უფლებები ან თავად დაიცვან, ან სხვებს მისცენ ამის საშუალება", - ამბობს ანა არგანაშვილი.
უფლებადამცველი პრობლემას ხედავს კანონმდებლობის აღსრულებაში. მისი თქმით, მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებისა, პოლიტიკა არ შეცვლილა.
"კანონმდებლობა რა არის მხოლოდ ის, რომ აღმოვაჩინოთ ბავშვები და ქალები, რომელთა უფლებები უკვე დაირღვა, კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს პრევენციას და ამ გოგოების გაძლიერებას, მიყენებული ზიანის რეაბილიტაციას, რაც არ ხდება. ხშირად, ადრეული ქორწინების მსხვერპლი არ არის თანახმა, რომ შეწყდეს ქორწინება, რადგან არ იცის რა მოხდება შემდეგ - სად უნდა წავიდეს, ბავშვებს როგორ მოუაროს, განათლებას ვერ იღებს, პროფესია და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა არ აქვს და ა.შ", - ამბობს ანა არგანაშვილი.
რაც შეეხება ადრეული ქორწინების შემთხვევაში ორმხრივ ნებას, 18 წლამდე პირი ითვლება ბავშვად, რომელსაც არ შეუძლია მისცეს გააზრებული თანხმობა.
"ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის განსაზღვრის და დაცვის ვალდებულება საბოლოოდ მხოლოდ ზრდასრულებს გვეკისრება და დღეს ვერც ერთი ზრდასრული სამეცნიერო წყაროებზე დაყრდნობით ვერ იტყვის, რომ ბავშვთა ქორწინება, რომელიც არღვევს ბავშვის განათლებას, განვითარების, ჯანმრთელობას და ძალადობისგან დაცვის უფლებას, შეიძლება იყოს მისი ჭეშმარიტი ინტერესი", - აცხადებს ანა არგანაშვილი.
კანონი და სახელმწიფო
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის მიხედვით, სქესობრივი კონტაქტი 16 წლამდე პირთან დასჯადია. დანაშული 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
2017 წლის 1 იანვრიდან კი აიკრძალა 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაციაც.
გარდა ამისა, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლიდან ყველა სკოლა ვალდებულია აღრიცხოს იმ მოსწავლეების რაოდენობა, რომლებმაც დაწესებულება ადრეულ ასაკში მიატოვეს. უწყებაში განმარტავენ, რომ განახლებული ელექტრონული სისტემა სკოლის მიტოვების მიზეზების დეტალიზაციის საშუალებას იძლევა, რაც ზოგადი სტატისტიკის წარმოებას ხელს უწყობს.
სამინისტროში ამბობენ, რომ მონიტორინგის პროცესში მოწმდება აქვს თუ არა სკოლას ბავშვის ძალადობასთან დაკავშირებით შიდა წესები შემუშავებული და დამტკიცებული, არის თუ არა განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი და მოხდა თუ არა ძალადობის, მათ შორის ადრეული ქორწინების შემთხვევების რეფერირება.
"ოჯახის მხრიდან ქორწინების მიღება და სწავლის მიტოვება, განიხილება, როგორც განათლების უფლების შეზღუდვა.შესაბამისად, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა იყოს განხილული და ეცნობოს სოციალურ სამსახურს. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ნაადრევ ქორწინებაში მყოფ მოსწავლეს აქვთ საშუალება შეუფერხებლად გააგრძელოს სწავლა ზოგადსგანმანათლებლო დაწესებულებაში, ან განათლება მიიღონ ალტერნატიული გზით - ექსტერნატის ფორმით", - აცხადებენ უწყებაში.
განათლების სამინისტროში საუბრობენ ადრეული ქორწინების აღმოფხვრის პროცესში მასწავლებელთა განსაკუთრებული როლის შესახებ და აღნიშნავენ, რომ მათი პროფესიული უნარჩვევების ამაღლების მიზნით ტრენინგები რეგულარულად ტარდება.
გარდა ამისა, უწყებაში აცხადებენ, რომ სკოლებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ბიოლოგიის გაკვეთილზე ისწავლება. საუბარია მე-8 კლასის სახელმძღვანელოზე, სადაც ერთ-ერთი პარაგრაფი ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეძღვნება.
"აღწერილია სოციალური პრობლემები და რისკები, რომლებიც თან სდევს ნაადრევ ქორწინებას. აგრეთვე აღწერილია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებები და დარღვევები, რომლებიც უარყოფითად აისახება როგორც გოგონებზე, ასევე ახალშობილზე", - ამბობენ უწყებაში.
სამინისტროში აცხადებენ, რომ აგრძელებენ შეხვედრებს მშობლებთან იმ რეგიონებში, სადაც ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტები შედარებით ხშირად ფიქსირდება. უწყების ინფორმაციით, შეხვედრების მიზანი ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებული რისკების გაცნობაა და მასში ფსიქოლოგები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შსს-ს და სოციალური სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
რაც შეეხება სამართალდამცავ უწყებებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ადრეული ქორწინების შემთხვევებში გამოძიებას ქორწინების იძულების (სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა) ან 16 ასაკის მიუღწეველის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის (140-ე) მუხლებით იწყებენ.
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია ტაბულასთან ამბობს, რომ 140-ე მუხლის დარღვევა უფრო ხშირია, როცა ქორწინება ნებაყოფლობით ხდება. თოლორაია მიიჩნევს, რომ სწორედ ამის გამო, ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც ცნობიერების ამაღლებისკენ იქნება მიმართული.
პოლიციელთა მხრიდან არასათანადო და დაგვიანებულ რეაგირებასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხად, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ორი თვეა აქტიური მონიტორინგი მიმდინარეობს და ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, ოჯახური დანაშაულის ნიშნებით შესულ შეტყობინებაზე რეაგირება ადგილზე თუ არ ხდება, დეპარტამენტი გასცემს შესაბამის მითითებას, რომ გამოძიება დაიწყოს.
"ორი თვეა აქტიურ მონიტორინგს ვაწარმოებთ და ნამდვილად არ დაფიქსირებულა ფაქტები, როცა დანაშაულის ნიშნები იყო და ჩვენ გამოძიება არ დავიწყეთ ან ძალიან მოგვიანებით დავიწყეთ. ასეთ ფაქტებს, შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ ადგილი არ ჰქონია. არც საჩივრები შემოსულა, რომ პოლიცია რეაგირებას არ ახდენს", - ამბობს ლონდა თოლორაია.
მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისიდან ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურ კამპანიას იწყებს, რაც მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პრევენციული კამპანია ძირითადად იმ რეგიონების მოსახლეობას შეეხება, სადაც ადრეული ქორწინების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, კერძოდ, კახეთსა და ქვემო ქართლს.
"ვგეგმავთ საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას მასწავლებლებთან, როგორ შეიძლება ამის იდენტიფიცირება მოახდინონ ადრეულ ეტაპზე. მაგალითად, თუ ბავშვმა შეწყვიტა სკოლაში სიარული, მოგვაწოდონ ინფორმაცია", - ამბობს ის.
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, დაწყებულია ოჯახში დანაშაულის მიმართულებით გამომძიებელთა სპეციალიზაციაც, რათა მათ დანაშაულის მსხვერპლებთან ან პოტენციურ მსვერპლებთან კომუნიკაცია უკეთ მოახერხონ.
სტატისტიკა
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და UNICEF-ის ერთობლივი კვლევისმიხედვით, ადრეული და ბავშვობის ასაკში ქორწინება მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვეულებრივი და გავრცელებული მოვლენაა, დედაქალაქის, თბილისის, ჩათვლით.
ფოტო: UNFPA GEORGIA
თვისებრივმა კვლევამ ცხადყო, რომ ადრეულ ასაკში დაქორწინებული გოგოები, ბიჭებისგან განსხვავებით, განათლების, დასაქმების პერსპექტივისა და სოციალური კავშირების გარეშე რჩებიან. აღსანიშნავია, რომ ამავე დოკუმენტის მიხედვით, გოგოებისთვის ქორწინებამდე სექსუალური კავშირი მისაღებად არ მიიჩნევა და ამიტომ მოზარდებისთვის ერთადერთ ალტერნატივად ოჯახის შექმნა რჩება.
გარდა ამისა, ადრეული ქორწინების შემთხვევაში, გოგოს მოვალეობად ოჯახისა და ბავშვის მოვლა მიიჩნევა. ფინანსების განკარგვის, გოგოს განათლების გაგრძელებისა და ოჯახის დაგეგმვის შესახებ გადაწყვეტილებებს ქმარი ან ქმრის მშობლები იღებენ. მიიჩნევა, რომ დაქორწინებული გოგოსთვის ოჯახის ყოლასთან ერთად, განათლების მიღება შეუთავსებელია.
გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული 2010 წლის კვლევის მიხედვით, 20-24 წლის ასაკის ქალების დაახლოებით 14% 18 წლის ასაკამდე ქორწინდება. ეს ევროპაში ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ ბევრი ქორწინება რეგისტრირებული არ არის, რის გამოც, ზუსტი ციფრის გაგება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით მომდევნო რაოდენობრივი კვლევის ჩატარება მიმდინარე წელს იგეგმება, რომლის შედეგები ცნობილი 2019 წელს გახდება.
სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში მოყვანილია ადრეულ ასაკში ქორწინების სტატისტიკა, რომელიც აპარატს სხვადასხვა უწყებამ მიაწოდა.
მონაცემები ასეთია:
ქორწინების იძულება: 2017 წელს 6 შემთხვევა, 2016 წელს 3;
თავისუფლების უკანონო აღკვეთა: 2017 წელს 41 შემთხვევა, 2016 წელს 26;
სექსუალური ხასიათის შეღწევა 16 წელს მიუღწეველთან: 2017 წელს 173 შემთხვევა, 2016 წელს 183;
სკოლის მიტოვება: 2017 წელს 75 შემთხვევა, 2016 წელს 115;
არასრულწლოვანი მშობელი: 2017 წელს 835 შემთხვევა, 2016 წელს 1278;
გარდა ამისა, ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშში მოყვანილია არასრულწლოვანი პირის ქორწინების, სკოლის მიტოვების, არასრულწლოვანი მშობლების სტატისტიკაც.
ომბუდსმენმა გამოითხოვა ინფორმაცია სოციალური სააგენტოსგანაც, რომლის მიხედვით, უწყებამ 2017 წელს ადრეულ ასაკში ქორწინების სულ 98 შემთხვევა შეისწავლა.
გარდა ამისა, ქორწინების იძულების მუხლით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 შემთხვევაში დაიწყო გამოძიება, ხოლო სასამართლოს არცერთი საქმე არ განუხილავს.
საქართველოს ბანკის, პარტნიორობითა და THE FINANCIAL ის ორგანიზებით საქართველოს საბანკო სფეროსა და ინოვაციის ფორუმი გაიმართა. ფორუმზე ძირითადი განხილვის თემა იყო საბანკო მომსახურების მომავალი, საბანკო სფეროს გამოწვევები და შესაძლებლობები, ციფრული ტექნოლოგიები.
ფორუმზე საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ბანკის ხედვა ტრადიციული და ციფრული საბანკო მოდელის და დაგროვილი ქონების/კაპიტალის მართვის შესახებ.
"დღვანდელი ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი მიზანია ვისაუბროთ საბანკო სექტორის გამოწვევებზე, მის მომავალზე, ძირითად ტენდენციებზე. ვფიქრობ, ციფრული მიმართულება საბანკო მომსახურებაში არის მნიშვნელვანი, ამ ეტაპზე ქართული საბანკო სექტორი ნამდვილად არ ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების ციფრულ საბანკო მომსახურებას. ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რეგიონში ფინანსური სერვისების ცენტრი გახდეს, საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ საბანკო სექტორი განვითარებული და ინოვაციური სექტორია ჩვენს ქვეყანაში, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას “,- განაცხადა კახა კიკნაველიძემ.
ფორუმში ასევე იღებდნენ მონაწილეობას საფინანსო სექტორის, ეროვნული ბანკის, ბანკების ასოციაციის, საქართველოში მოქმედი ბანკების წარმომადგენლები.
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ საზოგადოებას ფინანსურ სერვისებზე წვდომა მნიშვნელოვნად გაუმარტივა და მას მეტი კომფორტი და სისწრაფე შესძინა. ინტერნეტში დღეს შესძლებელია პრაქტიკულად ყველაფერი, იქნება ეს შოპინგი, დასაქმება, განათლება, ურთიერთობა, გართობა და ა.შ. შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად, სულ რამდენიმე წუთში ნივთის შეძენა, საკვების გამოძახება, ბილეთის დაჯავშნა თუ ონლაინსესხის აღება.
როგორ შევარჩიო ჩემთვის ყველაზე ხელსაყრელი ონლაინ სესხი?
სესხის აღებისას სასურველია კარგად გაეცნოთ სხვადასხვა საფინანსო კომპანიების მიერ შემოთავაზებულ პროდუქტებს და ის თქვენს შესაძლებლობებსა და საჭიროებებს შეადაროთ.
მნიშვნელოვანია კარგად განსაზღვროთ თუ რა თანხის მიღება გსურთ თქვენი მიზნების განსახორციელებლად. ასევე აირჩიოთ ამ თანხის ვადიანობა. რაც უფრო ხანმოკლეა სესხი ყოველთვიურად მისი მომსახურება უფრო ძვირი ჯდება, შესაბამისად მნიშვნელოვანია დაფიქრდეთ გირჩევნიათ თუ არა თანხის უფრო ხანგრძლივი ვადით გამოტანა.
მნიშვნელოვანია აირჩიოთ სანდო ფინანსური პარტნიორი. კომპანია, რომელსაც ბაზარზე საქმიანობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს დაგროვილი და რომლის მომსახურებითაც წარმატებით ისარგებლა ათასობით ადამიანმა. გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ კომპანიების რეიტინგებს და მომხმარებელთა შეფასებებს. სანდო პარტნიორი ნიშნავს იმას, რომ კომპანია არ გაკისრებთ სხვადასხვა სახის ფარულ გადასახადებს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის საკომისიოები, რომლებიც სესხის თავდაპირველ ღირებულებაში ასახული არაა.
კიდევ ერთი საკითხი რისი გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია, არის ის თუ რა პროცედურების გავლა გჭირდებათ სესხის მისაღებად. ასევე, თუ რამდენად სწრაფად არის შესაძლებელი სასურველი თანხის მიღება. ყურადღება მიაქციეთ სესხის დამტკიცებისთვის საჭირო დროის ხანგრძლივობას. თუ თანხის მიღება რამდენიმე წუთში გინდათ, თქვენთვის არაპრაქტიკული შეიძლება აღმოჩნდეს იმ კომპანიების შემოთავაზებები, რომელთაც სესხის დამტკიცებისთვის უფრო დიდი დრო ესაჭიროებათ.
არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა სესხს, რომელსაც აიღებთ პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ, რადგან სესხის პირობების დარღვევამ შესაძლოა ისტორია გაგიფუჭოთ და მომავალში სხვა სესხის აღებისას ამის გამო სირთულე შეგექმნათ.
რატომ სოლვა?
სოვლას ქართულ ბაზარზე არსებული სხვა კომპანიებისგან გამოარჩევს 3,000 ლარამდე მოცულობის გრძელვადიანი სესხების გაცემის შესაძლებლობა. ეს მომხმარებელთა დიდი ნაწილისთვის კომფორტს ქმნის, რადგანაც თანხის დაბრუნება არა რამდენიმე თვეში, არამედ უფრო ხანგრძლივ პერიოდში ხდება.
თანხის მოცულობა სოლვას კიდევ ერთი უპირატესობაა. 3,000 ლარი არის იმაზე მეტი, რასაც სხვა კომპანიები გასეცემენ. თუ მაგალითად თანხა რამდენიმე მსხვილი შენაძენისთვის გჭირდებათ აღარ გიწევთ თითოეული მათგანისთვის ცალკე კრედიტის აღება, რადგანაც მხოლოდ ერთი კრედიტის მომსახურება ბევრად მარტივია ვიდრე რამდენიმესი.
ამავდროულად, 3,000 ლარი შეგიძლიათ გამოიყენოთ მსხვილი შენაძენისთვისაც, მაგალითად თანხა დახარჯოთ რემონტისთვის ან გამოიყენოთ როგორც მანქანის სესხი - Solvaშესაძენად. (manqanis sesxi)
Solva-ში სესხის აღება ნებისმიერი მიზნით არის შესაძლებელი, რაც მომხმარებელს დამატებით ჩარჩოებში არ აქცევს და თანხას ხელმისაწვდომს უფრო მეტი ადამიანისთვის ხდის.
სოლვას კიდევ ერთი უპირატესობა არის ამ სერვისის სისწრაფე და პროცედურის სიმარტივე. საჭიროა მხოლოდ რეგისტრაცია და სესხის მოთხოვნის განცხადების შევსება, დადებითი პასუხის მიიღების შემდეგ კი თანხის თქვენს ანგარიშზე მიღება 15 წუთშია შესაძლებელი.
საბანკო კრედიტისგან განსხვავებით არ არის საჭირო სხვადასხვა სახის დოკუმენტების შეგროვება და ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა. შედეგად თქვენ ზოგავთ როგორც დროს, ასევე ენერგიას.
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის ორგანიზებით, თბილისში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენა მოეწყო, სახელწოდებით "ცა ყველასთვის ერთია", რომელიც მოზარდებში თანასწორობის საკითხის გააზრებას ეხება.
[gallery]
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ნატალი პატარიძე ტაბულასთან საუბრისას ამბობს, რომ მას აინტერესებდა, როგორ აღიქვამენ მოზარდები სიტყვა "თანასწორობას", სტერმინის ყველანაირი განმარტების გარეშე.
"ჩვენთვის ეს იყო ერთგვარი ექსპერიმენტი, რადგან არ მიგვიცია ტერმინის განმარტება, არც მიმართულებები, უბრალოდ, დაგვაინტერესა, ამ ტერმინის მიღმა, რა შინაარსი იკითხებოდა ბავშვების ცნობიერებაში. მივიღეთ მართლაც საოცარი შედეგები იმიტომ, რომ ისინი არიან ძალიან გულწრფელები თავიანთ აღქმაში, ძალიან ტოლერანტულები და ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ თანასწორუფლებიანობის გარდა, შეიძლება, სხვა ალტერნატივა არსებობდეს და სხვანაირად, უთანასწოროდ იყოს საზოგადოებრივი წყობა. მიხარია, რომ ეს თაობა ასეთი თავისუფალია, მიხარია, რომ ეს მათ შეუძლიათ, უფრო მეტი თქვან თანასწორობაზე და უფრო პოზიტიურად აღიქვან მომავალი," - ამბობს პატარიძე.
გამოფენის დათვალიერების შემდეგ, მოზარდებს სიტყვით მწერალმა გიორგი კეკელიძემ, ფილოსოფოსმა ლევან ღამბაშიძემ, ჟურნალისტმა თათია სამხარაძემ, სახალხო დამცველის მოადგილემ ეკა სხილაძემ და პლატფორმა "ქალები საქართველოდან"დამაარსებელმა მაია ჩიტაიამ მიმართეს და თანასწორობაზე ესაუბრნენ.
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების, წყნეთის ხევის, იმედაძის, ყიფშიძის, მიქელაძის, გაბაშვილის, ფალიაშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, აბაშიძის და თაქთაქიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლადო ალექსი-მესხიშილის, ავლაბრის, ბაჩანას, ვახტანგ მეექვსეს, გიორგი წერეთლის, კონსტანტინე ერისთავის და ვარდისუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.
საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2 მაისს წარსდგება. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის გამოსვლის შემდგომი პროცედურები განმარტა.
"რეგლამენტით გათვალისწინებულია ორი ფორმატი - ფრაქციების გამოსვლები და პოლიტიკური დებატები. ტრადიციულად იყო ხოლმე მოთხოვნა პოლიტიკური დებატების გამართვის თაობაზე, ამჯერად არც პრეზიდენტის და არც ოპოზიციის მხრიდან ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა, თუმცა ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ტრადიცია, რომელიც ჩამოყალიბდა და ამავე რეჟიმში წარვმართოთ ამ საკითხის განხილვა. როგორც მოგეხსენებათ, დებატების გამართვის შემთხვევაში სიტყვა ეძლევათ დამოუკიდებელ დეპუტატებს, ფრაქციებს, უმცირესობას, უმრავლესობას, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს და პარლამენტის თავმჯდომარეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბიუროს წევრებმა კენჭი უყარეს პარლამენტის თავმჯდომარის წინადადებას პოლიტიკური დებატების გამართვასთან დაკავშირებით და ამ საკითხს მხარი დაუჭირეს. ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნა პირველ რიგში დამოუკიდებელ დეპუტატებს დაეთმობათ, მათ შემდეგ 15-წუთიანი რეგლამენტით ფრაქციები ისარგებლებენ, 45-45 წუთი გამოიყოფა საპარლამენტო უმცირესობისთვის და უმრავლესობისთვის. პოლიტიკური დებატები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების და პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლებით დასრულდება.
პარლამენტის პლენარული სხდომა 2 მაისს 12.00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლით დაიწყება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 აპრილს და 1-2 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 მაისს +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +21, +26 გრადუსის ფარგლებში იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხამოკლე წვიმა და ელჭექი, 1 მაისს გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 30 აპრილს +18, +23 გრადუსი იქნება, ხოლო 1-2 მაისს +22, +27 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში ღამის საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღისით კი, 1-2 მაისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 30 აპრილს და 1 მაისს +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი, 2 მაისს კი, +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს.
ხვალ, 1 მაისს, თანასწორობის მოძრაობა პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციას გამართავს. ორგანიზაცია მოითხოვს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები ანუ აღნიშნოს ჰომოფობიის და ტრანსფობიის დღე და უზრუნველყოს ადამიანის უფლებების არაშერჩევითი დაცვა. ამასთან, თანასწორობის მოძრაობა ითხოვს, საქართველოს პარლამენტმა გაათავისუფლოს სოფიო კილაძე ადამიანის უფლებათა დაცვისა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან, "რადგან მისი საქმიანობა და ღირებულებები არ შეესაბამება ადამიანის უფლებების და თანასწორობის პრინციპებს".
ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ 17 მაისის ყოველწლიურად აღნიშვნა 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაში წერია, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას არ აპირებს.
„არ აღვნიშნავთ. კარგით რა, არ გინდათ ასეთი პროვოკაციული რაღაცები. გითხარით პასუხი, არ აღვნიშნავთ. ჩვენი ნებაა, გვინდა, აღვნიშნავთ, გვინდა - არა. კომიტეტი რასაც წყვეტს... კომიტეტს არაფერი არ გადაუწყვეტია... გითხარით პასუხი, მაგრამ თქვენ რომ მოგწონთ, ისეთი არ არის" - უთხრა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ „ლიბერალს".
სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ამ განცხადებას აპროტესტებს თანასწორობის მოძრაობა და აღნიშნავს, რომ კომიტეტის საქმიანობის მიზანია, ხელი შეუწყოს დემოკრატიული და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობას, უმცირესობების წარმომადგენელთა სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, ადამიანის უფლებების და სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას.
"თუმცა:
• უშუალოდ სოფიო კილაძის მიერ მოხდა კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრების ინიცირება, რომელიც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ იქნა შეფასებული როგორც უკანგადადგმული ნაბიჯი ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით!
• ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე შერჩევითი პრინციპით უდგება ადამიანის უფლებებს და არაფერს აკეთებს ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად;
სოფიო კილაძე და მისი კომიტეტი ხშირად უჭერენ მხარს ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო ინიციატივებს. შეგახსენებთ, რომ სოფიო კილაძე ასევე ღიად უჭერს მხარს რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას საქართველოში, რომელიც საქართველოს მოქალაქეების სისტემური ჩაგვრის ინსტრუმენტია.
დღესდღეობით, საჯაროდ გაცხადებული მიზნების მიუხედავად, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე სისტემატიურად უგულვებელყოფს ადამიანის უფლებებს" - აცხადებს თანასწორობის მოძრაობა.
ამ წუთებში ბორჯომის ტყის ნაწილი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი ხმელ ხეებსა და ბუჩქებს უკიდია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ხანძრის არეალი მიუდგომელია და არ იჭერს მობილური ტელეფონი, რის გამოც სამაშველო ჯგუფებს ვერ უკავშირდებიან. ამის გამო, ჯერჯერობით უცნობია, დაახლოებით რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.
მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მაქვს კარგი პარტიული გამოცდილება, თვითონ პარტიული მუშაობის გამოცდილება და მინდა, გითხრათ, რომ 116-კაცია უმრავლესობა არ არის ადვილი სამართავი ისეთ პარლამენტში, როგორიც ჩვენ ვართ. რას ვგულისხმობ ამაში? ჩვენ ჩვენი მუშაობის ძალიან ბევრ დროს ვატარებთ გზაში და მანქანაში, ეს არის საოცარი დისკომფორტი ურთიერთობებისთვის, ანუ ერთ ადგილზეც კი არ ვართ. მე მაგალითად, პრობლემებს ვხედავ უფრო, აი, დალაგებაში, მართვაში... ეს პრობლემები არის, მაგრამ ეს არ არის სუბიექტური პრობლემები, არ არის ადამიანური პრობლემები
მე მანამდეც ძალიან ბევრჯერ მითქვამს, რომ აი, ვთქვათ, მაჟორიტარი დეპუტატი არის კომიტეტის თავმჯდომარეც, პოლიტსაბჭოს წევრიც, აი, ხომ არ შეიძლება ყველაფერი იყოს ერთი და იგივე ადამიანი? მერე აღმოჩნდება, რომ შენ ან კომიტეტს ვერ ესწრები, ან იმას ვერ ესწრები, ეძებ ყოველთვის გამუდმებით ადგილმონაცვლეს. აი, ეს პრობლემები როდესაც დგება, მერე ის ადამიანური ურთიერთობების პრობლემებიც არის. აი, მაგალითად ახლა, ბატონი ნუკრი [ქანთარია] როდესაც გყავს გუნდში, ვთქვათ, ქალბატონი ეკა ბესელია, ყველაზე მეტად დატვირთულია, როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე. იურიდიული კომიტეტი არის პარლამენტის ხერხემალი. სხვა ყველაფერი რომ გაჩერდეს და მარტო იურიდიული კომიტეტი მუშაობდეს, რაღაც მაინც გაკეთდება პარლამენტში და მთელ ამ სიმძიმეს უძღვება ქალბატონი ეკა ბესელია. ჩვენ როდესაც ქუთაისში ვართ, ყველაზე გვიან, ვინც მოდის სასტუმროში, ისაა. ამას წინ ვუთხარი კიდეც, რომ ძალიან ბევრს მუშაობს. ეკა ბესელიას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ უძლებს ამდენ დატვირთვას და მე დარწმუნებული ვარ, რაც არ უნდა დაავალოთ, ის ამ ყველაფერს თავისი ჯანმრთელობის, თავისი შრომის ხარჯზე დაძლევს, მაგრამ ეს ახლა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე თუ არ იქნება პოლიტსაბჭოს წევრი, მას, როგორც პიროვნებას, როგორც პოლიტიკოსს, არაფერს აკლებს
ხვალ, 2 მაისს, 13:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლო პრეზერვატივის "აიისას"რეკლამის კანონიერებაზე იმსჯელებს.
სასამართლო თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს განიხილავს. თბილისის მერია მიიჩნევს, რომ პრეზერვატივ "აიისას"შეფუთვა და მისი რეკლამა არაეთიკურია და მოითხოვს როგორც პრეზერვატივის მწარმოებლის 500 ლარით დაჯარიმებას, ისე მისთვის შეფუთვისა და რეკლამის სამომავლო გამოყენებაზე უარის თქმას.
არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) მიიჩნევს, რომ "აიისას"მიმართ თბილისის მერიის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი დაუსაბუთებელია და სათანადო გამოკვლევის გარეშეა გამოცემული. ამასთან, მათივე განცხადებით, ოქმში არაფერია ნათქვამი ადრესატის რომელი კონკრეტული რეკლამა ან შეფუთვა მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ არაეთიკურად ან რაში გამოიხატა თავად ქმედების არაეთიკურობა.
ამასთან, GDI-ის განცხადებით, ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ წარმოებული სამართლებრივი პროცესი გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება, რაც დაცულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საკონსტიტუციო პრაქტიკით, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და მის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით.
GDI-ის მაგალითისთვის მოჰყავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Sekmadienis LTD v. Lithuania-ს საქმეზე, როდესაც სამეწარმეო სუბიექტის კომერციული მიზნით იესოსა და ღვთისმშობლის შედარებების გამოყენებისთვის დაჯარიმება სასამართლომ მე-10 მუხლის დარღვევად მიიჩნია. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, სასამართლომ აღნიშნა, რომ მსგავს გამოხატვას ვინმეს რელიგიური გრძნობა რომც შეელახა, არ შეიძლება რომელიმე ხედვისა ან იდეოლოგიის სავალდებულოდ გამოცხადება და ინდივიდზე თავსმოხვევა, სახელმწიფოს კი არ გააჩნია არანაირი უფლება, ჩამოაყალიბოს შეხედულებათა სავალდებულო სისტემა.
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ "დაუშვებელია კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის ზნეობრივი ნორმების ან მსოფლმხედველობის საზოგადოების სხვა ჯგუფებზე თავსმოხვევა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით", ხოლო "დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანებს აქვთ თმენის ვალდებულება იმ მოსაზრებების მიმართ, რომელთაც ისინი არ იზიარებენ ან, თუნდაც თვლიან ზნეობრივად გაუმართლებლად."საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ "ზნეობრიობის საკითხების სასამართლო წესით განსჯადობა უარყოფით ეფექტს იქონიებს [გამოხატვის] თავისუფლებაზე იმდენად, რამდენადაც, უმეტეს შემთხვევაში, ძნელია ობიექტურად იმის განსაზღვრა, რა შეესაბამება ზნეობრივ ნორმებს და რა არა. ასეთი საკითხების სასამართლო წესით განსჯადობა გამყინავ ეფექტს იქონიებს [გამოხატვის] თავისუფლებაზე და შედეგად დააზარალებს მთლიანად საზოგადოებას,"- წერია GDI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქალაქო სასამართლოში ბრენდ "აიისას"დამფუძნებლის, ანი გაჩეჩილაძის, ინტერესებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) დაიცავს.
"მას სრულ სამართლებრივ დახმარებას საერთო, ხოლო საჭიროების შემთხვევაში საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლშიც, გავუწევთ,"- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია.
ჩემთვის მესამეხარისხოვანია (ჩემთვის და არა მედიისთვის) იმ ინტრიგების ანალიზი, რომელიც [ბიძინა] ივანიშვილის გუნდში მიმდინარეობს. ვის გაუბრაზდა ივანიშვილი, ვინ დატუქსა ან არ დატუქსა. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეს კაცი ამ ტიპის ფიგურების მეშვეობით ჩვენს ქვეყანას მართავს და შედეგებს ჩვენ ყველა ვიმკით. ამ მოვლენებიდან ერთი დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ, რომ ქვეყანაში გვყავს პრემიერმინისტრი, რომელსაც პარტიის მართვას არ ანდობენ და ის ქვეყანას მართავს. ამასთან, არიან დეპუტატები, რომლებიც გააქრეს პოლიტსაბჭოდან და პრემიერმინისტრის შემდეგ, სწორედ ისინი წყვეტენ ქვეყნის ბედს